ასადს დამთხვეული
ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 09.09

ანუ გაკვირვებით გაკვირვებული
მართალია, ჩვენი საზოგადოების შინ – ევროპაში მიმავალი ნაწილი დიდ იმედებს ამყარებდა სირიულ დემოკრატიაზე და ზეიმობდა დე-ფაქტო აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ ამღიარებელი ასადის ჩანაცვლებას ალ-შარაათი (და მერე რა, რომ ალ-შარაა ალ-ჯულანი იყო?!), მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, 27 აგვისტოს დამასკოში 62-ე საერთაშორისო ბაზრობა გაიხსნა, რომელშიც დე-ფაქტო აფხაზეთის დელეგაცია მონაწილეობდა და ასე განსაჯეთ, თვით ალ-შარაას მიწვევით.
უცხოური გამოცემები გვატყობინებენ, რომ დე-ფაქტო აფხაზეთის დელეგაცია მაინც ჩავიდა სირიაში, მიუხედავად საქართველოს აქტიურობისა, რომ სირიის ახალ ხელისუფლებას უკან წაეღო ჩვენი სეპარატისტული წარმონაქმნების აღიარება. მეტიც, თითქოს თურქეთსაც სთხოვეს, ჩარეულიყო ამ საკითხის მოგვარებაში (მოგეხსენებათ, თურქეთი აქტიურად ლობირებს ალ-შარაას), მაგრამ დამასკომ ყველანაირ ზეწოლას გაუძლოო. თუმცა, ცხადია, საქმე გაცილებით მარტივადაა: თურქეთს საქართველოსთან სავაჭრო ახალი თემა გამოუჩნდა, ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ალ-შარაა პუტინს ესაუბრა და სირიასა და რფ-ს შორის აქამდე არსებული ხელშეკრულებების შენარჩუნება აქვს განზრახული, ბუნებრივია, მოსკოვის განაწყნებას თბილისის განაწყენება ურჩევნია, ამდენად, მე ის უფრო მიკვირს, ვისაც ეს ალ-შარაასგან უკვირს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან