პოლიტიკა

ანუ ბილიკის მძებნელები...

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:41 17.11, 2020 წელი

აქციები 2020
დაკოპირებულია

ჩვენი საპარლამენტო არჩევნები ვერ მოგვენელებინა ხეირიანად, რომ აშშ-ის არჩევნებზე ნერვიულობა დაგვემატა (დაგვემატა, ვინაიდან ჩვენი საზოგადოების ნაწილი ბაიდენისკენაა, ნაწილი – ტრამპისკენ).
კერძოდ, მართალია, ოკეანის გაღმა არჩევნები ჩატარდა (3 ნოემბერს), მაგრამ იქ ამბები ხდება, ჩვენებური 90-ანებიც მონაგონია და ჯერ კიდევ „მოქკავშირის“ დროს დანერგილი გაყალბებები (რომლებსაც გულუბრყვილოდ მხოლოდ და მხოლოდ განვითრებადი ქვეყნების ნაკლად მივიჩნევდით).
თუმცა უთქვამთ, მჯობნის მჯობნი არ დაილევაო, მაგრამ, როგორც ჩანს, არც უარესის უარესის ნაკლებობაა დედამიწის თვით ყველაზე ცივილიზებულ ნაწილშიც კი.
ასე მაგალითად, აშშ-ში საარჩევნო დარღვევებს შორისაა: მკვდარი სულები, „კარუსელები“, ასიათასობით დაკარგული ხმა, გადაყრილი ბიულეტენები, ხმის დათვლისას ხარვეზები.
მეორე მხრივ, სოციალური ქსელი „თვითერი“ ბლოკავს დონალდ ტრამპის მოწოდებებს – შეწყვიტეთ თაღლითობაო. იმავეს მოითხოვს მეორე კანდიდატი – ბაიდენიც (ოღონდ მის მოწოდებებს „თვითერი“ არ ბლოკავს). რაც მთავარია, ორივე მხარე ამბობს, რომ გაიმარჯვა.
ბუნებრივია, იბადება კითხვა, ვითომ ის ბოლო მითიც ცამტვერდება, რომ აშშ-ში გაყალბება წარმოუდგენელია? თუმცა ის გვაიმედებს, რომ ამერიკული არჩევნების ბედს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, რაკი აშკარაა, რომ მსოფლიო შეიშალა და ის ძალაუფლების წყურვილმა შეშალა, თუ საკუთარ ბილიკს არ ვიპოვით, არც ისაა გამორიცხული, ძველი მსოფლიოს ნანგრევებში მოვყვეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი