პოლიტიკა

ამერიკულად „საშიში ქალაქები“

№41

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00

ამბები
დაკოპირებულია

ანუ შიგნიდან შეჭრილები

მაშინ, როდესაც, სახელდობრ, უკრაინის ტერიტორია პოლიგონია და არა მარტო, როგორც ხორცსაკეპი მანქანა, ცხადია, შეფუთული ევროატლანტიკური მისწრაფებებით, არამედ, როგორც შეიარაღების გამოცდის ადგილი როგორც რუსეთისთვის, ასევე, სრულიად დასავლეთისთვის, ოკეანის გაღმა მეტად საინტერესო რამეები ხდება, მაგრამ ამის შესახებ – ცოტა მოგვიანებით.

მანამდე კი ისევ პოლიგონის თემას დავუბრუნდები: თითქოს უცნაურია, რას აკეთებენ ჩრდილო კორეელები უკრაინის ომში (ბუნებრივია, რუსეთის მხარეს), იმ თვალსაზრისით, რომ, თუნდაც, რამდენიმე ათას ადამიანს რის შეცვლა შეუძლია ომის მიმდინარეობაში, მაგრამ ესეც გამოცდილების შეძენის ფორმაა, იმას გარდა, რომ რუსეთის მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, არ გაიწვიონ. მოკლედ, ყველა თავისას ცდილობს და რატომაც არა, თუკი არის მსურველი, რომელიც საკუთარ ტყავსა და ქვეყანას შესთავაზებს ამ სამხედრო-პოლიტიკურ ექსპერიმენტს.

ამის პარალელურად კი, The New York Times-ის ცნობით, დონალდ ტრამპი სამხედრო ძალებს „საწვრთნელ მოედნებად“ ამერიკული ქალაქების გამოყენებას სთავაზობს. კერძოდ, მან სულ ახლახან ვირჯინიის შტატში, კვანტიკოს საჰაერო ძალების ბაზაზე, ამერიკელ სამხედრო მეთაურებს სიტყვით მიმართა (შეხვედრას ესწრებოდნენ ათობით გენერალი და ადმირალი და, რასაკვირველია, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი). ისეც არ უნდა გავიგოთ, რომ ასე ხელაღებით შესთავაზა აშშ-ის პრეზიდენტმა ეს ამბავი სამხედროებს; მან საწვრთნელ მოედნებად, ეგრეთ წოდებული, საშიში ქალაქები იგულისხმა, ვინაიდან, მისი თქმით, აშშ-ში არა გარედან, არამედ შიგნიდან იჭრებიან და ამიტომაც, ისევე უნდა მოვეკიდოთ, როგორც გარე საფრთხეებსო.

ამასთან, ყველამ უნდა აგოს პასუხი, რომლებიც სამხედროებს შეურაცხყოფას აყენებსო. პრეზიდენტს მხარი აუბა თავდაცვის მდივანმაც, მით უფრო, რომ, მისი აზრით, მრავალფეროვნება და ინკლუზიური პროგრამები აზიანებს სამხედრო ეფექტიანობას. შესაბამისად, ახალი დირექტივებიც წარადგინა და იქვე განაცხადა, ვისაც არ მოწონს, შეუძლია, დაგვტოვოსო. გაზეთის ცნობით, გენერლებსა და ადმირალებს კრინტიც არ დაუძრავთ.

ბუნებრივია, მე არ ვიცი, როგორ გასრულდება ეს ამბავი, ერთი მხრივ, აშშ-ელი სამხედროებისთვის, მეორე მხრივ კი, აშშ-ის საშიშ ქალაქებად წოდებულებისთვის, თუმცა ვისურვებდი, რომ დიდ ქვეყნებს სწორედ თავიანთ ქვეყნებში დაეხარჯათ საკუთარი სამხედრო პოტენციალი და პოლიტიკური ამბიციები და პოლიგონებადაც შიდა ტერიტორიები ექციათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა