პოლიტიკა

აჭრილი სცენარი

№25

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 25.06

ამბები
დაკოპირებულია

ანუ სომეხი ოპოზიციონერის ცემა მადლია?!

მოგეხსენებათ, რფ-მ თავდაცვის მინისტრი გამოიცვალა და ამ უწყებას არასამხედრო პირი, მეტიც, ფინანსისტი ვინმე ანდრეი ბელოუსოვი ხელმძღვანელობს და, როგორც ამბობენ, კორუფციის გამოვლენასაც შეუდგა აწ უკვე თავის უწყებაში, მაგრამ ეს მაინც რფ-ის შიდა საქმეა.

უფრო ყურადსაღები ის მგონია, რომ ზემოხსენებულმა ბელოუსოვმა დაუფარავად უთხრა ყაზახეთის მთავრობას, რომ უნდა აირჩიონ ნატო ან „ოდეკაბე“; ორ სკამზე ჯდომა არა და ვერ გამოვაო. და არც ის დაუმალავს, რომ ნატოს არჩევის შემთხვევაში, ყაზახეთი იმ ქვეყნების სიას შეუერთდება, რომელთა ლიდერები აგრესიას ამჟღავნებენ რუსეთის მიმართ. ხოლო, თუ ამას დავუმატებთ არეულობას ერევანში (ოპოზიცია ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს და პარლამენტის შენობას უტევს; გადადგომას კი ყარაბაღის დაკარგვის გამო მოითხოვენ) და სომეხი პოლიციელები, ჩვეულებისამებრ, იცავენ სახელმწიფო შენობას (რაც, სხვათა შორის, სულაც, არ აღაშფოთებს ევროაზრს, როგორც ჩანს, სომეხი ოპოზიციონერების ცემა მადლია) და აზერბაიჯანისა და ირანის მიერ ერთობლივი საჰაერო წვრთნების ჩატარების ფაქტს, აშკარაა, რომ სამხრეთ კავკასიაში სცენარი აიჭრა, მაგრამ, რადგან ჩვენ კვლავ ერთმანეთს ვბდღვნით (რუსეთი გადაგვარჩენს თუ აშშ) და რეგიონისთვის არ გვცალია, ვიმედოვნებ, აზრზე რომ მოვალთ, ყველაფერი დალაგებული დაგვხვდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული