რომანი და დეტექტივი

უპატრონო ძაღლი

№13

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 07.04

უპატრონო ძაღლი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #11-12 (1212)

– ვიმედოვნებ, კომისარო, თქვენ შეგნებული გაქვთ თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილების მთელი სერიოზულობა. ვერაფერი მოისაზრეთ იმაზე უკეთესი, რომ დააპატიმროთ ჩემი ამხანაგი, მე ვიტყოდი, მეგობარი... დააპატიმროთ კონკარნოს ერთ-ერთი ყველაზე საპატიო მოქალაქეთაგანი...

გეგონებოდათ, ექიმი მიშუ მხოლოდ და მხოლოდ იმას ცდილობდა, რომ მოწოლილი ნერწყვი ჩაეყლაპა.

შემოვიდა ინსპექტორი ლერუა. მეგრემ სრულიად ძალდაუტანებელი კილოთი მიმართა:

– დიდად დამავალებთ, თუ ჟანდარმერიაში ჩაიყვანთ ექიმს. ეს ხელბორკილი საჭირო არ იქნება... მცველი მიუჩინეთ და თვალყური ადევნეთ, რომ არაფერი მოაკლონ!

მეგრე მერს მიუბრუნდა.

– მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რომ პოლიციამ განაგრძოს გაქცეული მაწანწალის ძებნა, რადგან ეს ართობს მოსახლეობას... ბატონო მერო, შეეცადეთ დაამშვიდოთ მოქალაქენი...

მეგრეს მოთმინება ელეოდა. იგი წამოდგა, ჩაიცვა თავისი ხავერდისსაყელოიანი მძიმე დრაპის პალტო და სახელოთი ქვაბუნა ქუდის წმენდას შეუდგა.

– მალე შეხვედრამდე, ბატონო მერო. საქმის კურსში მეყოლებით. და კიდევ ერთი რჩევა, – ჟურნალისტებისთვის ჯერჯერობით არ ღირს რაიმეს მოყოლა...

***

მეგრემ ზღურბლს გადააბიჯა. კარი არ იყო. ოთახს მიწის იატაკი ჰქონდა. კედელში გამოჭრილი ვიწრო სათოფურები ზღვის მხარეს გასცქეროდა, მეორე კედელში იყო ერთადერთი უჩარჩოო და უმინო ფანჯარა. კედლები დაფარული იყო დანის წვერით ამოკაწრული წარწერებით. იატაკზე ეყარა ქაღალდის ნაგლეჯები, რაღაცის ნამსხვრევები, ნაგავი.

– შეხედეთ, ბატონო კომისარო, – უთხრა მეგრეს ადგილობრივმა პოლიციელმა, – აქ თხუთმეტიოდე წლის განმავლობაში ცხოვრობდა ერთი ახირებული კაცი... გაქნილმა გამყიდველმა მოისაზრა ფოტოაპარატით მისი გადაღება და ამ სახლში შემსვლელთათვის სურათების მიყიდვა. მაგრამ ომის დროს ის საცოდავი მოკვდა და ეს საქმეც ჩაიშალა... როგორც ხედავთ, ამ სახლის მოწესრიგება ვერავინ მოიფიქრა და გუშინ ვიფიქრე: თუ მაწანწალა სადმე მახლობლად იმალება, აქ უნდა ვეძებოთ-მეთქი. ჰოდა, მაშასადამე, მე და ჩემი ამხანაგი ამ დილით მოვედით აქ. ჩუმად, ფეხის წვერებზე მოვდიოდით, ვხედავთ, სწორედ იმ ადგილას, სადაც გიჟს ეძინა ხოლმე, ვიღაც უზარმაზარი კაცი ხვრინავს. ისე მარჯვედ ჩამოვაცვით ხელბორკილი, რომ გაღვიძებაც კი ვერ მოასწრო!

– წინააღმდეგობა გაგიწიათ? – ჰკითხა მეგრემ.

– არა. ო, რომ გენახათ იგი, ბატონო კომისარო! მას თავისუფლად შეეძლო ჩვენ ორს გაგვმკლავებოდა... იარაღი სულ მისკენ მქონდა დამიზნებული. აუჰ, რამოდენა ხელები ჰქონდა. თანაც მოსვირინგებული...

– თუ შეამჩნიეთ, როგორი სვირინგები ჰქონდა?

– ერთ მკლავზე – ღუზა და აქეთ-იქით „ს“ ასოები... და კიდევ რაღაც ნახატები, მგონი, გველი. ჩვენ ხელი არაფრისთვის არ გვიხლია, აქ ყველაფერი ასე იყო... შეხედეთ, ბატონო კომისარო! – კუთხეში გროვად ეყარა ძვირფასი, ნაზი ღვინოებისა და ლიქიორების ბოთლები, კონსერვის ცარიელი ქილები, აგრეთვე, ოციოდე გაუხსნელიც. ოთახის შუაგულში დარჩენილიყო ჩაღველფილი კოცონის ნაკვალევი. ეყარა გამოხრული ძვლები, პურის ქერქები, თევზების ხერხემლები, ლოკოკინები და კიბორჩხალის გამოხრული მარწუხები.

– ნამდვილი ღრეობაა! – წამოიძახა პოლიციელმა, რომელსაც, ეტყობოდა, თავის სიცოცხლეში არ გაესინჯა ასეთი დელიკატესები, – აი, რატომ შემოვიდა ამ ბოლო დროს ჩვენთან ამდენი საჩივარი! ჩვენ, მართალია, ყურადღებას არ ვაქცევდით, ყველა საქმე უმნიშვნელო იყო. მეფუნთუშეს მოპარეს ექვსგირვანქიანი პური... სათევზაო ორცხომელიდან გაქრა ახალი მერლანებით სავსე კალათი... საწყობის მმართველი პრიუნე ჩიოდა, ღამღამობით კიბორჩხალებს მპარავენო...

უცებ მეგრემ იკითხა:

– ძაღლი სადღა წავიდა?

– მართლაც ჩვენ მას ვერ მივაგენით, ბატონო კომისარო... მთელი იატაკი დაფარულია თათების ნაკვალევით, მაგრამ ძაღლი ჩვენ არ გვინახავს... ბატონი მერი კი, ალბათ, კედლებზე ადის ექიმის დაპატიმრების გამო. იმუქრებოდა პარიზში თვით მინისტრს ვუდეპეშებო...

– და მან არაფერი თქვა?

– არც ერთი სიტყვა, – მგელივით გვიცქეროდა. რვა დღის წვერმოუპარსავი მაინც იქნებოდა და წინა ორი კბილი ჩამტვრეული ჰქონდა.

– ტანზე რა ეცვა?

– ყურადღება არ მიმიქცევია, ბატონო კომისარო... რაღაც დაფხრეწილი პიჯაკის მაგვარი რამ.. იმის ქვეშ კი – ფლანელის. თვინიერივით წამოგვყვა. რომ ნდომოდა, სანამ ჩვენ ქალაქს მივაღწევდით, ათჯერ გაგვექცეოდა ჩვენ უკვე მთლად დავმშვიდდით, და უცებ, ზედ ბაზართან, მან ისე მოქაჩა ხელბორკილები, რომ ჯაჭვებმა ვერ გაუძლო. ასე მეგონა, ხელს მომაგლეჯს-მეთქი... ხედავთ? ახლაც მეტყობა ჩალურჯებული.

– წავიდეთ! – მშრალად თქვა მეგრემ.

ზღვის მოქცევა იწყებოდა. ახალგაზრდა პოლიციელმა დუმილს ვეღარ გაუძლო.

– ყველაზე უცნაური, ცხადია, ის არის, მუსიე მოსტაგენს რომ ესროლეს. იგი ხომ მთელ კონკარნოში საუკეთესო ადამიანია... მუნიციპალურ მრჩევლადაც კი აპირებდნენ მის არჩევას. მართალია, იგი თითქოს დაუძვრა სიკვდილს, მაგრამ ტყვიის ამოღება ვერ მოხერხდა. საცოდავი ასე ივლის მთელი სიცოცხლე – მუცელში ტყვიის ნატეხით.

კანცელარიაში ინსპექტორი ლერუა რაღაცაზე ეკამათებოდა ჟანდარმთა ბრიგადირს.

– სად არის ექიმი? – იკითხა მეგრემ.

– ამ კარს ხომ ხედავთ? მის იქით დერეფანია. მეორე კარი მარჯვნივ. თუ გნებავთ, შემიძლია, გაგაცილოთ. მერმა დამირეკა და ბრძანა, პატიმარს რაც შეიძლება რბილად მოეპყარითო...

კომისარი საკანში შევიდა. იქ კედლები კირით იყო შეფეთქილი, და იგი რომელიმე ყაზარმაზე არანაკლებ ნაღვლიანად გამოიყურებოდა. ექიმი მიშუ პატარა შეუღებავ მაგიდასთან იჯდა. კომისრის დანახვაზე ალაპარაკდა.

– კომისარო, მე მგონია, თქვენ ეს კომედია მხოლოდ იმისთვის გაითამაშეთ, რომ თავი აგერიდებინათ ახალი დრამისთვის და დაგეცავით იმ... იმ... თავდასხმისაგან...

მეგრემ ყურადღება მიაქცია, რომ შინაგანაწესით არ იყო გათვალისწინებული და ექიმს არც პიჯაკი ჰქონდა ჩამორთმეული, არც ფულარის შარფი, არც ფეხსაცმლის თასმები... კომისარმა ჩიბუხი ამოიღო, გატენა და გულკეთილად ჩაიბუზღუნა:

– მაშ, რა იქნებოდა... დაბრძანდით, ექიმო, დაბრძანდით!..

– კომისარო, სულ ერთი კვირის წინ მე გეტყოდით, რომ არანაირი ორაკულების არ მწამს, მაგრამ ახლა... ხუთიოდე წლის წინ ჩვენ, რამდენიმე მეგობარი, ერთ პარიზელ მსახიობ ქალთან ვსადილობდით. სადილის შემდეგ, ყავასთან, ვიღაცამ წინადადება შემოიტანა, ბანქოთი ვიმკითხაოთო... მეც მიმკითხავეს... არა მჯეროდა, ხარხარისგან ცრემლები მცვიოდა... მითხრეს: „თქვენ მოკვდებით საშინელი სიკვდილით. უფრთხილდით ყვითელ ძაღლებს...“ ეს არ გაოცებთ, კომისარო? მრავალი წლის განმავლობაში სრულებითაც არაფერი გამიგია ყვითელი ძაღლების შესახებ. და აი, პარასკევს გათამაშდა პირველი ტრაგედია და მსხვერპლი აღმოჩნდა ჩემი უახლოესი მეგობართაგანი... ასეთივე წარმატებით შესაძლოა, მე თვითონ შევფარებოდი იმ წინაკარს თამბაქოს მოსაკიდებლად და ტყვია მომხვდებოდა მუცელში! ყვითელი ძაღლი კი ყველგან წრიალებდა!.. შემდეგ ქრება ჩემი მეორე მეგობარი. ქრება გაუგონარი საიდუმლოებით მოცულ პირობებში. და ისევ დაძრწის ირგვლივ ის წყეული ძაღლი. გუშინ ლეპომერეს რიგიც დადგა და იქაც ისევ იმ ურჩხულის კვალი იყო... აბა, როგორ არ ავღელდები, კომისარო?

ექიმი მოკლე ნაბიჯებით დარბოდა საკანში და თან იატაკს ჩასცქეროდა.

– მე თვითონ ვაპირებდი მფარველობა მეთხოვნა თქვენთვის, კომისარო, მაგრამ თქვენი ზიზღიანი ღიმილის შემეშინდა. ოთხი დღეა, შიში მაწამებს, შიშისაგან ვკვდები. რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო არ არის. მაგრამ მგონია, თქვენ შეძლებთ, ბევრი რამ გამიგოთ. ძნელია შიშის მიზეზთა ბოლომდე ამოცნობა. თქვენ, რა თქმა უმდა, გიამბობდნენ, რომ მე, აწ გარდაცვლილი დეპუტატის შვილი, მედიცინის დოქტორი, მიწის ნაკვეთების გაყიდვით ვარ დაკავებული... და საღამოებს ვატარებ კაფე „ადმირალში“, ისეთივე ხელმოცარულთა წრეში, როგორიც მე თვითონ ვარ. თუმცა, სხვა რაღა დამრჩენოდა, კომისარო?.. ჩემი მშობლები ბევრს ხარჯავდნენ, მაგრამ მდიდრები კი არ იყვნენ. პარიზში ასეთი რამ იშვიათი როდია. მე ფუფუნებაში ვცხოვრობდი, შემდეგ მამა მომიკვდა, დედას კი გამოსავალის ძებნა მოუწია, ინტრიგებში გაბმა, ის ხომ მაღალი წრის ისევ ისეთ პატივმოყვარე ქალბატონად დარჩა, კრედიტორები თანდათან ჩაგვისაფრდნენ. მე გადავწყვიტე, დავხმარებოდი დედაჩემს!.. და მხოლოდ ეს უნარი აღმომაჩნდა – მიწის ნაკვეთებით ვაჭრობა... ცოლმა მიმატოვა. მას ენერგიული და პატივმოყვარე კაცი სჭირდებოდა. მე კი კვირაში სამ-ოთხ დღეს ავად ვარ, ძლივს მივათრევ ხოლმე ფეხს საწოლიდან სავარძლამდე. ალბათ, ემა გეტყოდათ, რომ მე მისი საყვარელი ვიყავი. სიბრიყვეა, ხომ? რა მექნა, კომისარო, ხანდახან ქალი მეტისმეტად გვესაჭიროება ხოლმე... ის ყვითელი ძაღლი... სერვიერის გაქრობა, სისხლის ლაქები მის მანქანაში... და ყველაფერზე საშინელი – ლე-პომერეს საზარელი სიკვდილი... მის დაღუპვამდე ორი საათით ადრე ჩვენ ერთ მაგიდას ვუსხედით, ერთი ბოთლიდან ვსვამდით. მე მქონდა წინათგრძნობა, რომ თუ ქუჩაზე გავიდოდი, ჩემი ჯერი დადგებოდა. შემდეგ მივხვდი, რომ წრე თანდათან ვიწროვდებოდა. სასტუმროშიც კი, ჩემს ოთახში ჩაკეტილს, არ შემეძლო უსაფრთხოდ მეგრძნო თავი. ამიტომ შემოვიგლიჯე ტანისამოსი, როცა დავინახე, რომ თქვენ ჩემი დაპატიმრების ორდერს ავსებდით. მეშინია, კომისარო, მზადა ვარ, ხმის ჩახრენწამდე ვიყვირო, რომ მე მეშინია. მიმიფურთხებია, თუ რას იტყვის ხალხი, როცა გაიგებს, რომ ციხეში ვზივარ. არ მინდა სიკვდილი! თქვენ შენიშნეთ, რომ იმ საშინელ ძაღლს ადამიანის თვალები აქვს? მეჩვენება, რომ ახლა შემოვა ის, გაგიჟებული მკვლელი, თავისი ძაღლით...

ექიმს კბილები უკაწკაწებდა. სამიოდე წუთიც და მას ნერვული შეტევა დაეწყებოდა. მეგრემ გადაწყვიტა, რომ ადგომა და წასვლა აჯობებდა.

– კარგად გამიგეთ, ბრიგადირო: თქვენ გარდა არავის არა აქვს საკანში შესვლის უფლება. თქვენ მოუტანთ ხოლმე მას საჭმელს და ყველაფერს, რაც კი მას დასჭირდება. მაგრამ იცოდეთ, საკანში ისეთი არაფერი დაუტოვოთ, რომ თვითმკვლელობა მოახერხოს. ჩამოართვით თასმები, ყელსახვევი... ეზოში, ფანჯრის ქვეშ სადღეღამისო მორიგეობა დანიშნეთ. და თავაზიანად მოექეცით! ღირსეული კაცია!

კომისარი ძველი ქალაქის ახალთან დამაკავშირებელ ამწე ხიდზე გადადიოდა, როცა გზად ინსპექტორი ლერუა შემოხვდა. იგი კომისარს ეძებდა.

– ახალი ხომ არაფერია, ლერუა?

– მინდოდა მელაპარაკა თქვენთან გამქრალი ჟურნალისტის გოიარის, იგივე ჟან სერვიერის შესახებ. ბრესტიდან ერთი კომივოიაჟორი ჩამოვიდა, რომელიც მას იცნობს. ის ამტკიცებს, რომ სერვიერი გუშინ ნახა ბრესტში, სერვიერმა ზურგი შეაქცია და ისეთი სახე მიიღო, თითქოს ვერ იცნო ის.

ლერუა მეტად გაოცდა იმით, რომ კომისარმა არხეინად მოისმინა ეს ცნობა.

– როგორ გრძნობს თავს მოსტაგენი?

– ახლა უკეთ არის... გასროლის შესახებ მან ვერაფრის თქმა ვერ შეძლო, მან პატიება სთხოვა ცოლს იმისთვის, რომ კაფეში დიდხანს დააყოვნა, იმისათვის, რომ ზედმეტი დალია... ტიროდა.

– თქვენ რაღას იტყვით, ლერუა?

ინსპექტორი დაიბნა.

– არ ვიცი. რა თქმა უნდა, ის მაწანწალა ხელიდან რომ არ წაგვსვლოდა… რატომ აღმოჩნდა ექიმის ვილაში მაწანწალა? როგორც ეტყობა, იქ საწამლავს ეძებდა....

– მე, ინსპექტორო, ნაადრევად არასოდეს ვაკეთებ ხოლმე დასკვნებს.

– ძალიან მინდა იმ მაწანწალის ახლოდან დანახვა. მისი ნაფეხურების მიხედვით, ის გოლიათი უნდა იყოს.

მეგრემ არხეინად ჩაიცინა და ნიშნის მოგებით თვალი შეავლო. ლერუა აჩქარდა.

– სულ ერთიმეორის საწინააღმდეგო ცნობები მივიღე... თურმე; სერვიერი მრავალი წლის განმავლობაში ჟურნალისტობდა... თავდაპირველად ქრონიკებს წერდა. შემდეგ რომელიღაც პატარა თეატრის დირექტორ-გამგებელი გახდა. შემდეგ – კაბარეს მეპატრონე მონმარტრზე... ორჯერ გაკოტრდა. ორიოდე წლის განმავლობაში პროვინციული გაზეთის მთავარი რედაქტორი იყო, მგონი, ნევერში. შემდეგ ღამის სამიკიტნო გამართა... ვერ გამიგია, რისთვის დასჭირდა ეს ინსცენირება. მე ვნახე მისი მანქანა, სავარძელზე სისხლის სრულიად ნამდვილი წვეთები. მაგრამ თუ ის ცოცხალია, რაღა აზრი აქვს მის დამალვას? ხომ დაინახეს იგი ბრესტში მოსეირნე!.. რაც შეეხება ლე-პომერეს, სასტუმროში მოვიდა მისი ძმა, თქვენი ნახვა უნდოდა, მაგრამ ლოდინის დრო არ ჰქონდა. ლე-პომერეს ძმამ, ქალაქის ერთ-ერთმა უმდიდრესმა მრეწველმა, განმიცხადა: „მე, მაგალითად, ბრესტის მკერავებთან ვიკერავ ტანსაცმელს. ეს ფუფუნება არ გახლავთ, მაგრამ რიგიანად და იაფად მიკერავენ. ივი კი მხოლოდ პარიზში იკერავდა. იგი ფეხსაცმელსაც მხოლოდ კარგ ოსტატებს უკვეთავდა... ხოლო ჩემი ცოლი ფაბრიკულ ფეხსაცმელს ატარებს...“

– რაღა ჯობია ამას, რომ ვიცოდეთ: ლე-პომერე ფაბრიკის ფეხსაცმელს იცვამდა თუ დაკვეთით შეკერილს! თითქოს ამას არავითარი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ დამიჯერეთ, ლერუა: ეს არის ტრაგედიის გადამწყვეტი მომენტი.

ინსპექტორმა ყურადღებით შეხედა თავის უფროსს, ცდილობდა, გაეგო, მასხარად ხომ არ მიგდებსო. მეგრემ კი ისეთი სახე მიიღო, თითქოს მის ცნობებს სერიოზულ ხასიათს არ აძლევდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

20-26 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი