თავის საფასური
ავტორი: „თბილისელები“ 20:00 20.08

- ჟორჟ სიმენონი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #26-31 (1179)
(იბეჭდება შემოკლებით)
ინგლისელი, რომელიც „ტაიმსს“ კითხულობდა, ბარიდან გავიდა. დახლთან აღარავინ დარჩენილა. ბობმა ხმამაღლა თქვა:
– მე საუზმეზე წავედი! მისი ორი თანაშემწე აჩქარებულად წმენდდა დახლის წითელ ხეს, ჭიქებს, ალაგებდა ნახევრად შეჭმულ ზეთისხილიან და შემწვარ კარტოფილიან ლარნაკებს. მაგიდასთან ჯერ ისევ იჯდა ორი ადამიანი – შავკოსტუმიანი რუსი ქალი და წითელთმიანი. ისინი თითქოს ვერ ამჩნევდნენ, რომ ბარი დაცარიელდა. ჟოზეფ ერტენი ისევ კართან დაბორიალებდა. იგი ისეთი გაფითრებული და საცოდავი იყო, რომ ერთ–ერთმა გარსონმა, რომელმაც ფანჯარაში გაიხედა, კომისარს უთხრა:
– აი, კიდევ ერთი ბნედიანი. შეიძლება, ვიფიქროთ, რომ მათ განზრახ ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში მოსდით ხოლმე ავი ზნე. შვეიცარს უნდა ვუთხრა, რომ გააგდოს.
– არ გინდა! წითურთმიანს შეეძლო გაეგონა, ამიტომ მეგრემ ხმას დაუწია, ჩუმად და გარკვევით დაუმატა, – პოლიციაში დარეკეთ. უთხარი, მეგრე თხოულობს ხალხის გამოგზავნას, სასურველი იქნება, ლიუკასი და ჟანვიე გამოუშვან. სახელებს დაიმახსოვრებთ?
***
აპერიტივის აღტყინებული საათის შემდეგ სრული მყუდროება დამყარდა. წითურთმიანი არ განძრეულა. შავკოსტუმიანმა ქალმა გაზეთის გვერდი გადააბრუნა. მეორე გარსონი აშკარა ცნობისმოყვარეობით შესცქეროდა მეგრეს.
ის კაცი, რომელიც დასარეკად იყო გაქცეული, დაბრუნდა.
– მითხრეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, – წასჩურჩულა მან კომისარს.
– გმადლობთ.
მორყეული ტაბურეტი კომისრის ქვეშ ჭრიალებდა. ჩიბუხს ჩიბუხზე ეწეოდა და ენერგიულად წრუპავდა ვისკის. მას სულ დაავიწყდა, რომ არ უსაუზმია.
– ერთი ჭიქა ნაღებიანი ყავა მომეცით!
ხმა გაისმა იმ კუთხიდან, სადაც წითურთმიანი იჯდა. გარსონმა მეგრეს შეხედა, გაკვირვებით მხრები აიჩეჩა და პატარა სარკმელში გადასძახა:
– ერთი ყავა ნაღებით! შემდეგ ჩუმად უთხრა კომისარს:
– ახლა ის საღამომდე მაძღრად იქნება. ეგეც იმ ქალიშვილივითაა, – გარსონმა ნიკაპით ანიშნა რუს ქალზე.
გავიდა კიდევ ოცი წუთი. ერტენი, როგორც ჩანს, დაიღალა, იგი ტროტუარის ნაპირთან შეჩერდა. მამაკაცმა, რომელიც მანქანაში ჯდებოდა, მათხოვრად მიიჩნია და ფული გაუწოდა. ერტენმა უარის თქმა ვერ გაბედა. განა დარჩა მას რაიმე ოცდაორი ფრანკიდან? თუ ჭამა მან რამე იმის შემდეგ, რაც „თეთრი ყანჩიდან“ გაიქცა? ან თუ გამოიძინა სადმე? ბარი რატომღაც იზიდავდა ერტენს. ისევ და ისევ უახლოვდებოდა კარს, შიშით თვალს ადევნებდა გარსონებს და შვეიცრებს, რომლებმაც არაერთხელ გააგდეს.. ერტენმა მოახერხა ვიტრინასთან მისვლა. სახით მიეკრო მინას, მისი ცხვირი მახინჯად გაბრტყელდა, პატარა თვალებს მოუსვენრად აცეცებდა ბარის დარბაზში, წითურთმიანი ყავას სვამდა და ფანჯრისკენ არც კი იცქირებოდა. მაგრამ რატომ მოეჩვენა მეგრეს მის თვალებში ისევ დაცინვა? მოსული ტაქსიდან ბრიგადირი ლიუკასი გადმოვიდა, გაკვირვებით მიმოიხედა, დაცარიელებულ ბარში შევიდა და მეგრეს გაოცებული მიუახლოვდა.
– მეძახდით, პატრონო?
– რას დალევ? – ჰკითხა მეგრემ და ჩურჩულით დაუმატა, – ქუჩაში გაიხედე.
რამდენიმე წამს ლიუკასი დაჟინებით უცქეროდა ჩამოკონკილის სილუეტს. მას სახე გაუბრწყინდა.
– აი, ეს მესმის! დავიჯერო, რომ თქვენ მოახერხეთ...
– მე არაფერი არ მომიხერხებია. ბარმენ, კონიაკი!
რუსმა ქალმა ძლიერი აქცენტით წარმოთქვა:
– გარსონ! „ილუსტრასიონი“ მომეცით... და ბოტენის ცნობარიც...
– დალიე ერთი სირჩა, ძმობილო ლიუკას... შენ ხომ მაგის დევნა მოგიხდება, ხომ ასეა?
– როგორ გგონიათ, კომისარო, უკეთესი არ იქნებოდა, რომ... ლიუკასმა დაირტყა ხელი ჯიბეზე, სადაც ხელბორკილი ჰქონდა ჩაწყობილი.
– არა, ჯერ ადრეა. წადი!
მეგრე მშვიდ სახეს ინარჩუნებდა, მაგრამ იმდენად ღელავდა, რომ ჭიქა, რომლითაც სვამდა, კინაღამ შემოეფშვნა. როგორც ჩანდა, წითურთმიანი წასვლას არ აპირებდა. ის არ კითხულობდა, არ წერდა, და თითქოს არაფერი აინტერესებდა. ქუჩაში კი ისევ ისე ტკეპნიდა ერთ ადგილს ჟოზეფ ერტენი. მერე კარს მოსცილდა, სკამზე ჩამოჯდა, მაგრამ ბარს მზერას არ აშორებდა. დაცარიელებულ ბარში მხოლოდ წითურთმიანიღა დარჩა. უცებ, იმ კუთხიდან, სადაც წითურთმიანი იჯდა, ლამბაქზე კოვზის დარტყმის მკვეთრი ხმა მოისმა. ბარმენმა და მეგრემ გაკვირვებით მოიხედეს. ერთ-ერთმა გარსონმა, რომელიც არც კი შეეცადა ღარიბი მუშტრისადმი თავისი სიძულვილის დამალვას, ადგილიდან აუდგომლად გადასძახა:
– მაწონი და ნაღებიანი ყავა? სამი და ერთ-ნახევარი, სულ ოთხი ფრანკი და ორმოცდაათი ღირს.
– მაპატიეთ, ჯერ არ დამიმთავრებია. შავხიზილალიანი სანდვიჩები მომიტანეთ! – წითურის ხმა წყნარად ჟღერდა, მეგრემ სარკეში დაინახა მისი ნახევრად დახუჭული დამცინავი თვალები. ბარმენი სარკმელთან მივიდა:
– ერთი სენდვიჩი შავი ხიზილალით!
– არა, სამი, – შეუსწორა წითურმა. – სამი სენდვიჩი შავი ხიზილალით!
ბარმენმა უნდობლად გადახედა მუშტარს და გესლიანად შეეკითხა:
– რუსული არაყიც გნებავთ? რასაკვირველია, არაყიც.
მეგრე ცდილობდა, გაეგო, თუ რა მოხდა. წითურს ვეღარ იცნობდით, მისი უმოძრაობისაგან კვალიც არ დარჩენილიყო.
– სიგარეტიც მომიტანეთ! – დაიძახა მან.
– „მერილენდი“?
– არა, „აბდულა“.
მან სიგარეტს მოუკიდა და არყისა და სენდვიჩების მოლოდინში სიგარეტის კოლოფზე რაღაცის ხატვას შეუდგა. როდესაც შეკვეთა მოართვეს, მან იგი ისე სწრაფად გადასანსლა, რომ გარსონმა თავის ადგილამდე მოსვლაც კი ვერ მოასწრო. წითურთმიანი წამოდგა.
– ოცდაათი ფრანკი – სენდვიჩები, – ითვლიდა გარსონი, – თორმეტი ფრანკი – არაყი, ოცდაორი – სიგარეტი. ამას მივუმატოთ ოთხი და ორმოცდაათი – ყავისა და მაწვნის ფასი...
– მე მგონი, ამას ხვალ გადაგიხდით.
მეგრე მოიღუშა. თავისი ადგილიდან იგი კარგად ხედავდა ჟოზეფ ერტენს, რომელიც ისევ სკამზე იჯდა.
– მოიცადეთ! თქვენ ამის შესახებ დირექტორისთვის მოგიხდებათ მოხსენება! წითურთმიანმა თავი დაუკრა, დაჯდა და ელოდებოდა, გამოჩნდა სმოკინგში გამოწყობილი დირექტორ–განმკარგულებელი.
– რაშია საქმე?
– ამ ბატონს ხვალ სურს ვალის გადახდა. სამი სენდვიჩი ხიზილალით, სიგარეტი „აბდულა“ და სხვა... სულ სამოცდარვა ფრანკი და ორმოცდაათი. წითურთმიანი დარცხვენილი როდი ჩანდა. მან კვლავ თავი დაუკრა, თითქოს გარსონის ნათქვამს ამოწმებსო. თვალები დამცინავად უციმციმებდა.
– თან არა გაქვთ ფული? – არც ერთი სანტიმი.
– ამ უბანში ცხოვრობთ? შემიძლია, შიკრიკი გამოგაყოლოთ.
– რა საჭიროა? არც სახლში მაქვს ფული.
– და თქვენ შავი ხიზილალა მოითხოვეთ? – დირექტორ-განმკარგულებელმა ტაში შემოჰკრა.
მაშინვე უნიფორმაში გამოწყობილმა ბიჭუნამ მოირბინა.
– მოიყვანე პოლიციელი!
ყველაფერი წყნარად, აყალმაყალის გარეშე ხდებოდა.
– დარწმუნებული ხართ, რომ ფული არა გაქვთ?
– მე უკვე გითხარით...
გაიგონა თუ არა ეს, შიკრიკი მაშინვე გაიქცა, მეგრე ადგილიდან არ იძვროდა. დირექტორი ფანჯარასთან იდგა და მონპარნასის ბულვარზე მიმავალ ბრბოს გულგრილად გასცქეროდა. ბარმენი ბოთლებს ალაგებდა და მეგრეს ეშმაკურად გადახედავდა ხოლმე. სამი წუთიც არ გასულა, რომ შიკრიკი დაბრუნდა. ორი პოლიციელი, რომლებმაც თავისი ველოსიპედები ქუჩაში დატოვეს, ფეხდაფეხ შემოჰყვნენ ბარში. ერთ–ერთმა მათგანმა იცნო კომისარი და მისკენ წამოსვლა დააპირა, მაგრამ მეგრემ გაფრთხილების ნიშნად თითი ასწია. დირექტორ–განმკარგულებელი კი ამ დროს ლაკონიურად და გულგრილად ამბობდა:
– ამ ბატონმა შავი ხიზილალა, ძვირფასი სიგარეტი და კიდევ ზოგი რამ დაგვიკვეთა, ახლა კი ფულის გადახდაზე უარს ამბობს.
– ფული არა მაქვს, – გაიმეორა წითურთმიანმა.
– მაშ ასე. ყოველივე ამას პოლიციაში აგვიხსნით. მოგვყევით – თქვა პოლიციელმა, რომელიც მეგრეს ნიშანს დაემორჩილა.
დაპატიმრებულმა ახალ სიგარეტს მოუკიდა და გამომშვიდობების ნიშნად მეგობრულად დაუქნია ხელი ბარმენს. მეგრეს რომ ჩაუარა, მასზე მძიმე მზერა შეაჩერა.
– გადაადგით ნაბიჯი, ცოცხლად! აბა, აყალმაყალის გარეშე! წითურთმიანი და პოლიციელები ქუჩაში გავიდნენ. დირექტორ-განმკარგულებელი დახლთან მივიდა.
– ყური მიგდე, ბობ, ეგ არ იყო, ამას წინათ რომ გაიყვანეს აქედან?
– ეგ იყო! – დაუდასტურა ბარმენმა.
– დილის რვა საათიდან საღამოს რვა საათამდე ზის ჩვენთან.... და მთელი დღის განმავლობაში, ჩვეულებრივ, ორ ნაღებიან ყავას დაგვიკვეთს ხოლმე. მეგრე ბარის კართან მივიდა და დაინახა, თუ როგორ წამოხტა ჟოზეფ ერტენი თავისი ადგილიდან და გაშეშდა. იგი თვალს არ აცილებდა პოლიციელებს, რომლებსაც ხიზილალის მოყვარული მიჰყავდათ. მისი სახის დანახვა მეგრემ ვერ შეძლო. ბინდი სწრაფად სქელდებოდა. როდესაც პოლიციელები და წითურთმიანი იქაურობას ასი ნაბიჯით დასცილდნენ, ერტენი შემოტრიალდა და სხვა მიმართულებით წავიდა. ბრიგადირი ლიუკასი მას ოდნავ მოშორებით გაჰყვა.

გაიგონა თუ არა ეს, შიკრიკი მაშინვე გაიქცა, მეგრე ადგილიდან არ იძვროდა. დირექტორი ფანჯარასთან იდგა და მონპარნასის ბულვარზე მიმავალ ბრბოს გულგრილად გასცქეროდა. ბარმენი ბოთლებს ალაგებდა და მეგრეს ეშმაკურად გადახედავდა ხოლმე. სამი წუთიც არ გასულა, რომ შიკრიკი დაბრუნდა. ორი პოლიციელი, რომლებმაც თავისი ველოსიპედები ქუჩაში დატოვეს, ფეხდაფეხ შემოჰყვნენ ბარში. ერთ–ერთმა მათგანმა იცნო კომისარი და მისკენ წამოსვლა დააპირა, მაგრამ მეგრემ გაფრთხილების ნიშნად თითი ასწია. დირექტორ–განმკარგულებელი კი ამ დროს ლაკონურად და გულგრილად ამბობდა:
– ამ ბატონმა შავი ხიზილალა, ძვირფასი სიგარეტი და კიდევ ზოგი რამ დაგვიკვეთა, ახლა კი ფულის გადახდაზე უარს ამბობს.
– ფული არა მაქვს, – გაიმეორა წითურთმიანმა.
– მაშ ასე. ყოველივე ამას პოლიციაში აგვიხსნით. მოგვყევით – თქვა პოლიციელმა, რომელიც მეგრეს ნიშანს დაემორჩილა.
დაპატიმრებულმა ახალ სიგარეტს მოუკიდა და გამომშვიდობების ნიშნად მეგობრულად დაუქნია ხელი ბარმენს. მეგრეს რომ ჩაუარა, მასზე მძიმე მზერა შეაჩერა.
– გადაადგით ნაბიჯი, ცოცხლად! აბა, აყალმაყალის გარეშე! წითურთმიანი და პოლიციელები ქუჩაში გავიდნენ. დირექტორ-განმკარგულებელი დახლთან მივიდა.
– ყური მიგდე, ბობ, ეგ არ იყო, ამას წინათ რომ გაიყვანეს აქედან?
– ეგ იყო! – დაუდასტურა ბარმენმა.
– დილის რვა საათიდან საღამოს რვა საათამდე ზის ჩვენთან.... და მთელი დღის განმავლობაში, ჩვეულებრივ, ორ ნაღებიან ყავას დაგვიკვეთს ხოლმე. მეგრე ბარის კართან მივიდა და დაინახა, თუ როგორ წამოხტა ჟოზეფ ერტენი თავისი ადგილიდან და გაშეშდა. იგი თვალს არ აცილებდა პოლიციელებს, რომლებსაც ხიზილალის მოყვარული მიჰყავდათ. მისი სახის დანახვა მეგრემ ვერ შეძლო. ბინდი სწრაფად სქელდებოდა. როდესაც პოლიციელები და წითურთმიანი იქაურობას ასი ნაბიჯით დასცილდნენ, ერტენი შემოტრიალდა და სხვა მიმართულებით წავიდა. ბრიგადირი ლიუკასი მას ოდნავ მოშორებით გაჰყვა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
თარგმნა ნინო წულუკიძემ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...