ნაცნობი სიტყვების უცნობი განმარტებები
ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 20.10, 2023 წელი
აკუმი – ქალაბიჭა, ჰერმოფროდიტი; სხვა განმარტებით ხროვა, გროვა, ზვინი.
ალაფი – საკვები; მეფქვილე; ამჟამად: ბრძოლის დროს მოპოვებული ავლადიდება.
ამბოხი – ა) დაუწმენდელი მაჭარი; ბ) ბრბო; ამჟამად: შფოთი, არეულობა; ხალხის საპროტესტო გამოსვლა.
ათაბაგობა – მამობილობა; ან – მთავრობა.
ბაგა – ახალი ვენახი.
ბელადი – მატარებელი (ვინც ატარებს), გამარჯვებული, მხედარი, რაინდი.
გაგა – მკვახე ლეღვი.
დაქადნება – კვეხნა; დაყვედრება; ამჟამად: დამუქრება.
დია – ქალი; სხვა განმარტებით: პლანეტა, ზევსი.
ვარია – მძიმე [,] (სასვენი ნიშანი); მომცრო ზომის სადღვებელი.
ვარჯიში – გაზეპირება, გამეორება.
ვაფლი – კუპატი.
ღლაპი (იგივე ლაპი) – ახალგამოჩეკილი, უბალნო მართვე ან ახალდაბადებული უბეწვო წრუწუნა.
ყავაჩი – ყავის დამსხმელი.
შერიფი – წარჩინებული.
ჩათლახი – დამპალი ნესვი (დავით ჩუბინიშვილი).
ჩაკარაბაკება – ჩახევა.
ჩაკუკება – ჩაკუზვა.
ჩალხანა – პატარა ქვაბი.
ცქმუტური – ზღმარტლი.
ძაძა – უხეში ქსოვილისგან შეკერილი სამოსი. ამჟამად: სამგლოვიარო (შავი) ტანსაცმელი.
ძეწნა (იგივე ძენწი) – ტირიფი.
წარამარა – „უთავბოლო ლაპარაკი“; ან – „უთავბოლო მოუბარი, ცუდი მოტარტარე“ (ნ.ჩუბინაშვილი). ამჟამად: ყოველ წამს, ძალიან ხშირად.
ჭაბუკი – ა) მამაცი; ბ) გმირი. ამჟამად: ახალგაზრდა ვაჟი;
უჭაბუკესი – უმცროსი.
ჭანარი (თევზის სახეობა) – კობრი, გოჭა.
ჭარმაგი – ა) თეთრზე შავად დაწინწკლული ბეწვეული; ბ) ნაცრისფერი; ამჟამად: ხანდაზმული ადამიანი, რომელიც ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად გამოიყურება.
ჭარმაგული – მართებული.
ჭურჭელი (ძველი ფორმით – ჭურჭერი) – განძი, საჩუქარი.
ჭყაპუნა – ოყნა.
ხალხი – მდაბიო ადამიანები.
ხარაბუზი – ცხენის მსგავსი ნადირი (ჟირაფი, ირემი, ზებრა).
ხარვეზი – ხნულში დარჩენილი კორდი; ამჟამად: ნაკლი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





