რომანი და დეტექტივი

მტაცებელთა პლანეტა

№45

ავტორი: სოსო ჯაჯანიძე 20:00 20.11, 2021 წელი

მტაცებელთა პლანეტა
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #30-44(1088)

მინას სახე აემღვრა ზიზღნარევად, მაუზერი გააძრო და ზაზას მიუშვირა:

– ბევრს ნუ ბაზრობ, ბიჭო, თორემ დაგადუღე ცხრა გრამი! საქმეა სერიოზული. გაჩერდები ერთი ღამე და წამოხვალ მერე. ტაკ შტო, ნი პიზდი, დავაი, საბირაი მანატკი, სუკა! – უთხრა და იარაღის ტარი ჩაცხო თავში.

ზაზამ თავში იტაცა ხელი, შიშით ატანილი ხმით მიუგო:

– კარგი, ხო, წამოვალ. რაღაზე მირტყამ?

სახლიდან გამოსულმა ზაზამ კიბეებთან მდგარი მანქანა შენიშნა. მის გვერდით ორი ჭაბუკი იდგა. ზაზამ თვალი მოავლო ეზოს, კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. ამ დროს ფერდში იარაღის მირტყმა იგრძნო, მინამ მიმართა კბილებში გაცრილად:

– დროზე დაეშვი, ბიჭო, ბოზურად ნუ აცეცებ მაგ თვალებს აქეთ–იქით!

ზაზა მანქანაში ჩასვეს, თვალები აუხვიეს და სწრაფი სვლით მინას ოფისისკენ გაეშურნენ.

ეს ოფისი ვარანცოვის ერთ-ერთ მიყრუებულ ქუჩაზე მდებარეობდა. ზაზა შიგნით შეიყვანეს და თვალები აუხსნეს. სამაგიეროდ ხელ–ფეხი შეუკრეს და პატარა ბნელ ოთახში შეაგდეს. ერთადერთი ფანჯარა რკინის გისოსით ჰქონდა შემორაგული.

მისი იქ მიყვანიდან ათიოდე წუთში მინასთან ვიღაც მოვიდა. მან ყველა რაზმელი დაითხოვა და მასთან მარტო დარჩა. მართალია, დაბალ ხმაზე საუბრობდნენ, მაგრამ შიშით ასმაგად გაფაციცებულ ზაზას მაინც ყოველივე ეყურებოდა.

– ჰა და, როგორ არი საქმე? – ჰკითხა მოსულმა მინას.

– ავიყვანე ის ბარიგა, ვიზეც გებაზრე. აგერა მყავს უკანა ოთახში, ვერსად წამივა, – მიუგო მინამ.

– ხო იცი, მინა, ყველაფერი ისე უნდა მოგვარდეს, რომ არც შენ და არც ჩვენ ამ ამბავში არ უნდა გამოვჩნდეთ. მაგ ბარიგაზე უნდა გადატყდეს ჯოხი, – გააფრთხილა სტუმარმა.

მინას გაღიზიანება დაეტყო:

– მე თვითონ არ გითხარი, ტო, ისე მოვაწყობ-მეთქი საქმეს, რომ ტავარის შენახვა ამასთან გახდება საჭირო. რომ მივალთ, ეს სახლში არ დაგვიხვდება. კნიაზასთან კიდე, ფაიზაღი ვიცი, არავინ არ არი სახლში, ზაგრანკაში არიან დედამისი და მაგის და წასულები. იასნია, თვითონ შემოგვთავაზებს ფაქტის თავისთან დადებას. დალშე კი უკვე, დელა ტეხნიკი, თქვენ უნდა მოაყომაროთ ამ ამბის ძაღლებამდე მიტანა.

– კი, ძმა, ყველაფერი კარგადა გაქვს მოფიქრებული. მაგრამ მაინც გულზე მეთანაღრება რა, სამასი ათას დოლარს ვკარგავთ!

მინამ აგდებული ტონით მიუგო:

– ფიდელ კასტრომ თხუთმეტი კაცით კუბაში ვლასტი როგორ აიღო, იცი?

– როგორ? – მართლა დაინტერესდა საუბრის თემის უცაბედი შეცვლით სტუმარი.

– როგორ და, იმ თხუთმეტიდან ერთ-ერთი ჩეგევარა ჰყავდა. ეგ კნიაზა კიდე ცხრა ჩეგევარას უდრის, დამიჯერე. სამასი ათასი დოლარი კია კაი ფული, მარა, ზატო ზვიადას მაგარ ძალას ვაცლით ხელიდან. შენც ხო იცი, კნიაზას რა მაგარი სასტავი ჰყავს?.. „კაგებეს“ ეგ კარგად გეცოდინებათ. მაგის გარეშე კი ეგ კამანდა ხუხულასავით დაიშლება.

– თავისი ძმაკაცი რო ჰყავს მოადგილედ, თქვენი უბნელი ბეყე, მაგას რას უშვებით? – დაინტერესდა სტუმარი.

მინას დამცინავად ჩაეცინა:

– მთავარი კნიაზაა, ძმა, სტოსი მაგას მიჰყავს. ბეყე კნიაზათი ქაჩავს, თორემ მაგის გარეშე ვერაფერს იზამს. პა ხოდუ, მაგ სასტავში ბევრი ჩემი ძველი პადდელნიკია. კნიაზას რო მოვიცილებთ, მერე მაგათ ჩვენთან გადმოქაჩვაზე მე ლიჩნად ვიჩალიჩებ. წამალი-მამალი, გულიანკა, ათასი საშაუალება გვაქვს, ბიჭები ჩვენთან ყოფნით რომ დავაინტერესოთ.

სტუმარი აშკარად კმაყოფილი ჩანდა:

– საღოლ მინა, მაგარ ჭირს გვაცილებ თავიდან. ზვიადასთან ეგეთი მასტის ხალხი მაგრა გაგვიჭირვებდა საქმეს. ყველაფერს გადავცემ, სადაც საჭიროა. ხო იცი, არ დაგეკარგება.

მინა გააცხარეს სტუმრის სიტყვებმა:

– დამეკარგება-არ დამეკარგება, ფეხებზე მკიდია მე ეგა! შენ ხომ იცი, საერთო საქმისთვის ვაკეთებ ამას?!

სტუმარმა დაუყვავა:

– ვიცი, ვიცი, მაგარი ჯიგარი ხარ მინა-ჯან! – ეს თქვა და წამოდგა. მინაც აჰყვა.

– ამ ბარიგას რაღას უპირებ? – ჰკითხა სტუმარმა გასვლის წინ.

მინას ბოროტად ჩაეღიმა:

– რას ვუპირებ და, როგორც ვთქვით, მაგაზე გადავტეხავ ჯოხს. სახლში არ დაგვიხვდება, ეს პიდარასტი, და მაგის ბრალი იქნება კნიაზას დაჭერა, აბა ვისი ბრალი იქნება? რო მორჩება ყველაფერი, მერე გავტრუპავ და კნიაზას ძმაკაცებს მივუგდებ, ვნახე და დავბრიდე-მეთქი!

– ჰო, ეგრე ჯობია, მოიცილე თავიდან, – დაუდასტურა სტუმარმა და კარი გაიხურა.

მოსაღამოვებულზე, მინამ თავისი სამი რაზმელი დატოვა ზაზას სადარაჯოდ. წასვლის წინ დაუბარა:

– ამას ყურადღება მიაქციეთ. შიგადაშიგ შეხედეთ ხოლმე, რას შვება!

ერთ-ერთს ჩაეცინა:

– მაგან რაღა უნდა ქნას, ტო, ხელ–ფეხი შეკრული აქვს. ფანჯარასაც იმხელა გისოსები უყენია. ჩიტი ხო არ არი, რო გაფრინდეს.

მინა გაცხარდა:

– ე, ვასია, შენ რასაც გეუბნები, ის გააკეთე, ბიჭო, რა ბევრს ბაზრობ! ფხიზლად იყავით-მეთქი, არ დაიწყოთ ეხლა აქ პიანკები და ათასი უბედურება. რომელიმეს თუ ძილი მოგერევათ, ერთმა დაიძინოს, ორმა კი ყურადღება მიაქციოს. გაიგეთ?!

სამთავემ თავი დაუქნია, მინა კი თავისი კაცური ნამუსის დასამარხად გაეშურა.

სიკვდილის მოლოდინის შიშით დაზაფრულ ზაზას შუაღამემდე იმ სამთა უწმაწური ლაყბობა და უგვანი სიცილ-ხორხოცი ესმოდა, თან თავის გადარჩენის საშუალებას იაზრებდა. ღამის სამი საათი იქნებოდა, ყველანი დათქმულებივით ერთბაშად მიწყნარდნენ. ცოტა ხანს დაელოდა ზაზა, შემდეგ უჩუმრად გადმოგორდა ტახტიდან და წინასწარ მონიშნული მონატეხი შუშით თოკი გადაჭრა, ხელ–ფეხი შეიხსნა. გაფაციცებული შეუდგა რაიმე საგნის მოძიებას, რითაც გისოსებს შეხსნიდა. ბედად მალევე მოძებნა რკინის რაღაც ბრტყელი ნაჭერი. გისოსების სამაგრები ახსნა და გაიპარა.

ღამე ნათესავთან გაატარა ზაზამ. დილაადრიან კი მანქანა აიყვანა და მეუღლესთან ჩავიდა სოფელში. იმავე დღეს ტელევიზორის საშუალებით შეიტყო ნუგზარის დაკავების ამბავი. ყოველივეს უმალ მიხვდა. ისიც კარგად გაიაზრა, რომ მინა მის ძებნას შეუდგებოდა და, თუ იპოვიდა, აუცილებლად სიცოცხლეს გამოასალმებდა. ამიტომ ცოლთან ერთად იმავე დღეს რუსეთში გაემგზავრა.

სამი თვის განმავლობაში თავის სინდისს ებრძოდა ზაზა, შიშით დათრგუნული. ბოლოს დაჯაბნა უგვანო შიში, ყალბი საბუთებით თბილისში ჩამოვიდა და იმავე დღეს შალვა ნახა.

VIII თავი: ძმათა მკვლელი

ზაზას მონათხრობმა თავზარი დასცა თამაზს. ქვად ქცეული სიტყვას ვერ ძრავდა. შალვას შეძახილმა გამოაფხიზლა ბოლოს:

– თამაზ, თამაზ, აზრზე მოდი, ბიჭო!

თამაზი გამოერკვა, ისე შეხედა შალვას, თითქოს პირველად ხედავსო:

– ჰა, რა არი?

შალვამ გაცხარებით მიმართა:

– რაღა რა არი, თამაზ, ძმაკაცი დაგვიღუპა მინა გოშთელიანმა, მაგ ნაბოზარმა! ციხეში მოხვედრაზე არ ვბაზრობ, კაცო, ციხისთვის ჩვენ ყველანი მზადა ვართ! პროსტა, მუქთა სროკზე გაუშვა, ბიჭი. თან, რა დროს, ნინიკო უნდა მოეყვანა ორ კვირაში ცოლად. ვერ გაიგე, რა მოყვა კუპიმ? თურმე, წინასწარ სცოდნია, მაგ ახვარს, რომ ნანული დეიდა და ლიკა ზაგრანკაში იყვნენ წასულები. ზაზაც სპეციალურად მოტეხა იმ ღამეს სახლიდან, რო ნუგზარას ფაქტი თავისთან დაედო, მერე კი ძაღლებს აეყვანათ!

თამაზი, თითქოს რეალობას ეკამათებაო, ისე შეღაღადა შალვას:

– ეგ როგორ, ტო, ეგ როგორ გააკეთა? რატომ გააკეთა?!

შალვამ ხელი აიქნია, გაბრაზებით მიუგო:

– შენ რა, ბიჭო, ტყუილად იჯექი აქა, არ მოისმინე, რა ილაპარაკა ზაზამ?! „კაგებეს“ შეეკრა ეგ ნაბოზარი, ზვიადას მტრებს, ჩვენი საძმო რომ გაეფარჩაკებინათ. და ეგრეცაა. ნუგზარას გარეშე დაიშალა სასტავი, ორმოცი კაციდან თორმეტიღა დავრჩით, ყველა სადღაც წავიდ–წამოვიდა. სვანეთის უბნელების და კუკიელების სასტავი კიდე მთლიანად მინასთან გადავიდნენ. აი, რატომ გააკეთა! პა ხოდუ, სანამ ზაზას ვნახავდი, ნინიკო მოვიდა ჩემთან და მომიყვა: ნუგზარას დაჭერამდე რამდენიმე დღით ადრე მინა იყოო მოსული, ნუგზარაზე იმუქრებოდაო. გუმანით ვგრძნობო, რომ ნუგზარის ციხეში მოხვედრა მაგის ხრიკებიაო, მაგან დაუგო მახეო. ჩვენზე ადრე მიხვდა გოგო. ახლა გაიგე, რაშიც არი საქმე? ნუგზარას ციხეში წასვლით ორი კურდღელი დაიჭირა, მაგ ახვარმა. ერთი – ჩვენი საძმო გაანეიტრალა და მეორე – ნინიკოზე ჩალიჩობს. ნინომ მითხრა, იმიტომ გაგებინებთ ამ ამბავს, რომ გული ცუდს მიგრძნობს, თქვენც რამე არ გიხიმანდროთ, მაგ არაკაცმაო. თან, მეც უკვე მეტის ატანა აღარ შემიძლიაო. რაც ნუგო დაიჭირეს, იმის მერე აღარ მასვენებს, გასაქანს არ მაძლევსო. თურმე ყოველდღე ურეკავს გოგოს და ეუბნება: სხვა გზა არა გაქვს, შენ მაინც ჩემი უნდა გახდე, თორემ ოჯახს ამოგიწყვიტავო. მაგარი შეშინებულია ნინიკო, სახლიდან ვერ გამოვსულვარ, რაღაც მანქანა სულ კუდში დამდევსო.

თამაზმა ხელები აიტაცა თავზე, გაცხარებით შესძახა:

– ვახ, ჩემი, ეს ვინ ყოფილა, ტო!

– ვინ ყოფილა და ნაბოზარი ყოფილა, ეგ არაკაცი, ბოზური სულის მატარებელი პიროვნება! თავიდანვე არ მევასა. სულ ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ძმობას ზეხერად გვეფიცებოდა და მარტო ვიგოდა უნდოდა ჩვენგან. ჩვენ ძმობაშიც განხეთქილება იმენნა მაგან შემოიტანა. კაროჩე, შენი არ ვიცი და მე სადაც შემხვდება, იქ დავბრიდავ მაგ ნაბოზარს, მე მაგას ცოცხალს ამ ქვეყანაზე არ ვატარებ!

იმავ წამს კარებზე ძლიერი დარტყმის ხმა გაისმა და გრუხუნით შემოიმტვრა. კარმორღვეულ ოთახში მინა შემოიჭრა ექვს შეიარაღებულ ჭაბუკთან ერთად. ორ–ორნი მიეჭრნენ სამივეს და ავტომატის ლულები მიუშვირეს მიჯრით. თავად მინას „სტეჩკინი“ ეკავა.

ბიჭები მოულოდნელობისგან გახევდნენ. მინას კი სახეზე ავდამცინავი ღიმილი დასთამაშებდა, თვალებმოწურული ზვერავდა სამივეს. ბოლოს ზაზას მიმართა:

– ვა, კუპი-პრადაი, გამოჩნდი, შე ნაბოზარო?! სად იყავი აქამდე, ტო, მაგრად მომენატრე!

ზაზა სავარძელზე წამოიწია, ზიზღიანი ხმით მიაძახა:

– კიდე მე მეძახი ნაბოზარს, შე მართლა ნაბოზარო! შენი ჩაშვებულია კნიაზა. საკუთარ ძმაკაცებს აჭერინებ, შე პრასტიტუტკა, შე, ლეგავის სტუკაჩო!

მინას ბოროტად ჩაეცინა და ტყვიის ჯერი მიუშვა ზაზას. იგი დაიკლაკნა, ახრიალდა, ძლივს ამოთქვა სულთან მბრძოლმა:

– ახია ჩემზე, მაშინვე უნდა მეთქვა ბიჭებისათვის ყველაფერი!

მინამ შესაძაგად გადაიხარხარა, თამაზს მიუტრიალდა:

– შეხე, თამაზიკო, აღსარებას ამბობს, ეს პიდარასტი! მღვდელი ხომ არ მოვუყვანოთ, მგონი, დედა ეტ...ბა, ამ პრაშმანდოვკას!

თამაზი არ გაეპასუხა, ზაზასთან მივიდა და პულსი გაუსინჯა. იგი მკვდარი იყო. თამაზმა ყინულად ქცეული თვალები დაუხუჭა და თავად თვალთყინულ–ჩამდგარი მიუტრიალდა მინას, გაყინულივე ხმით ჰკითხა:

– საიდან გაიგე, აქ რომ ვიყავით?!

მინას ავად ჩაეღიმა. ტელეფონის ყურმილს დასწვდა და სასაუბრო მილი გახსნა. იქიდან მოსასმენი აპარატი ამოიღო და მაგიდაზე დააგდო. ეს უთხრა:

– ასეთივე მოსასმენებია გაკეთებული შენ და შალიკოს ტელეფონებში.

ამ სიტყვაზე შალვას მიუტრიალდა, სარკაზმით და ზიზღით სავსე ტონით მიმართა:

– შენ აპირებდი, ბიჭო, ჩემ დაბრედვას?!

შალვამ არც კი მიხედა, თითქოს კითხვაც არ გაუგიაო მისი, თამაზს მიმართა:

– ეგეთი უსტანოვკები მარტო ძაღლებსა აქვთ. ხო გითხარი, მენტების სუკაა–მეთქი ამის პრასტიტუტკა კეთილებს შ...ი! – ეს სთქვა და მკვეთრი მოძრაობით ნაგანი გაიძრო ქამრიდან. მინამ ახლა მას მიუშვა მკერდში ტყვიის ჯერი.

ტყვიამ გული გაუპო შალვას, ადგილზე გააქვავა შურისძიებით ანთებული.

– არა! – განწირული ხმით წამოიყვირა თამაზმა და მინასკენ გაექანა თვალებაელვებული.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი