რომანი და დეტექტივი

ხაფანგი

№34

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 03.09, 2021 წელი

ხაფანგი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #33(1077)

***

31 ოქტომბრიდან მოყოლებული, გოდერძი რატიანი მეთოდურად, თანამიმდევრულად ახორციელებდა ლია გუგუშვილის დირექტივებს. მით უმეტეს, რომ კარგად იცნობდა თეა შალამბერიძეს. ამგვარად, გოდერძიმ თანდათან მოახერხა „ურიას“ ცოლის „კონდიციამდე“ მიყვანა და მხოლოდ მასთან ინტიმიღა რჩებდა. „გენერალური გეგმის“ მიხედვით, კულმინაცია 31 დეკემბერს უნდა დამდგარიყო. „ურიას“ მიერ მოწყობილ კორპორაციულ კარნავალში მთელი ჰოლდინგი მონაწილეობდა. თანამშრომლები დილამდე „გულაობდნენ“ და ეს „სიქას“ ურყევი ტრადიცია იყო. და, მართლაც შუა „გულაობის“ დროს, როდესაც მთელი კოლექტივი გვარიანად იყო შეზარხოშებული და მხიარულობდნენ, გოდერძიმ აღგზნებული თეა ერთ პატარა კაბინეტში შეიტყუა. ოთახში კი უკვე თანამედროვე გადამღები მოწყობილობა იყო დაყენებული, რომელიც ხმებსაც აფიქსირებდა. ისინი თავად გოდერძიმ დაამონტაჟა. იმ დღის შემდეგ თეასა და გოდერძის ურთიერთობები საგრძნობლად გახშირდა და გაღრმავდა. გოდერძი და თეა სხვადასხვა ადგილზე ხვდებოდნენ ერთმანეთს და რა თქმა უნდა, ყველგან ვიდეოთვალი იყო დამონტაჟებული. ამგვარად ლია გუგუშვილს იმდენი სექსმასალა დაუგროვდა, რომ მრავალსერიან პორნოფილმს დაამონტაჟებდა. ყველაფერი ეს მან ფლეშკაზე გადაიტანა. ორი ასლი გადაიღო. ერთ დღეს კი თეასთან მიღებაზე ჩაეწერა და ძველ მეტოქეს კაბინეტში ესტუმრა. თეამ მედიდურად მიიღო ლია და ოფიციალური ტონით უთხრა:

– რა გნებავთ, ქალბატონო ლია, რისთვის შეწუხებულხართ?

ლიას ირონიულად გაეღიმა.

და თეას უთხრა:

– ძველი დრო მინდა, გავიხსენო და სადმე „დიშოვი“ კაფეში „მოვჯდეთ“.

– ძველი დრო წარსულში დარჩა და თუ სხვა საქმე არ გაქვს, დამტოვე. ბევრი ადამიანი მყავს მიღებაზე და შენთვის არ მცალია, – მედიდურად თქვა თეამ.

– და მე მაინც ჯიუტად გეპატიჟები „დიშოვი“ კაფეში. ნუ გეშინია, ფულს მე ვიხდი, – ირონიით თქვა ლიამ.

თეამ წინ გადმოიწია და კბილებში გამოცრა:

– თუ ფიქრობ, რომ წარსულით დამაშანტაჟებ, რაიმეს გამომრჩები ან მავნებ, ძალიან ცდები. ახლა კი ადექი და წადი.

– ძველი ძუკნობა იქით იყოს. მე შენთან ახალ-ახალი, ცხელ-ცხელი ისტორიებით დატვირთული მოვედი, – თქვა ლიამ. თეას ფლეშკა უჩვენა და დაამატა, – ახლა მე ამას დაგიტოვებ და კაფეში დაგელოდები. თვალი გადაავლე და იქ მოდი. მაგრამ კადრებმა არ გაგიტაცოს და დიდხანს არ მალოდინო.

ლიამ ფლეშკა მაგიდაზე დადო და კაბინეტიდან გავიდა. ერთი საათის მერე კი ძველი მეტოქეები ერთმანეთს უკვე „დიშოვი“ კაფეში შეხვდნენ და თეამ ლიას უთხრა:

– სანაცვლოდ რას მოითხოვ?

– მილიონ დოლარს, – მოკლედ მოუჭრა ლიამ თეას.

– შეუძლებელია. ამდენს ვერ ვიშოვი. შევეცდები, მილიონი ლარი „გავჩითო“, ისიც, თუ მოვახერხე, ამოილუღლუღა ფერმიხდილმა თეამ.

– თოჯინა, – ირონიით თქვა ლიამ, – ადრე შენ ვაჭრობა არ იცოდი და კლიენტებს ყოველთვის იაფად უთმობდი სხეულს. ახლა კი რა დაგემართა?

– მომისმინე, ლია, ვაღიარებ, რომ მაჯობე, „გადამიჯოკრე“. იმასაც ვაღიარებ, რომ შენთან მართალი არ ვიყავი, მაგრამ მიშას თითოეული ცენტი აქვს აღრიცხული და ამდენი ფული რომ ავიღო, „დავიწვები“, – ლუღლუღებდა გაფითრებული მილიარდერის ცოლი, რომელსაც ძველი მედიდურობის ნატამალიც არ ეტყობოდა.

– მილიონ ლარს საიდანღა მოიტან? – ჰკითხა ლიამ.

– ერთი აზრი მაქვს თავში და ვფიქრობ, გამომივა, – მიუგო თეამ. ლია კი ჩაეკითხა:

– რა აზრი, აბა, თქვი. გისმენ.

– ერთ ჩვენს ისრაელელ პარტნიორს ვესესხები და ოფშორში, კერძოდ, პანამაში გადავრიცხავ უსახელო ანგარიშზე. შენ ან შენი ნდობით აღჭურვილი პირი კი წავა და გამოიტანს. მხოლოდ ანგარიშის ნომერი და სპეციალური კოდი იქნება საჭირო და მეტი არაფერი, – თქვა თეამ.

– ფულს რომ ისესხებ და არ დააბრუნებ? – თქვა ლიამ.

– „ურია“ დააბრუნებს, – მიუგო თეამ.

– „ურიას“ რას ეტყვი, ფული რაში მჭირდებოდაო?

– შენთვის სიურპრიზის გაკეთება მინდოდა. „აფრიკელი“ შემპირდა ახალ ჰუმანიტარულ ხაზს ვჭრი და ფული მჭირდება, მოგება კი ორმაგი იქნებაო. მე ვენდე და იმან კი – გადამაგდო-მეთქი.

– „აფრიკელი“ ვინღაა ან ჰუმანიტარული ხაზის გაჭრა რას ნიშნავს?

– „აფრიკელი“ ერთი რუსი აფერისტია. ჰუმანიტარული ორგანიზაციებიდან ღარიბ აფრიკულ ქვეყნებში დახმარება ჩააქვს და ცოტას იქ ტოვებს, დანარჩენს კი სხვადასხვა ქვეყანაში ყიდის. დიდ ფულს აკეთებს; ორი დღე ჩვენთან სტუმრობდა და გუშინ გაემგზავრა.

– მერე და „ურია“ იმ „აფრიკელს“ არ ჰკითხავს მილიონის შესახებ.

– „აფრიკელს“ ხუთ დღეში მოკლავენ. დიდი ფული „აუხევია“ ჩვენი პარტნიორებისთვის და მოსკოვში უნდა „გააგორონ“. შემთხვევით გავიგე ეს ამბავი. „ურიას“ ის დაზარალებული ელაპარაკებოდა სუფრასთან და არ იცოდნენ, რომ მე საძინებელში ვიყავი. ასე რომ, სუფთად გამოვალ ამ საქმიდან და შენ და შენი ქმარიც კმაყოფილები იქნებით და მეც. მოკლედ, მოვილაპარაკეთ. დღეს 29 სექტემბერია. პირველ ოქტომბრამდე უნდა იჩალიჩოთ ყველაფერი და ამაღამვე ვინმე პანამაში უნდა გაემგზავროს. აი, აქ კი 10 ათასი დოლარია და პანამის ავიაბილეთების ჯავშანი. მე კი წავედი.

***

– აბა, დავიწყოთ თათბირი, – ირონიულად გაიმეორა „ურიამ“, თეას მიაპყრო მზერა და უთხრა:

– ძვირფასო ცოლო, ფული შენ არ გაკლია და კარგი ცხოვრება. მართალია, ცოტა ასაკში ვარ, მაგრამ კაცადაც ვერ დამიწუნებ და რა ეშმაკი შეგიჩნდა, რომ აქამდე მიხვედი?

თეა სახეწამოჭარხლებული, თავჩაღუნული იჯდა და სიმწრის ოფლი სდიოდა. „ურია“ კი ამბობდა:

– „გოიმი“ ხარ და ამაშია საქმე. „გოიმობაში“ შენს სოფლელობას არ ვგულისხმობ, არამედ იმ პროვინციულ აზროვნებასა და მანკიერ, თავის დამღუპველ სოფლურ „ჟილკას“, რომელიც შენსა და შენ მაგვარ ადამიანებს თან ახლავთ. ერთი თვეა, რაც გითვალთვალებთ და იცი, რატომ? იმიტომ, რომ თურმე, ოთხი წელია, მატყუებ, უშვილო ვარო და დავეჭვდი. ხომ გახსოვს, სამედიცინო შემოწმებაზე რომ გაგიშვი, ვითომდა მეშინოდა – გრიპი გადაგდე-მეთქი. სინამდვილეში სულ სხა ანალიზები აგიღე და დავრწმუნდი, რომ უშვილო არ ხარ და მატყუებდი. ესე იგი, ჩემთან მთავარი დამაკავშირებელი ძაფის გაბმა არ გინდოდა და ეს მრავალზე მეტყველებს. სწორედ, ამის მერე დაგაჯექი „კუდზე“ და შენს შეთქმულებაში კიდევ უფრო მეტი შეთქმულება აღმოვაჩინე. ისეთი, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ მქონდა. ყველაფერი გადაღებული მაქვს. გაანალიზებული და იქით „გაგიჩალიჩეთ“.

– რა „გამიჩალიჩე“? – წამოიძახა შეშინებულმა თეამ.

– ოჰ, ქალბატონო, ხმაც ამოიღე, ხომ? – ირონიით თქვა „ურიამ“ და დააყოლა, – გაგიჩალიჩეთ. ანუ, აღმოვაჩინე „გოიმების“ ბანდა, ვისაც თურმე, ჩემთვის მილიონი დოლარის „ახევა“ სურს. მაგრამ „ამხევებსაც“ სხვა „ამხევი“ ჰყავს და ამის შესახებ მხოლოდ მან იცის.

ლიამ ამ სიტყვების მერე მკვეთრად მზერა ესროლა მაგიდასთან მჯდომ 35 წლის გაიოზ შონიას, რომელსაც ჰოლდინგში უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა, ძველი კარატისტი იყო, ადრე პოლიციაში მსახურობდა და სამსახურიდან ინტრიგნობის გამო გამოუშვეს. „ურიამ“ კი ის სამსახურში მიიღო.

შონიამ ლიას მზერას თავი აარიდა, „ურიას“ ამ პასაჟზე ირონიულად გაეღიმა და განაგრძო:

– სწორი მიგნება იყო, ქალბატონო ლია, – „ურიამ“ გაიოზზე მიუთითა ქალს და დაამატა, – დიახ, ჩემო ლიაკო, ვიცი, რომ გაიოზმა მოიფიქრა ჩემი „გაწეწვის“ გეგმა და შენ კი შენს ძვირფას მეუღლეს შეასრულებინე, მაგრამ საქმე ისაა, რომ გაიოზი აპირებდა მთელი ფულის „დათრევას“ და უცხოეთში გაქცევას. გაგიკვირდება, ალბათ, რომ აქ დაინახე. ახლა ხომ ხვდები, რომ პანამაში გამგზავრება მე ჩავუშალე და ფეხი არ ჩაუვიდა ამ თაღლითობაში?

– ვხვდები, – ამოიხვნეშა ლიამ.

„ურია“ კი ისევ თეას მიუბრუნდა:

– ახლა კი რაც შეეხება „აფრიკელის“ მოკვლას, რომელიც ვითომ ხვალ უნდა განხორციელდეს. მიხვდი, ალბათ, რომ შემოგდებული „პონტია“. ვიცოდი, რომ გვერდით ოთახში იმყოფებოდი და საქმიდან გამოსაძრომი სვლა რომ გქონოდა, ამიტომ მოვიგონე.

„ურიამ“ გოდერძი რატიანს შეხედა, უხმოდ ჩაიქნია ხელი და ყველას გასაგონად თქვა:

– ახლა კი საბოლოო პასეანსი დავაწყოთ და წერტილი დავსვათ. თეა შალამბერიძე გათავისუფლებულია ყველა წილიდან და დაკავებული პოსტიდან. რა თქმა უნდა, ჩემი ცოლობიდანაც და ის, თურმე, არც არასდროს ყოფილა ჩემი ცოლი. გათავისუფლებულები ხართ ჰოლდინგიდან დანარჩენი სამი წევრიც. აღარ დამენახვოთ არცერთი. თუმცა, მანამდე ბუღალტერიაში შეიარეთ და ორი თვის კომპენსაცია მიიღეთ „ვსიო“!, მორჩა თათბირი! მეჩქარება. „ბარსელონას“ თამაშზე უნდა გავფრინდე.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი