რჩევები

როგორ უნდა მიანიჭოთ წამწამებს იდეალური ფორმა

ავტორი: ანი რევია 15:04 17.11, 2020 წელი

წამწამების იდეალური
ფორმა
დაკოპირებულია

ლამაზი წამწამები საუკეთესოდ გამოკვეთს ადამიანის სახის ნაკვთებს. ამიტომ, გასწავლით, როგორ შესძინოთ მათ მოცულობა და სიგრძე მარტივად, სახლის პირობებში. 

* წამწამების ზრდის დასაჩქარებლად ყოველ საღამოს წაისვით წამწამებზე ქოქოსის ზეთი;
* წამწამების ასაპრეხი საშუალება დღეში მხოლოდ ერთხელ გამოიყენეთ. მისი ხშირი გამოყენება წამწამების ცვენას იწვევს;
* მწვანე ჩაის კომპრესები ხელს უწყობს წამწამების ზრდას;
* აირჩიეთ ტუში, რომელიც ფუტკრის ცვილსა და პანთენოლს შეიცავს. გამოცვალეთ ტუში 3 თვეში ერთხელ, რადგან მასში, უამრავი ბაქტერია იყრის თავს.
თუ გსურთ გქონდეთ ხშირი, ლამაზად აპრეხილი, გრძელი წამწამები, ხელოვნური დაგრძელების გარეშე:
* ტუშის ძველი, კარგად გარეცხილი ფუნჯით ან ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისით დაივარცხნეთ წამწამები შხაპის ყოველი მიღების შემდეგ;
* აბუსალათინის ზეთი შეიცავს რიცინოლის მჟავას, რომელიც თმის ფოლიკულში მოხვედრისას აძლიერებს სისხლის მიწოდებას და წამწამების სწრაფად ზრდას უწყობს ხელს. დაასველეთ ბამბის ტამპონი აბუსალათინის ზეთში და გაიკეთეთ თვალების მინი-კომპრესი ან წამწამებზე კარგად გასუფთავებული, აბუსალათინის ზეთში დასველებული ძველი ტუშის ჯაგრისი წაისვით. ორივე მეთოდი, ძალიან ეფექტურია;
* რეგულარულად წაისვით წამწამების სპეციალური შრატი. ეს კოსმეტიკური საშუალება პარფიუმერიის მაღაზიებში იყიდება და საკმაოდ იაფი ღირს. ყურადღება მიაქციეთ შემადგენლობას – ხარისხიანი და ეფექტური საშუალება უნდა შეიცავდეს ბისაბოლოლს, ჰიალურონის მჟავას ან პაპტიდებსა და ვიტამინებს;
* თუ წამწამების სპეციალურ მაშას იყენებთ, ყოველთვის აიპრიხეთ მისი მეშვეობით წამწამები ტუშის წასმამდე და არა შემდეგ. ასე წამწამებს ნაკლებად დააზიანებთ;
* ტუშის შეძენამდე დარწმუნდით, რომ მის შემადგენლობაში შედის ფუტკრის ცვილი და პანტენოლი. კიდევ უკეთესი იქნება, თუკი ტუშს ექნება წარწერა „დამატენიანებელი“ ან – წამწამების მკვებავი“;
* არ ჩამოიწმინდოთ ტუში ბამბის ტამპონით თვალის ერთი კუთხიდან მეორე კუთხის მიმართულებით, ჩამოიწმინდეთ თვალის მაკიაჟის მოსაცილებელ სითხეში დასველებული ბამბით წამწამების ზრდის მიმართულებით – ზემოდან ქვემოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი