რჩევები

„დეზონატორი“ – ვირუსებთან და ბაქტერიებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება

№47

ავტორი: ეთო ხურციძე 17:19 23.11, 2020 წელი

თეონა თაქთაქიშვილი tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კორონავირუსის პანდემიის პირობებში სარეკლამო კომპანია „ედვინგსმა“ პირველი ქართული, ლიცენზირებული ოზონატორის დანადგარი შექმნა, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი დახურული სივრცის დეზინფექციაა შესაძლებელი. დანადგარს „დეზონატორი“ ჰქვია, უკვე იყიდება და მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 

თეონა თაქთაქიშვილი (კომპანია „ედვინგსის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი): „ედვინგსი“ არის სარეკლამო საწარმო. პანდემიის საწყის ეტაპზე, როდესაც კოვიდის მიმართულებით მოგვიწია გადაწყობა, გაჩნდა იდეა, რომ შეგვექმნა განსხვავებული პროდუქტი, რომელიც ვირუსთან საბრძოლველად ბევრად ეფექტური იქნებოდა და არა ერთჯერადი. არჩევანი ოზონატორზე შევაჩერეთ, რადგან ოზონი 3 000-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ქლორი და სხვა დანარჩენი სადეზინფექციო საშუალებები. დანადგარს, რომელიც საქართველოში ამ მიმართულებით წარმოებული პირველი ლიცენზირებული პროდუქტია, „დეზონატორი“ დავარქვით. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც გასცემს ოზონზე მუშაობის ნებართვას, ლიცენზია უკრაინის აკრედიტებული ლაბორატორიის მეშვეობით მოვიპოვეთ. „დეზონატორი“ შექმნილია ყველანაირი სტანდარტის დაცვის მიხედვით, მას აქვს თავისი პასპორტი, ლიცენზია და სერტიფიკატი.
– როგორ გამოიყენება და რა განაპირობებს დანადგარის ეფექტურობას?
– ოზონი, უკვე მრავალი წელია, აქტიურად გამოიყენება დეზინფექციისთვის, სტერილიზაციისა და ჰაერის გაწმენდისთვის. არ საჭიროებს დამატებით შხამქიმიკატებს, არ ტოვებს ნარჩენს, რადგან ოზონი რამდენიმე საათში ისევ ჟანგაბადად გარდაიქმნება და შესაბამისად, ყველაზე უსაფრთხო დეზინფექტანტია. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ დახურულ სივრცეში. ის დეტოქსიკაციის საუკეთესო საშუალებაა. ეფექტურობას განაპირობებს ის, რომ ანადგურებს ყველაფერს – ვირუსს, ბაქტერიას, სოკოს... ამ ეტაპზე, პანდემიის პირობებში, კორონავირუსზეა გათვლილი, თუმცა სამომავლოდ შეიძლება, სხვა, ნებისმიერი არასასურველი ბაქტერიისა და ვირუსის გასანადგურებლადაც გამოვიყენოთ. გარდა ამისა, დანადგარს ძალიან ხშირად ითხოვენ ღვინის კომპანიები, რადგან მას იდეალურად შეუძლია ქვევრების დეზინფექცია.
– რამდენად არის რეკომენდებული დანადგარის გამოყენება საცხოვრებელ სახლებში?
– მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ დახურულ სივრცეში – როგორც სახლში, ასევე ოფისებსა და საწარმოებში. მე, პირადად, სახლისთვის ვიყენებ. ყველას შეუძლია, საკუთარი ბინისთვის შეიძინოს. მისი გამოყენების შემდეგ დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენი სახლი სრულიად დაცულია ვირუსებისგან.
– რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა „დეზონატორის“ გამოყენებისას და რამდენად უსაფრთხოა დანადგარი?
– აუცილებლად გასათვალისწინებელია ის, რომ როცა „დეზონატორი“ ჩართულია, იმ მომენტში კონკრეტულ სივრცეში არანაირი სულიერი არ უნდა იმყოფებოდეს. ოზონი მომწამვლელი აირია, რომლის დიდი დოზით შესუნთქვა ადამიანის ინტოქსიკაციას იწვევს. თუმცა, არსებობს დასაშვები ნორმა. რეალურად, ბუნებრივი აირის მოხმარება ბევრად საშიშია ადამიანისთვის, ვიდრე ოზონის, რადგან გაზისგან განსხვავებით, ოზონს აქვს მძაფრი სუნი და ადამიანი თავად ვერ გაძლებს იმ სივრცეში, სადაც ის გამოიყენება. როცა პროდუქტს ვყიდით, ვაყოლებთ პასპორტს, სადაც დეტალურადაა აღწერილი მოხმარების წესები.
– რა დრო სჭირდება დეზინფექციას?
– დანადგარს ერთი საათის განმავლობაში შეუძლია 720 კუბური მეტრის დეზინფექცია. „დეზონატორს“ აქვს „ტაიმერი“, რომელსაც სივრცის ფართობის მიხედვით ვაყენებთ. დეზინფექცია დამთავრდება თუ არა, აპარატი თავისით ითიშება. შემდეგ უკვე შესაძლებელია პირბადით შესვლა და ოთახის განიავება, ხოლო 15-20 წუთის მერე კი – სივრცით ჩვეულებრივად სარგებლობაც. იმ შემთხვევაში, თუ განიავება ვერ ხერხდება, ოზონს 4-5 საათი სჭირდება, რომ ჟანგბადად გარდაიქმნას, სწორედ, ამ დროის გასვლის მერეა დასაშვები სივრცეში შესვლა.
– რა ღირს დანადგარი?
– „დეზონატორის“ გასაყიდი ფასი 600 ლარია. ამ ეტაპზე ვმუშაობთ უპროცენტო განვადებაზე, რაც ნებისმიერ ადამიანს მისცემს მისი შეძენის შესაძლებლობას. დანადგარზე ჩვენი კომპანიის გარანტია ერთი წელია, თავად აპარატი კი უვადოა, რომელიც უძლებს წლებს. დაზიანების შემთხვევაში კი, შესაძლებელია მისი შეკეთება.
უფრო დაწვრილებით – ოზონატორს შეუძლია:
* სოკოსა და ობის განადგურება;
* ბაქტერიებისა და ვირუსებისგან დეზინფექცია;
* უსიამოვნო სუნისგან გათავისუფლება;
* ნამწვის სუნის აღმოფხვრა ხანძრის შემდგომ;
* გვამური ხრწნის სუნის აღმოფხვრა;
* საღებავების, ლაქების, ლინოლეუმისა და პლასტიკატის სუნის აღმოფხვრა;
* ავტომობილებისა და საყოფაცხოვრებო კონდეცირების, ასევე სავენტილაციო სისტემების გაუვნებელყოფა/დეზინფექცია;
* საწყობების, სამაცივრე კამერების, ბოსტნეულის საცავების დამუშავება პროდუქციის შენახვის ვადის გაზრდის მიზნით;
* სათბურების დამუშავება ფიტოპათოგენებისა და სხვა მცენარეთა მავნებლების განადგურების მიზნით;
* საავტომობილო რეფრეჟერატორების/მაცივრებისა და თერმოჯიხურების დეზინფექცია და დეზოდორირება;
* ტარაკნებისა და მღრღნელების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი