მედიცინა

ჟენშენის სამკურნალო თვისებები

№26

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 09.07, 2022 წელი

ჟენშენი
დაკოპირებულია

ჟენშენს ადამიანები დიდი ხანია, მკურნალობის მიზნით იყენებენ. მდიდარი ქიმიური შემადგენლობის წყალობით, ის დადებითად მოქმედებს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე და ეხმარება, მრავალ დაავადებას გაუწიოს წინააღმდეგობა. ის, ძირითადად, კომპლექსურად მოქმედებს, რისი წყალობითაც სასურველი შედეგის მიღწევა გაცილებით სწრაფად ხდება.

ჟენშენი გამოიყენება ანთების შესამცირებლად, იმუნიტეტის ასამაღლებლად, ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად და ენერგიის მოსამატებლად.

ამ სამკურნალო მცენარის ფესვებს ჩაის სახით ამზადებენ.

ჩაის მომზადება მარტივია – ახლად დაჭრილ ერთი სუფრის კოვზ ჟენშენის ფესვს დაამატეთ ნახევარი ლიტრი ძალიან ცხელი წყალი, მაგრამ არა ადუღებული და გააჩერეთ, დაახლოებით, 5 წუთით. შეგიძლიათ, დაუმატოთ თაფლი გემოვნებით.

ჟენშენი ძლიერი ანტიოქსიდანტია და ამცირებს ანთებით პროცესებს. ის ასევე ამცირებს ერექციულ დისფუნქციას, ტვინის ფუნქციების დარღვევის დროს შესაძლოა, იმოქმედოს დადებითად, მასში შემავალი უნიკალური ნაერთები, რომლებსაც გინზენოზიდები ეწოდება, გამოირჩევა ანტიდიაბეტური და იმუნიტეტის ასამაღლებელი თვისებებით. აფერხებს სიმსივნური უჯრედების ზრდას და ხელს უშლის წარმოქმნას. კარგად მოქმედებს როგორც დაღლილობის, ისე სტრესის მოსახსნელად.

ჟენშენი სამკურნალოდ უნდა მიიღოთ 2-3 კვირიან ციკლში, ერთი ან ორი კვირის შესვენებით. განტვირთვისათვის კი კვირაში სამჯერ არის რეკომენდებული

ჟენშენის ფესვები დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევის სისტემაზე. ჟენშენის მოქმედებით ხდება კაპილარებისა და წვრილი სისხლძარღვების გაფართოება, გაგანიერება. ამით მცირდება პერიფერიული წინაღობა, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ტვინს უკეთ მიეწოდება სისხლი, რაც მის ფუნქციონირებას უწყობს ხელს.

ჟენშენი აკონტროლებს სისხლის შედედებას და ამით ხელს უშლის ცერებრალური თრომბოზის წარმოქმნასა და განვითარებას. ჟენშენი ეხმარება ორგანიზმს ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებაში.

ჟენშენი დადებითად მოქმედებს მეტაბოლიზმზე, ხელს უწყობს ღვიძლის უჯრედების რეგენერაციას, რაც ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი სეკრეტის – ნაღვლის გამომუშავებას, სისხლში არსებული ზედმეტი გლუკოზის ღვიძლში შენახვას. ეს მცენარე ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას და ხელს უწყობს ინსულინის წარმოქმნას, რითაც ხდება დიაბეტის თავიდან აცილება.

ააქტიურებს ყველა არააქტიურ ფერმენტს, რომლებიც ალკოჰოლის მონელებასთან არიან დაკავშირებული. ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და არეგულირებს კანის ტენიანობას, რაც ხელს უშლის მის გაუწყლოებას.

ჟენშენის ფესვებში შემავალ მცენარეში შემავალი ჟენშენის საპონინები დადებითად მოქმედებს რეპროდუქციულ ორგანოებზე, მისი დახმარებით ორგანიზმი აღადგენს სასქესო სისტემის ჯანმრთელობას. მცენარე მამაკაცებში აუმჯობესებს ერექციას, ძლიერდება ლტოლვა საპირისპირო სქესის მიმართ, უფრო მოძრავი ხდებიან სპერმატოზოიდები, რაც ზრდის მამაკაცის რეპროდუქციულ უნარს.

ჟენშენის ფესვები დადებითად მოქმედებს, აგრეთვე ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ჟენშენის საპონინი პანაქსტრიოლი ხელს უშლის ლეთარგიას, ანუ უმოქმედობას გარე გამღიზიანებელზე, ის ააქტიურებს მგრძნობელობაშესუსტებულ ნერვებს. პანაქსადიოლი კი ამშვიდებს ჰიპერაქტიულ ნერვებს, ხელს უწყობს ავტონომიური ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ჟენშენის ფესვები ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას. ის ააქტიურებს კუჭის კედლის სისხლრძარღვებში სისხლის მიმოქცევას, რაც ასტიმულირებს კუჭის მოქმედებას, ნაწლავების პერისტალტიკას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა