მედიცინა

ვიტამინი D3 – როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი COVID-19 პანდემიის ფონზე

№52

ავტორი: სოფი ლორია 13:30 04.01, 2022 წელი

ვიტამინი D
დაკოპირებულია

იმუნური სისტემა უდიდეს როლს ასრულებს ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, რადგან მისი გამართული მუშაობა განაპირობებს ჩვენი ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ. იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი ფუნქციაა, ადეკვატურად უპასუხოს ორგანიზმში შეჭრილ ნებისმიერ უცხო ნივთიერებას და შეინარჩუნოს შინაგანი წონასწორობა. COVID-19 პანდემიის პირობებში ექიმები საზოგადოებას მოუწოდებენ, მეტი დრო დაუთმონ საკუთარ თავს და გაიძლიერონ იმუნიტეტი.

ძლიერ იმუნიტეტს, უმეტესწილად, ორგანიზმის ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერება განაპირობებს. იმუნოლოგებისა და ენდოკრინოლოგების აზრით, ამ მხრივ, D ვიტამინი ყველაზე მნიშვნელოვან ვიტამინ-ჰორმონს წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ ის ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა პროცესში აქტიურად მონაწილეობს, ასევე დადებით გავლენას ახდენს იმუნური პროცესების მიმდინარეობაზე, ხშირ ავადობაზე, დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე და ასე შემდეგ. D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, რის ფონზეც ორგანიზმი ვეღარ უმკლავდება ბაქტერიულ და ვირუსულ ინფექციებს და მატულობს გრიპითა და გაციებით ავადობის სიხშირე.

რამაზ ყურაშვილი (პროფესორი, ექიმი-ენდოკრინოლოგი): ორგანიზმში, პრაქტიკულად, ყველა უჯრედს, მათ შორის იმუნური სისტემის უჯრედებს, აქვთ D ვიტამინის რეცეპტორები. სწორედ, ამ რეცეპტორების საშუალებით D ვიტამინი არეგულირებს იმუნური სისტემის ბალანსირებულ მუშაობას ისე, რომ ორგანიზმი სელექციურად ძლიერდება მასში შემოჭრილ პათოგენებთან (ვირუსები, ბაქტერიები) მიმართებაში და არ აზიანებს საკუთარ უჯრედებს. კლინიკური კვლევებით დღეისთვის, უკვე დადასტურებულია, რომ D ვიტამინი მძლავრი იმუნომოდულატორია. ის ხელს უწყობს ჩვენს ორგანიზმში ბუნებრივი ანტიმიკრობული ცილების – კათელიციდინისა და დეფენსინის წარმოქმნას, რითაც აძლიერებს ორგანიზმის ანტიბაქტერიულ და ანტივირუსულ პასუხს, ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას ორგანიზმში.

დღეს, COVID-19 პანდემიის პირობებში, ყველა ვცდილობთ, ვიპოვოთ ის ნივთიერება ან ნივთიერებების კომბინაცია, რომელსაც შესაძლოა, დამცველობითი ეფექტი ჰქონდეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, დაგვეხმაროს იმუნიტეტის ამაღლებაში და ასე შემდეგ. მართალია, ასეთი ჯადოსნური წამალი არ არსებობს, თუმცა ჩატარებულია ძალიან საინტერესო კვლევები, რომელთა მიხედვითაც, დადგინდა კავშირი D ვიტამინის დეფიციტსა და ახალი კორონავირუსული ინფექციის მიმდინარეობის სიმძიმეს შორის. აღნიშნული კვლევების მიხედვით, D ვიტამინი ამცირებს COVID-19-ის დროს, ეგრეთ წოდებულ, „ციტოკინური შტორმის“ ალბათობას, შესაბამისად მცირდება რესპირაციული დისტრეს სინდრომის განვითარებისა და სიკვდილიანობის რისკი. ერთ-ერთი ასეთი უახლესი კვლევის – Maghbooli at. al-ის მიხედვით, D ვიტამინის დეფიციტი ასოცირდება ახალი კორონავირუსული ინფექციის უფრო მძიმე მიმდინარეობასა და სიკვდილიანობის გაზრდილ სიხშირესთან“.

აღნიშნული კვლევების საფუძველზე, ზამთრის, ადრეული გაზაფხულისა და გვიანი შემოდგომის პერიოდში, D ვიტამინის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად, მედიკოსები რეკომენდაციას უწევენ საპროფილაქტიკოდ D ვიტამინის შემცველი დანამატების მიღებას. Martineau et.al-ის მიხედვით, D3 ვიტამინის დანამატების მიღება, D ვიტამინის დეფიციტის მქონე პირებში, 70%-ით ამცირებს მწვავე რესპირაციული ინფექციების განვითარების სიხშირეს.

„საქართველოში, საბედნიეროდ, გვაქვს ხარისხიანი D ვიტამინის შემცველი პრეპარატი, როგორიცაა გერმანული ფარმაცევტული კომპანია „ველტფარმას“ მიერ წარმოებული ბიოლოგიურად აქტიური დანამატი – „დეტრივიტი“, რომელიც აღადგენს ორგანიზმში D3 ვიტამინის ბალანსს, აუმჯობესებს ორგანიზმის ანტიბაქტერიულ-ანტივირუსულ პასუხს და ახდენს რესპირაციული ინფექციების განვითარების პრევენციას. „დეტრივიტი“ სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის და მისი მიღება რეკომენდებულია როგორც D ვიტამინის დეფიციტის საპრევენციოდ, ასევე სამკურნალოდ. წარმოდგენილია გამოშვების სამი ფორმით: „დეტრივიტი“ 2000 სე, „დეტრივიტი ფორტე“ – 5000 სე, „დეტრივიტი მაქსი“ – 10000 სე. D ვიტამინის დეფიციტის სამკურნალოდ გამოიყენება „დეტრივიტი ფორტე“ (5000 სე) ან „დეტრივიტი მაქსი“ (10000 სე) არანაკლებ 2 თვის განმავლობაში, ხოლო შემდგომ შემანარჩუნებელი თერაპიის სახით ინიშნება „დეტრივიტი“ (2000 სე).

ასე რომ, „დეტრივიტი“, სწორედ, ის საკვები დანამატია, რომელიც დაგეხმარებათ იმუნური სისტემის გაძლიერებაში, შესაბამისად დაიცავს თქვენს ორგანიზმს სასუნთქი გზების ინფექციებისგან“, – განმარტავს ექიმი-ენდოკრინოლოგი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა