მედიცინა

ვებრძოლოთ სისუსტესა და ადვილად დაღლას – შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია

№18

ავტორი: სოფი ლორია 16:07 08.05

gmp
დაკოპირებულია

ზამთრის ცივი დღეებისა და ვირუსული რესპირაციული ინფექციების გადატანის შემდეგ ადამიანის ორგანიზმი გამოფიტულია და იმუნური სისტემა – დაქვეითებული. გარდა ამისა, ამ პერიოდში მნიშვნელოვანი ჰორმონული ცვლილებები მიმდინარეობს, ეს ყველაფერი კი, ერთობლიობაში, ორგანიზმის სრულფასოვან ფუნქციონირებას აფერხებს. გაზაფხულზე ტემპერატურის მატებისა და ნათელი დღეების მიუხედავად, ადამიანებში დაღლილობა, უენერგიობა, გუნება-განწყობილების გაუარესება, ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტი, მოტივაციის ნაკლებობა, ძილის დარღვევები და ზოგადი სისუსტე შეინიშნება. მიზეზი კი, ეგრეთ წოდებული, ასთენიაა. ასთენია ზემოთ აღნიშნული სიმპტომების ერთობლიობას წარმოადგენს, რომლებიც შეიძლება, სხვადასხვა მიზეზით განვითარდეს: ინფექციური დაავადებები (მათ შორის რესპირაციული), სხვადასხვა პრეპარატის (მაგალითად, ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, ანტიდეპრესანტები) ხანგრძლივი მიღება, სტრესი, ანემია, დაუბალანსებელი კვება, სასარგებლო ნუტრიენტების დეფიციტი, ხანდაზმული ასაკი, ჰიპოთირეოზი, შაქრიანი დიაბეტი და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს განვითარებული ფიზიკური თუ, ეგრეთ წოდებული, ფსიქოლოგიური სიმპტომები დროებითია, მათ ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუარესება და შრომისუნარიანობის დაქვეითება შეუძლია. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, გაზაფხულზე ასთენიის პრევენცია შევძლოთ და შესაბამის ზომებს პირველივე სიმპტომის გამოჩენისთანავე მივმართოთ.

იმისთვის, რომ გაზაფხულზე ნაკლებად შეგვაწუხოს სისუსტემ, დაღლილობამ, გუნება-განწყობილების გაუარესებამ, ფიზიკური თუ გონებრივი შრომისუნარიანობის დაქვეითებამ, მნიშვნელოვანია შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება: სასურველია ზომიერი ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში, სრულფასოვანი-დაბალანსებული კვება, სტრესის მავნე ზემოქმედების შემცირება და ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების ბალანსის აღდგენა. სასარგებლო ნუტრიენტების მიღება ბუნებრივი წყაროებით (მაგალითად, ხილი, ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები) ან საკვები დანამატებით შეიძლება, თუმცა აღსანიშნავია, რომ გაზაფხულზე, როდესაც ჯერ კიდევ მოკლებულნი ვართ ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებულ საკვებს, ენერგიისა და სიძლიერის ძირითად წყაროდ სწორედ ვიტამინებისა და მინერალების შემცველი საკვები დანამატები გვევლინება.

აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, შრომისუნარიანობისა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, GM PHARMA გთავაზობთ ორამინ-F-ს – კორეული ჟენშენის, ფუტკრის რძის, ვიტამინებისა და მინერალების დაბალანსებულ კომპლექსს.

ორამინ-F – ცხიმსა და წყალში ხსნადი ვიტამინების სრული ნაკრების გარდა, ორ ძალზე მნიშვნელოვან პროდუქტს შეიცავს: კორეულ ჟენშენს და სამეფო ჟელეს, ანუ ფუტკრის რძეს, რომელთა სასარგებლო თვისებები და გამოყენების არეალი ფართოა.

კორეული ჟენშენი – უხსოვარი დროიდან წარმოადგენს აღმოსავლური მედიცინის ერთ-ერთ თვალსაჩინო პროდუქტს, რომელსაც „სიცოცხლის ფესვს“ უწოდებენ. ჩინურ მედიცინაში მიიჩნევა, რომ ის „ღმერთების საჩუქარი“ და პანაცეაა, რომელსაც „ყველა დაავადებისგან“ განკურნება შეუძლია. კორეულ ჟენშენს აქვს მატონიზებელი მოქმედება – ეფექტურად ებრძვის ასთენიისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს, ხსნის დაღლილობას და ავსებს ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგიით. ასევე, ასტიმულირებს ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედებას, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, აძლიერებს იმუნიტეტს. მისი მრავალფეროვანი ფუნქციების გათვალისწინებით, ჩინურ მედიცინაში მას ღმერთების საჩუქარს და პანაცეას უწოდებენ, რომელსაც ყველა დაავადებისგან განკურნება შეუძლია.

სამეფო ჟელე (ფუტკრის რძე) შეიცავს A, C, E, B ჯგუფის ვიტამინებს, ამინომჟავებს, კალციუმის მინერალურ მარილებს, რკინას. ის წარმოადგენს ორგანიზმის უჯრედების საშენ მასალას, ამცირებს სტრესისა და დაღლილობის მავნე ზეგავლენას ორგანიზმზე, ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, უჯრედულ მეტაბოლიზმს და რეგენერაციულ პროცესებს. ასევე, აუმჯობესებს ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს, აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს, აქვს ანტისტრესული, მატონიზებელი ეფექტი.

მედიკოსების რეკომენდაციით, ორამინ-F საუკეთესო საშუალებაა ასთენიისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მოსახსნელად და ვირუსული ინფექციების გადატანის შემდგომ ორგანიზმის სწრაფად გამოსაჯანმრთელებლად.

ორამინ-F-ის მიღების წესი საკმაოდ მარტივია: მიიღება 12 წლის ასაკიდან ერთი კაფსულა ერთხელ დღეში, დღის პირველ ნახევარში.

ორამინ-F – სასიცოცხლო ენერგიის აღდგენის სწრაფი და ეფექტური გზა!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი