მედიცინა

ვაშლის სამკურნალო თვისებები

№18

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 10.05, 2024 წელი

ვაშლი
დაკოპირებულია

ვაშლი სასარგებლო ხილია და სამკურნალო თვისებებიც აქვს. მის შემადგენლობაშია ისეთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი მჟავები, როგორიცაა ვაშლის, ღვინისა და ლიმონის მჟავა.

ვაშლი სასარგებლოა როგორც ჯანმრთელი, ისე სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებისთვის. C ვიტამინი ვაშლში 50%-ით მეტია, ვიდრე ფორთოხალში. ეს ვიტამინი ხელს უწყობს გაციებისგან, ინფექციებისგან თავის არიდებას, ასევე, კარგი მხედველობის დონის შენარჩუნებას. უნდა ჭამოთ ცოცხალი, დაუმუშავებელი, შესაძლებელია, გახეხილიც. უფრო სასარგებლოა წვრილი, მჟავე და ველური ვაშლი. მასში სასარგებლო ნივთიერებების ათჯერ მეტი რაოდენობა შედის.

ვაშლი კარგია ნაღვლის ბუშტის დაავადებების პროფილაქტიკისთვის. ის ორგანიზმს ეხმარება ნაღვლის ბუშტში კენჭოვან დაავადებებთან და ქოლეცისტიტთან ბრძოლაში. ორგანიზმზე მოქმედებს, როგორც გამაძლიერებელი, გამამხნევებელი პროდუქტი.

ნაკლებად ტკბილი ვაშლი რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისთვის. ამას გარდა, ვაშლი აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. მიჩნეულია, რომ ვაშლისა და ვაშლის წვენის რეგულარული მიღება ხელს უწყობს ტვინის უჯრედების დაშლის პროცესის აცილებას, ანუ, ვაშლი კარგია მეხსიერების შენარჩუნებისთვის.

კვირაში 5 ვაშლის მიღება ამცირებს რესპირატორული დაავადებების, მათ შორის, ასთმის, რისკს.

ვაშლს ბევრი სამკურნალო თვისება აქვს: ამკვრივებს სისხლძარღვების კედლებს, ზრდის მათ ელასტიკურობას; ამცირებს გულის დაავადებების რისკს; ებრძვის ნერვული ხასიათის დაავადებებს; აბრკოლებს შარდის მჟავის წარმოქმნასა და აძლიერებს ჭიანჭველამჟავის დაშლას, ამიტომ ის რევმატიზმის, პოდაგრის, ათეროსკლეროზის, ქრონიკული ეგზემისა და კანის სხვა დაავადებებისთვის კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა; ვაშლი შეუცვლელია სისხლნაკლებობის დროს, რადგან ის მდიდარია რკინით; აქვს სუსტი შარდმდენი ეფექტი, ამცირებს ცხიმების ათვისებას. ვაშლი წვავს ცხიმს, ამიტომ მისი მიღება განსაკუთრებით მათთვისაა მნიშვნელოვანი, ვისაც გახდომა ან წონის კონტროლი სურს. ამას გარდა, ცხიმების დაგროვების შემცირება პოზიტიურად მოქმედებს სისხლძარღვების მდგომარეობასა და ჯანმრთელობაზე. ეს პროდუქტი კლავს წყურვილს, მადას კი – აქვეითებს. ღუმელში გამომცხვარი ვაშლი სასარგებლოა ქრონიკული შეკრულობისათვის, ცოცხალი კი – გასტრიტის, კოლიტისა და ავიტამინოზის დროს.

კვირაში ნახევარი ან ერთი კილოგრამი ვაშლი დაბალკალორიულ პროდუქტად მიიჩნევა, ხოლო ისინი, ვინც ყოველი ჭამის წინ რეგულარულად მიირთმევენ, თუნდაც, ერთ ცალ ვაშლს, ავტომატურად თრგუნავენ ჭამის მადას, თუმცა ასტიმულირებენ და არეგულირებენ კუჭ-ნაწლავის ნორმალურ მუშაობას და თავიდან იცილებენ შეკრულობასაც.

ვაშლი მიჩნეულია ერთ-ერთ მძლავრ ანტიოქსიდანტად, რომელიც ფილტვებს თამბაქოს კვამლისა და ჰაერში არსებული მავნე ნაერთების ზემოქმედებისგან იცავს. ეს კარგად უნდა ახსოვდეთ მწეველებს და რეგულარულად მიირთვან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა