ვაშლის ძმრის საოცარი თვისებები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 17.12, 2021 წელი

ვაშლის ძმარი უებარი სამკურნალო საშუალებაა. ის შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ თითქმის ყველა მინერალურ ნივთიერებასა და მიკროელემენტს. ვაშლის ძმარი ამაღლებს სისხლის შედედების უნარს, არეგულირებს ნორმალურ მენსტრუალურ ციკლს, აჯანსაღებს სისხლძარღვებს, ხელს უწყობს სისხლის წითელი ბურთულების წარმოქმნას და საჭმლის მონელებას. ვაშლის ძმრის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსება კალიუმის მაღალი შემცველობაა, ის აუცილებელია ენერგიის გამომუშავებისათვის, ასევე ნერვული სისტემის დასამშვიდებლად. არის ბუნებრივი ანტისეპტიკი, კლავს მიკრობებს და ხელს უშლის ლპობის პროცესს.
თუ დატვირთული დღის შემდეგ ხელები და ფეხები გეღლებათ და გისივდებათ, მასაჟი გაიკეთეთ ვაშლის ძმრის გამოყენებით.
ვაშლის ძმარი არაჩვეულებრივი ბუნებრივი საშუალებაა კბილების გასათეთრებლად და ლაქების მოსაშორებლად. კბილების გახეხვის შემდეგ, პირის ღრუში რეგულარულად გამოივლეთ ჯერ ვაშლის ძმარი, შემდეგ კი – წყალი.
ვაშლის ძმრის მიღება ძალიან ეფექტურია წონის დასაკლებად და ორგანიზმის PH ბალანსის შესანარჩუნებლად. 1 სადილის კოვზი ვაშლის ძმარი გახსენით ერთ ჭიქა წყალში და მიიღეთ ყოველ დილით, უზმოზე.
მოწამვლის შემდეგ, ორგანიზმის დეტოკსიკაციისთვის 2 სადილის კოვზი ვაშლის ძმარს ხსნიან 1 ლიტრ წყალში და სვამენ მთელი დღის განმავლობაში.
ვაშლის ძმარი კარგი საშუალებაა მავნე ბაქტერიებისა და სოკოს წინააღმდეგ საბრძოლველად.
ის, ასევე, აქვეითებს ქოლესტერინს და იცავს გულს. გულის დაავადებებით გარდაცვალება მსოფლიოში, სამწუხაროდ, პირველ ადგილზეა, ამიტომ ღირს დაფიქრება იმ კვლევაზე, რომელმაც აჩვენა, რომ ადამიანებში, რომლებიც ყოველდღიურად სადილში ვაშლის ძმარს უმატებდნენ, გულის დაავადებების რისკი უფრო დაბალი იყო.
ვაშლის ძმარი არეგულირებს სისხლში შაქრის შემცველობას, ამიტომ ის კარგი საშუალებაა დიაბეტიანებისათვის (განსაკუთრებით მეორე ტიპის დავაადებულთათვის). კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ ძილის წინ მიღებული ორი სადილის კოვზი ვაშლის ძმარი მეორე დილით სისხლში 4 პროცენტით ნაკლებ შაქარს აჩვენებს.
სახეზე გამონაყრის, აკნეს დროს – ყოველ დილა-საღამოს, პირის დაბანის შემდეგ ბამბის ტამპონი დაასველეთ ვაშლის ძმარში და სახე გაიწმინდეთ. გამონაყარი მალე გაივლის.
კვების პროდუქტებით მოწამვლისას – 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი გააზავეთ 1 ჭიქა წყალში. მიიღეთ ყლუპებად ყოველ 5 წუთში. ნაზავის ერთიანად მიღება არ შეიძლება, ეფექტი ნულის ტოლი იქნება.
ქრონიკული უძილობის დროს – 2 ჩაის კოვზ თაფლს დაასხით 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და მიიღეთ დღეში 3-ჯერ.
ვისაც ართრიტი აწუხებს – რეკომენდებულია 10 ჩაის კოვზი ვაშლის ძმრის ნარევი 1 ჭიქა წყალზე ყოველი ჭამის დროს.
ზრდის კუჭში მჟავიანობის დონეს – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული სასარგებლო თვისება. შეიძლება, ითქვას, რომ ადამიანების, მინიმუმ, 95 პროცენტს აქვს კუჭში დაბალი მჟავიანობის დონე, რაც შემდეგ იწვევს შებერილობას, გულძმარვას, საკვების მოუნელებლობას და ასე შემდეგ. როცა კუჭში მჟავიანობა დაბალია, ეს ნიშნავს, რომ საკვები ბოლომდე ვერ იშლება, შესაბამისად, სასარგებლო ნივთიერებების ძალიან მცირე ოდენობას ითვისებთ და ეს უკვე იწვევს პრობლემების მთელ კომპლექტს – დაწყებული კანისა და თმის, დამთავრებული გულის პრობლემებით. რეალურად საჭიროა საკმაოდ მაღალი მჟავიანობის დონე, იმისთვის, რომ ორგანიზმმა სრულად შეითვისოს ყველა საჭირო ვიტამინი და მინერალი იმ პროდუქტებიდან, რომელსაც ადამიანი მიირთმევს. პრაქტიკულად, რა მნიშვნელობა აქვს, რით იკვებება, თუ ამ საკვებიდან სასარგებლო ნივთიერებების შეთვისება შეუძლებელია. ასე რომ, კუჭში მჟავიანობის გაზრდა და დასტაბილურება ვაშლის ძმრის ძალიან სასარგებლო თვისებაა. აიღეთ ორი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი და გააზავეთ წყალში, შეგიძლიათ, დაამატოთ ლიმონის წვენი, რითაც კიდევ უფრო გააძლიერებს ყველა ეფექტს და დამატებით C ვიტამინსაც მიიღებთ. თავისუფლად შეგიძლიათ, უბრალოდ, ვაშლის ძმარი და წყალი დალიოთ. დასაწყისისთვის პირველი რამდენიმე დღე ჯობს, თუ მხოლოდ 1 სუფრის კოვზს გააზავებთ წყალში და ნელ-ნელა გაზრდით დოზებს, რადგან ვაშლის ძმარი საკმაოდ ძლიერი ნივთიერებაა. დალიეთ ეს სასმელი საწრუპით, რადგან ვაშლის ძმრის ან, თუნდაც, ლიმონის მაღალმა მჟავიანობის დონემ კბილის ემალი არ დაგიზიანოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან