ვაშლატამასა და ატმის კურკის გასაოცარი თვისებები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 09.07, 2021 წელი
ვაშლატამა საკმაოდ გემრიელი ხილია და ის უამრავ ადამიანს უყვარს, ვაშლატამა საკმაოდ მდიდარია ვიტამინებით და უნიკალური სამკურნალო თვისებებიც აქვს.
ვაშლატამას სასარგებლო თვისებები:
⭕ შეიცავს ბიოფლავონოიდებს და ებრძვის სიმსივნურ უჯრედებს
⭕ საუკეთესო საშუალებაა წონაში კლებისთვის, აქვეითებს მადას და დაბალკალორიულია
⭕ ხელს უწყობს გულის სწორად ფუნქციონირებას
⭕ აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები
⭕ კარგია კუჭ-ნაწლავისთვის
⭕ აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის სისტემას
⭕ შეიცავს დიდი რაოდენობით A და C ვიტამინებს
⭕ განსაკუთრებით კარგია დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის
⭕ კვებავს კანს
⭕ აძლიერებს კბილებს
⭕ ვაშლატამა საუკეთესო საშუალებაა იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ასევე არაჩვეულებრივია ორსულთათვის ტოქსიკოზის წინააღმდეგ
⭕ ორგანიზმიდან გამოაქვს ქოლესტერინი
ვაშლატამა არა მხოლოდ წონის დაკლებაში დაგეხმარებათ, არამედ გაწმენდს თქვენს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან.
ვაშლატამა უნარჩუნებს კანს ტენიანობას, აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს, დადებითად აისახება ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე, აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, არის ენერგიის წყარო. განსაკუთრებით სასარგებლოა იმ შემთხვევაში, თუ თირკმელებში კენჭები გაქვთ. ვაშლატამა ასუფთავებს სისხლს, რაც ამცირებს არტერიული ჰიპერტენზიისა და ათეროსკლეროზის რისკს. ასევე, აქვს უჯრედების გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.
ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ასევე, საოცრად სასარგებლოა ატმის კურკა. ატმის კურკა განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს საჭმლის მონელების სისტემასა და კუჭის ტკივილებზე.
არეგულირებს ნაწლავის პერისტალტიკას.
ეფექტურია ხველების საწინააღმდეგოდაც. ძველად ატმის კურკას ინტენსიურად იყენებდნენ კბილის ტკივილის საწინააღმდეგოდ.
კუჭ-ნაწლავის პრობლემებისთვის გასწავლით განსაკუთრებულ და საკმაოდ ეფექტურ მეთოდს – დაჭყლიტეთ ატმის კურკის გული და შემდეგ ერთ კოვზ თაფლთან ერთად მიირთვით. შედეგს თავად ნახავთ.
თუ ხველებამ შეგაწუხათ, მაშინ ატმის კურკას გამოაცალეთ გული, აადუღეთ და დალიეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





