მედიცინა

უმკურნალეთ ყელის ტკივილს

№9

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 11.03, 2022 წელი

ყელის ტკივილი
დაკოპირებულია

ყელის ტკივილი ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელმაც შეიძლება, ნებისმიერ დროს შეგვაწუხოს, მაგრამ განსაკუთრებით ხშირია ზამთარში.

მარილწყალი: 1 ჭიქა წყალში ჩაყარეთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, მოურიეთ იქამდე, სანამ წყალში ბოლომდე გაიხსნება. შემდეგ დაამატეთ 1 კოვზი სავლები სითხე. გაითვალისწინეთ, რომ ამ პროცედურის შესრულება რეკომენდებულია კბილების გახეხვის შემდეგ. მარილწყალი აუცილებლად ყლუპ-ყლუპად უნდა გამოივლოთ. თუკი გვაწუხებდა ყელის ტკივილი და ფხაჭნა, ჩვენი დედები და ბებიები მარილიანი ან სოდიანი წყლის გამოვლებას გვირჩევდნენ. სასურველია, რომ პირის ღრუ რეგულარულად გამოირეცხოთ, ანთება მხოლოდ ამ შემთხვევაში გაქრება.

ლიმონის წვენი: 1 ჭიქა წყალში შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და შემდეგ დალიეთ. შესაძლოა არასასიამოვნო დასალევი იყოს, მაგრამ ბაქტერიების გასანადგურებლად საკმაოდ ეფექტური საშუალებაა.

თაფლის, ლიმონისა და კოჭას ნარევი: 1 ჩაის კოვზი კოჭას ფხვნილი, თაფლი და ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი შეურიეთ 1 ჭიქა თბილ წყალში. ეს არის ერთ-ერთი ეფექტური ნატურალური სავლები, დალევა რეკომენდებული არ არის.

თაფლი: კვლევებმა აჩვენა, რომ თაფლი შველის ტკივილებს ყელის არეში. ის არა მხოლოდ აყუჩებს ტკივილს, არამედ კლავს ბაქტერიებს. თაფლში შემავალი ნივთიერებები სხვა ანტიმიკრობულ ნივთიერებებთან ურთიერთქმედებისას წარმოქმნის წყალბადის ზეჟანგს. თუმცა, არ ღირს ამ პროდუქტის მიცემა წლამდე ბავშვებისთვის, რადგან შესაძლოა, თაფლმა ძლიერი ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.

პომიდვრის წვენი: ყელის ტკივილის მოსაშორებლად საკმაოდ ეფექტური, ბუნებრივი საშუალებაა პომიდვრის წვენი წიწაკასთან ერთად. ცხელ წყალში შეურიეთ ნახევარი ჭიქა პომიდვრის წვენი და 10 წვეთი წიწაკის წვენი. ლიკოპინის ანტიოქსიდანტური თვისებები ყელის ტკივილს მარტივად მოგაშორებთ.

მწვანე ჩაი: ერთ-ერთი უძლიერესი ანტიქოსიდანტია და სასარგებლოა თითქმის ყველაფრისთვის. ინფექციებისთვის ნამდვილი მისწრებაა. დალიეთ მწვანე ჩაი და ნაკლებად გექნებათ ყელის ტკივილის პრობლემაც, შესაძლებელია სავლებადაც გამოყენება.

მიიღეთ სითხე – ყელის ტკივილების დროს აუცილებელია მიიღოთ უხვი რაოდენობით სითხე, ეს ხელს შეუწყობს ყელის ლორწოვანი გარსების ტენიან მდგომარეობის შენარჩუნებას, ამით უფრო მარტივად მოახერხებთ ინფექციებისგან თავის დაღწევას.

ქათმის ბულიონი გაციების სამკურნალოდ: გრიპისა და გაციების დროს წინათ ბავშვებს ქათმის ბულიონისგან მომზადებულ წვნიანს აძლევდნენ. ის არა მხოლოდ კარგად ანაყრებს ადამიანს, არამედ ათბობს ორგანიზმს და ამცირებს გაციების სიმპტომებს.

კარტოფილის პიურე: შეგიძლიათ, შეისუნთქოთ კარტოფილის ორთქლი ან მიირთვათ ის ცხელი სახით. ასევე, გთავაზობთ სხვა მეთოდსაც. მოხარშეთ კარტოფილი და ჩაჭყლიტეთ. ჩადეთ ორფენა ქსოვილში და მიიდეთ ყელზე. შეიკარით და დაიტოვეთ რამდენიმე საათით, სანამ კარტოფილი სრულად არ გაცივდება. ასეთი კომპრესის წყალობით, ყელთან სისხლის დიდი ნაკადი მიედინება, რაც ახშობს ანთებას და აყუჩებს ტკივილს.

გაყინული კვების პროდუქტები: ანგინის დროს შეგიძლიათ, გამოიყენოთ ყველანაირი გაყინული პროდუქტი: ყინული, ნაყინი, იოგურტი. ეს იმოქმედებს ყელის ქსოვილებსა და ნერვებზე და დაგეხმარებათ ტკივილის მოხსნაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა