წაბლის სამკურნალო თვისებები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 04.12, 2021 წელი
წაბლს ხალხურ მედიცინაში ბევრი დაავადების დროს იყენებენ. ის ვენების მატონიზირებელი, ასევე, ანტითრომბული საშუალებაა, აჩქარებს ვენებში სისხლის მოძრაობას. ხელს უწყობს სისხლის გათხელებას და აბრკოლებს თრომბების წარმოქმნას, წაბლი გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენი, სიცხის დამწევი, ოფლმდენი, ანტიკლეროტიკული, ორგანიზმიდან გამოაქვს ქოლესტერინი, მავნე ტოქსინები, მძიმე ლითონების მარილები და რადიონუკლიდები. წაბლი სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებაცაა, გამოიყენება სხივური თერაპიის შემდეგ, აქვს სისხლდენის შეჩერების, ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობების შეხორცების, შემკვრელი ეფექტი. აწესრიგებს კუჭის წვენის მჟავიანობას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აქრობს სისხლძარღვების სპაზმებს, ამცირებს არტერიულ წნევას, მისგან მომზადებული გარეგანი მოხმარების მალამოებში ხელს უწყობს ანთებითი კერის ჩაქრობას, მკურნალობს ჩირქოვან ჭრილობებს, დამწვრობას, მოყინვას.
წაბლით მკურნალობენ რევმატიზმსა და ღვიძლის დაავადებებს, ზოგიერთ გინეკოლოგიურ დაავადებას (მცირე მენჯის არეში სისხლის შედედების დროს), ბუასილს. გავრცელებული იყო ასევე წაბლის მასაჟი – იყენებენ მასტოპათიის დროს, ასევე ხელებისა და ფეხების მასაჟისთვის – დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ ის შესანიშნავად ხსნის დაღლილობას. სამკურნალო თვისებები აქვს ცხენის წაბლსაც. მისი ყვავილის წვენს იყენებენ ვენების ვარიკოზული გაგანიერების, ათეროსკლეროზისა და ბუასილის დროს, ნაყოფის ნაყენს – დიარეისას, მალარიისა და მწეველებს შორის ქრონიკული ბრონქიტის დროს. ნაყოფის ქერქის ნახარში კარგია საშვილოსნოდან სისხლდენისას. ცოცხალი დაქუცმაცებული ფოთოლი და ნაყოფის ნაყენი გამოიყენება ასევე გარეგანი მოხმარებისთვის.
შხაპის მიღება
1 სუფრის კოვზ წაბლისგან დამზადებულ ფხვნილს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი და დატოვეთ ღამით. მომდევნო დღეს წამოადუღეთ, წამოდუღების შემდეგ გააჩერეთ, და შხაპის მიღებისას გამოიყენეთ. ეს სასარგებლო დანამატი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აახალგაზრდავებს და ტონუსში მოჰყავს კანი.
კბილების გათეთრება
წაბლისგან დამზადებული ფხვნილისგან შესაძლებელია კბილების გათეთრება და გაწმენდა, ის ბუნებრივი და უებარი წამალია, მის შემადგენლობაში შედის ფისი.
წაბლი შეიცავს ისეთ ვიტამინებს, რომელიც ორგანიზმისთვის საჭიროა. თუმცა, უმი წაბლის დიდი რაოდენობით მიღება არ არის რეკომენდებული. უმჯობესია, სამკურნალო მიზნებისთვის წაბლი მოხარშული სახით მიიღოთ.
წაბლი ალერგიულია, ამიტომ ინდივიდუალური აუტანლობის დროს მისი მიღება არ შეიძლება. ასევე, არ შეიძლება ის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისთვის.
წაბლის დიდი რაოდენობით მიღებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს თითების კრუნჩხვები. ასევე არ შეიძლება წაბლის ჭამა, თუ ადამიანს აქვს ატონიური შეკრულობა, გასტრიტები, სისხლის ცუდი შედედება, თრომბოციტოპენია, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებები. ასევე, უკუნაჩვენებია მისი მიღება მენსტრუალური ციკლის დარღვევებისას, არასასურველია წაბლის მიცემა პატარებისთვის, რადგან მან, შესაძლოა, ალერგიული რეაქციების პროვოცირება გამოიწვიოს.
წაბლით მკურნალობა, ასევე, არ შეიძლება ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





