მედიცინა

თხილი – სეზონური მკურნალი

№32

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 19.08, 2021 წელი

თხილი
დაკოპირებულია

თხილი არა მარტო გემრიელი მისართმევია, არამედ ორგანიზმისთვის სასარგებლოც:

✔️ააქტიურებს ტვინის მუშაობა: ამას ხელს უწყობს მაღალი კალორიულობა და ვიტამინებისა და მიკროელემენტების მდიდარი შემადგენლობა. თხილი ამძაფრებს ყურადღების კონცენტრაციას, აუმჯობესებს მეხსიერებას, ამაღლებს შრომისუნარიანობასა და ხსნის დაღლილობას;

✔️აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების მუშაობას – ამას ხელს უწყობს უჯრედისი თხილის შემადგენლობაში. ის არა მხოლოდ ასტაბილურებს ნაწლავების მუშაობას, არამედ აბრკოლებს ინფექციური პროცესების განვითარებას. ამასთან, თხილის მიღება ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალიზებას უწყობს ხელს;

✔️აძლიერებს იმუნურ სისტემას – თხილში არსებული ანტიოქსიდანტების, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების წყალობით ძლიერდება იმუნიტეტი. თხილის მიღებით ადამიანი ორგანიზმს ეხმარება, რომ დაუპირისპირდეს ინფექციურ და ვირუსულ დაავადებებს. თხილი სასარგებლოა დაავადებების შემდეგ დასუსტებული ორგანიზმის აღდგენისთვის, ასევე, დაბალი ჰემოგლობინის დროს;.

✔️აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას – თხილში შემავალი კალიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქოლესტერინის დონის შემცირებაში, ხელს უწყობს არტერიული წნევის დარეგულირებას, იცავს ორგანიზმს ათეროსკლეროზისგან. ამცირებს ინსულტებისა და ინფარქტების განვითარების რისკს. მასში შემავალი კალციუმი სისხლძარღვების კედლებისა და გულის კუნთების ელასტიკურობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ასევე რეკომენდებულია თხილის მიღება მათთვის, ვისაც სისხლის დაავადებები აქვს.

✔️ხალხურ მედიცინაში თხილი ხშირად გამოიყენება კენჭოვანი დაავადებების შემთხვევაში, თხილის გული თაფლთან ერთად კარგია რევმატიზმის, სისხლნაკლებობის დროს, ასევე არის ორგანიზმის გამაძლიერებელი საშუალება.

✔️ხველების წინააღმდეგ თხილი ამგვარად გამოიყენება: აიღეთ 1-2 პეშვი გაწმენდილი და დაფქული თხილის გული, შეურიეთ წინასწარ ხველების საწინააღმდეგო რომელიმე მცენარის (მაგალითად, თავშავას ან ქონდრის) ნაყენში გახსნილ თაფლში და მიიღეთ დესერტის კოვზით, ყოველ ნახევარ საათში ერთხელ.

✔️თხილის ზეთში არეული კვერცხის ცილით დამწვრობას მკურნალობენ. ის, ასევე, კარგი საშუალებაა თმის გასამაგრებლად. თუ დაუმატებთ რომელიმე ეთერზეთს, რომელსაც კოსმეტიკური მოქმედება აქვს (მაგალითად, ფორთოხლის, გვირილის, ვარდის და სხვა), სამკურნალო მოქმედება გაიზრდება.

✔️სასარგებლოა თხილის ნაჭუჭიც. ნაჭუჭის ექსტრაქტი კარგი საშუალებაა პროსტატის ადენომის დროს. 1 კილოგრამი თხილის დაქუცმაცებულ ნაჭუჭს დაასხით 2 ლიტრი წყალი და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ, სანამ 1 ლიტრი ნახარში არ დარჩება. გადაწურეთ და დაამატეთ 1 კილოგრამი თაფლი. მიიღეთ 30 მილილიტრის ოდენობით ეს ექსტრაქტი, სამჯერ დღეში.

✔️თხილის ფოთლის ნაყენი გამოიყენება ვენების ვარიკოზული გაფართოების, თრომბოფლებიტის, ტროფიკული წყლულების, პროსტატის ჰიპერტროფიის დროს. დამზადების წესი ამგვარია: ორ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ თერმოსში. გადაწურეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ ჭამამდე.

✔️ბევრი რაოდენობით თხილის მიღება უკუშედეგს იძლევა. დღიური ნორმა, დაახლოებით, 15-20 თხილის გულია, ანუ, ხელის გულზე დატეული რაოდენობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იზრდება გაზების დაგროვება, ჩნდება დიარეა, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, თავის ტკივილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა