მედიცინა

თხილი, როგორც მკურნალი

№47

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 01.12, 2023 წელი

თხილი
დაკოპირებულია

თხილი გამოიყენება გაცივებით გამოწვეული დაავადებების, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, წვივის ტროფიკული წყლულის, წვრილი კაპილარებიდან სისხლდენის დროს, ასევე კუჭ-ნაწლავის დაავადების, სისხლნაკლებობის, ავიტამინოზის, რაქიტის, კოლიტის, შარდკენჭოვანი დაავადების, რევმატიზმის სამკურნალოდ.

წინამდებარე ჯირკვლის გადიდებისას თხილის გულისგან, ქერქისგან და ფოთლებისგან ნახარშს ამზადებენ და ღამით მიკროკლიზმის სახით იკეთებენ.

თხილის ფოთლების ნახარში: 20 გრამი დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 400 მილილიტრი მდუღარე წყალი და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ დააყენეთ 30 წუთი, გაწურეთ. მიიღეთ 100 მილილიტრი 2-3-ჯერ დღეში ჰიპერტონიული დაავადების, თირკმელების, ღვიძლის დაავადების, ფაღარათის, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროპიის დროს.

თხილის გული საგულდაგულოდ გასრისეთ და შეურიეთ წყალს (200 გრამი თხილის გული 200 მილილიტრ წყალზე). მიიღეთ 50 მილილიტრი 3-ჯერ დღეში შარდკენჭოვანი დაავადებების, სისხლის ამოხველების, ციებ-ცხელების, კოლიტის დროს. სისხლნაკლებობის დროს თხილის გული შეურიეთ თაფლს (200 გრამი თხილის გული 50 გრამ თაფლზე), მიიღეთ 25 გრამი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ

სამკურნალოდ გამოიყენება ფოთლებისა და ქერქი ნაყენიც. ერთ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს (ერთი დღის დოზა). კარგია, ასევე, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული თხილის სალათებში, სოუსებსა და დესერტებში. ეს კერძის კვებით ღირებულებას საგრძნობლად გაზრდის.

თხილი, კაკალი, ნუში ძალიან სასარგებლოა ბავშვისთვის. მის ორგანიზმს ბევრი საჭირო ვიტამინით ამარაგებს და განსაკუთრებით საუკეთესოდ კვებავს ტვინს. თუმცა, დიეტოლოგები გვირჩევენ, თხილსა და კაკალს მეტისმეტად არ მივეძალოთ, რადგან მათი უჯრედისი ძნელი ასათვისებელია. განსაკუთრებით, ბავშვებისთვის – მის გადამუშავებას ძალიან ბევრი ენერგია სჭირდება. ამიტომ 3-4 წლამდე ბავშვებთან თხილთან დაკავშირებით ფრთხილად ვიყოთ. თუ მაინც გასინჯა ბავშვმა და მოეწონა, ნუ წაართმევთ, მაგრამ ეცადეთ, არ გადაამეტოს და არც ყოველდღე მიიღოს ამ ასაკში. გარდა იმისა, რომ პატარებს მისი მონელება უჭირთ, ასევე, შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია ან გაუღიზიანოს ყელი.

რაც შეეხება 3-4 წლის შემდეგ, თუ ბავშვს თხილზე ალერგია არ აქვს, თავისუფლად მიეცით, ოღონდ დოზირებულად – დღეში, დაახლოებით, 50 გრამი თხილი ან კაკალი საკმარისია. გააფრთხილეთ, რომ კარგად დაღეჭონ.

თხილში შემავალი კალიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქოლესტერინის დონისა და არტერიული წნევის დარეგულირებაში, რაც ამცირებს ინსულტებისა და ინფარქტების განვითარების შესაძლებლობას. იცავს ათეროსკლეროზისგან. კალციუმი კი სისხლძარღვების კედლებისა და გულის კუნთების ელასტიკურობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ასევე, რეკომენდებულია თხილის მიღება მათთვის, ვისაც სისხლის დაავადებები აქვს.

თხილში არსებული ანტიოქსიდანტების, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების წყალობით, ძლიერდება იმუნიტეტი. თხილის მიღებით ადამიანი ორგანიზმს ეხმარება, დაუპირისპირდეს ინფექციურ და ვირუსულ დაავადებებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული