მედიცინა

ტყემლის სასარგებლო თვისებები

№24

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 21.06

ტყემალი
დაკოპირებულია

ტყემალს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს. მაგალითად, დამტკიცებულია, რომ ტყემლის რეგულარული მიღება ორგანიზმს რადიაციისა და დასხივების მოქმედებასთან შებრძოლებაში ეხმარება. კარგად მოქმედებს ის მამაკაცებზე. ტყემალში ჭარბადაა ასკორბინის მჟავა, რის გამოც ის გამოიყენება ავიტამინოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. ამასთან, ამ ხილის რეგულარული გამოყენება დადებითად მოქმედებს იმუნიტეტზე. ტყემლის შემცველობაში შაქრის მცირე რაოდენობის გამო მისი მიღება შეუძლიათ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებსაც. ტყემალი შესანიშნავი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. ის გამოიყენება ორგანიზმის გაწმენდისა და გაახალგაზრდავებისთვის. რადგანაც ტყემალი დაბალკალორიულია, მისი მიღება ნებადართულია ჭარბი წონის დაკლების პროცესში.

ტყემალი, ასევე, გამოიყენება კოსმეტიკური მიზნებისთვის. მაგალითად, ტყემლის ნაყენი შესანიშნავი საშუალებაა დაბანისთვის – ის კანის ცხიმიანობას ებრძვის. ხილის ნაყოფის რბილობის გამოყენება შეიძლება ნიღბის სახით, ეს ნაყენი სახეს გამონაყრისგან წმენდს. ნაყოფისა და დაქუცმაცებული კურკის ნარევი შესანიშნავი საშუალებაა სახის კანის, ყელისა და დეკოლტეს ზონის გაახალგაზრდავებისთვის.

ტყემლის შემადგენლობაში კალიუმის არსებობა გულის ნორმალურ მუშაობას უწყობს ხელს. ტყემალი შესანიშნავი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. გამოიყენება ორგანიზმის გაწმენდისა და გაახალგაზრდავებისთვის. ეს ხილი დაბალკალორიულია და მისი მიღება ნებადართულია დიეტაზე ყოფნის დროსაც. სასარგებლოა ალუჩისა და ტყემლის ნახარშები და კომპოტები, ისინი აძლიერებენ მადას და აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას. განსაკუთრებით სასარგებლოა გასტრიტებისა და მომატებული მჟავიანობისას.

ოფიციალური მედიცინა რაციონში ალუჩისა და ტყემლის ჩართვას განსაკუთრებით ურჩევს ორსულ და მეძუძურ ქალებს, ბავშვებს, ხნიერ ადამიანებს, რადგან ის ორგანიზმის ვიტამინებით, მინერალებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით მომარაგების ფასდაუდებელი საშუალებაა. რადგანაც ტყემლის შემადგენლობაში ამიგდალინის მჟავა შედის, მისი გამოყენება შეიძლება ბრონქული ასთმის შეტევის დროს.

ტყემლის მიღება რეკომენდებული არაა: ინდივიდუალური აუტანლობის დროს, კუჭის წვენის გაზრდილი მჟავიანობის, გასტრიტისა და კუჭის წყლულის დროს. ტყემლის კურკაში არის მავნე ნივთიერებები, რამაც შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს. ტყემლის ნაყოფი ადამიანმა ზომიერი რაოდენობით უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, კუჭის აშლილობა გამოიწვიოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა