თირკმელების ჯანმრთელობა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 13.03

ადამიანის ორგანიზმისთვის თირკმელების ჯანმრთელობასა და ნორმალურ ფუნქციობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამის უზრუნველსაყოფად კი აუცილებელია მათი პერიოდულად გაწმენდა. დიეტაში გარკვეული ცვლილებების შეტანა დაეხმარება თქვენს თირკემელებს ტოქსინებისგან გათავისუფლებაში და ამავე დროს დაგიცავთ კენჭების წარმოქმნისგან. ასეთი პროდუქტებია:
კენკრა – ანტიოქსიდანტების წყაროა. კენკრის რეგულარულად მიღება ეხმარება თირკმელებს შარდის მჟავას გამოთავისუფლებაში. ასევე, სასარგებლოა ყურძენი. ის შეიცავს ქინინებს, რომლებიც ხელს უწყობს შარდის გამოყოფას, ამიტომაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თირკმელებისთვის.
იოგურტი – შეიცავს სასარგებლო პრობაქტერიებს, რომლებიც ეხმარება თირკმელებს გაწმენდაში. საკვებ რაციონში იოგურტისა და სხვა რძემჟავა პროდუქტების წილი დაბალანსებული უნდა იყოს.
გოგრის თესლი – ტოქსინების გამოდევნის ეფექტური საშუალებაა. მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებიც მნიშვნელოვანია თირკმელების ჯანმრთელობისთვის.
ლიმონის წვენი – ბუნებრივად მჟავეა და ზრდის ციტრატის დონეს შარდში, რაც ხელს უშლის თირკმლის ქვების წარმოქმნას. ლიმონის წვენი ასევე, ფილტრავს სისხლს და გამოდევნის ნარჩენებს და სხვა ტოქსინებს. გაზავებული ლიმონის წვენის ყოველდღიური მიღება ამცირებს თირკმელებში ქვების წარმოქმნის სიჩქარეს, ხსნის კალციუმის ოქსალატის კრისტალებს, რომელიც თირკმლის კენჭების ყველაზე გავრცელებული შემადგენელია. თირკმელებში ქვების მქონე ადამიანებისთვის ლიმონისა და ზეითუნის ზეთის შერწყმა უზრუნველყოფს ქვების გლუვ გავლას.
საზამთრო – მსუბუქი შარდმდენი საშუალებაა. ატენიანებს და ასუფთავებს თირკმელებს. ის, ასევე, მდიდარია ლიკოპენით, რომელიც აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას და უზრუნველყოფს თირკმელების კარგად ფუნქციონირებას. საზამთრო, ასევე, შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმის მარილებს, რომლებიც არეგულირებს შარდის მჟავიანობას და ხელს უშლის ქვების წარმოქმნას. სინამდვილეში, საზამთროს რეგულარული ჭამა შესანიშნავია თირკმელების ჯანმრთელობისთვის.
ბროწეული – ბროწეულის წვენიც და მარცვლებიც დიდი რაოდენობით კალიუმს შეიცავს და ამიტომ ეფექტურია თირკმლის ქვების მოსაცილებლად. კალიუმი ამცირებს შარდის მჟავიანობას, ხელს უშლის ქვების წარმოქმნას მისი შემკვრელი თვისებების გამო, აფერხებს თირკმელებში მინერალების კრისტალიზაციას და გამოდევნის ტოქსინებსა და ნარჩენებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან