მედიცინა

თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა

№33

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 24.08, 2023 წელი

თაფლი
დაკოპირებულია

თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა ძალიან საჭირო პროცედურაა. სისხლძარღვების რეგულარული გაწმენდა გაგათავისუფლებთ ისეთი ჩივილებისგან, როგორიცაა თავის ტკივილები და სიმძიმის შეგრძნება თავში. ამასთან, პოზიტიურად იმოქმედებს მეხსიერებასა და თქვენს გუნება-განწყობაზე.

თაფლი და ნიგოზი

ხუთი კაკლის ლებანი დაფქვით და შეურიეთ 1 სადილის კოვზი ცაცხვის თაფლს, დაუმატეთ თითო მწიკვი დარიჩინი და კოჭა, ისევ აურიეთ და მოათავსეთ მაცივარში ერთი დღე-ღამის განმავლობაში. ეს სამკურნალო ნაზავი დღეში 3-ჯერ უნდა მიიღოთ 1 სადილის კოვზი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ხახვი და თაფლი

1/3 ჭიქა ხახვის წვენი შეურიეთ ერთ ჭიქა ნატურალურ თაფლს. მიიღეთ სამკურნალო ნაზავი დღეში 3-ჯერ 1 ჩაის კოვზი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ის არა მარტო ეფექტურად წმენდს სისხლძარღვებს, ასევე, აძლიერებს იმუნიტეტს.

ნატურალური წვენები

მიიღეთ ერთი ჭიქა ბროწეულის წვენი ყოველდღიურად სადილამდე და ვახშმამდე ნახევარი საათით ადრე. შეგიძლიათ, ასევე მონაცვლეობით მიირთვათ ვაშლისა და სტაფილოს წვენები. მაღაზიაში ყიდვას გირჩევთ თავად გამოწუროთ, ამ შემთხვევაში ასი პროცენტით იქნებით დარწმუნებული, რომ ნამდვილად ნატურალურ პროდუქტს იღებთ. ამასთან, მხედველობაში მიიღეთ ის ფაქტი, რომ ახლად გამოწურული წვენი ვიტამინებსა და სამკურნალო თვისებებს მხოლოდ 7 წუთის განმავლობაში ინარჩუნებს.

ოროვანდის ნაყენი

თერმოსში ჩაყარეთ 10 გრამი ოროვანდის ხმელი ფესვები და დაასხით მდუღარე წყალი. გააჩერეთ 8-10 საათი, გადაწურეთ და დადგით გრილ ადგილას. მიიღეთ 4 სადილის კოვზი სამკურნალო ნაყენი საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი მოიცავს ერთ თვეს.

სასარგებლო პროდუქტები

ორგანიზმის სრული გაჯანსაღებისა და სისხლძარღვების გაწმენდისთვის ყოველდღე საუზმემდე ნახევარი საათით ადრე უნდა მიირთვათ ერთი მანდარინი, ერთი მუჭა ქიშმიში და ნიგოზი, 15–20 წუთის მერე მიიღეთ ერთი ჭიქა წყალი 1 ჩაის კოვზ თაფლთან და ერთ ნაჭერ ლიმონთან ერთად. 10-15 წუთის გასვლის შემდეგ კი შეგიძლიათ, საუზმე მიირთვათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა