მედიცინა

ტარხუნის სასარგებლო თვისებები

№52

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 05.01, 2024 წელი

ტარხუნა
დაკოპირებულია

ტარხუნის შემადგენლობა:

მცენარე მდიდარია მაკროელემენტებითა (მაგნიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, ფოსფორი) და მიკროელემენტებით (რკინა, სპილენძი, თუთია, სელენიუმი, მარგანეცი).

ტარხუნის ეთერზეთები არა მხოლოდ გასაოცარი არომატითა და გემოთი გამოირჩევა, არამედ სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვისაც.

დამტკიცებულია ტარხუნის სასარგებლო თვისებები:

  • სტრესულ სიტუაციებთან, მოუსვენარ ძილთან, თავის ტკივილთან გამკლავებაში;
  • აქვს ეფექტური შარდმდენი და ორგანიზმის ჭიებისგან გამწმენდი თვისება;
  • ტარხუნის ნაყენი რეკომენდებულია ართრიტისა და რევმატიზმის დროს;
  • თირკმელებისა და საშარდე სისტემის დაავადებებისას აწესრიგებს ამ ორგანოების მუშაობას და აქრობს ვირუსისა და ანთების საწინააღმდეგო პროცესებს;
  • ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით, გამოიყენება რესპირატორული სისტემის მკურნალობისას: ანგინების, ბრონქიტების, ფილტვების ანთებებისა და ტუბერკულოზის დროსაც კი;
  • ეფექტურია ტარხუნის გარეგანი მოხმარებაც – მას იყენებენ ეგზემების, მუნის, დამწვრობების დროს.

ზოგადად კი, ტარხუნა სისხლის მიმოქცევის სისტემისთვის და სისხლძარღვების გასამაგრებლად გამოიყენება. ის ანტიოქსიდანტების მადანია. სპობს ორგანიზმზე თავისუფალი რადიკალების გავლენას, ეწინააღმდეგება კანის დროზე ადრე დებერებას, აფერხებს ორგანიზმში ონკოლოგიური წარმონაქმნების გაჩენას.

ტარხუნა შეუცვლელია დიეტური კვების მხრივაც – 100 გრამში, დაახლოებით, 25 კილოკალორიაა. გასახდომი დიეტის დროს, როგორც წესი, მარილის მიღება იზღუდება და ტარხუნა, სხვა მწვანილებთან ერთად, მის შემცვლელად გამოიყენება. ამგვარად გვარდება „უგემური“ საკვების პრობლემა. ამ დროს მცენარე არა მხოლოდ აუმჯობესებს საკვების გემოს, არამედ ორგანიზმიდან ზედმეტი სითხეც გამოჰყავს, წმენდს ნაწლავებს პარაზიტებისგან.

პოლიგაჯერებული მჟავების მაღალი შემცველობის წყალობით, ტარხუნა აწესრიგებს ცხიმოვან და ქოლესტერინულ ცვლას, ამაღლებს იმუნიტეტს, ორგანიზმის გამძლეობას ინფექციური და გრიპოზული დაავადებების მიმართ. იმავე მიზეზით, ტარხუნის გამოყენება მნიშვნელოვანია ჰიპერტონიის მქონე ადამიანებისთვის და მათთვის, ვისაც თირკმელებში ქვები აქვს.

ვიტამინების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო, მცენარე გამოიყენება, როგორც პოლივიტამინური საშუალება.

ტარხუნას მრავალმხრივ სამკურნალო მოქმედებას მიაწერენ. მართალია, მათი უმეტესობა კვლევებით დადასტურებული არ არის, მაგრამ ხალხურ მედიცინაში დიდი ხნის ნაცადია.

ვარაუდობენ, რომ ტარხუნას მენსტრუალური ციკლის მარეგულირებელი ეფექტი აქვს.

ტარხუნა უმთავრესად საჭმლის მომნელებელი თვისებებით არის ცნობილი. მწარე ნივთიერებები, რომლებიც უხვადაა მასში, აღძრავს მადას და ხელს უწყობს ნერწყვის გამოყოფას, აუმჯობესებს კუჭის წვენისა და ნაღვლის გამომუშავებას, რაც, საბოლოო ჯამში, აადვილებს საჭმლის მონელებას, განსაკუთრებით კი მძიმე და ცხიმიანი საჭმლისას. გარდა ამისა, აჯანსაღებს ნაწლავურ ფლორას, არეგულირებს შიმშილის გრძნობას და ხელს უწყობს წონის კლებას.

ტარხუნის შემადგენლობაში შემავალი ეთერზეთები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

ტარხუნა კატეგორიულად უკუნაჩვენებია ორსულობის დროს – მიიჩნევა, რომ მას ნაყოფის მოშლის პროვოცირება შეუძლია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა