ტარხუნის გასაოცარი თვისებები
ავტორი: „თბილისელები“ 14:00 19.12
ტარხუნა – ეს სურნალოვანი მწვანილი, რომელსაც ბევრი კერძისა თუ სასმლის მოსამზადებლად იყენებენ, მდიდარია მრავალი სასარგებლო ნივთიერებით, რის გამოც ძველთაგანვე გამოიყენება ხალხურ მედიცინაში.
ტარხუნის ძირითადი სამკურნალო თვისებებია:
• ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი – ეხმარება ორგანიზმს ანთებითი პროცესების დაძლევაში და გამოიყენება ართრიტის, რევმატიზმისა და კბილის ტკივილის დროს;
• იმუნიტეტის გამაძლიერებელი – შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს (განსაკუთრებით C და B ჯგუფის) და ანტიოქსიდანტებს, რაც ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას ინფექციების მიმართ;
• საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის – ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ორგანიზმს ამარაგებს საჭირო მიკროელემენტებითა და მჟავებით;
• შარდმდენი და ჭიებისგან გამწმენდი – აქვს ეფექტური შარდმდენი და ანტიპარაზიტული (ჭიების საწინააღმდეგო) თვისება, რაც სასარგებლოა თირკმელებისა და საშარდე სისტემის დაავადებების, მათ შორის ცისტიტის დროს (არეგულირებს ორგანოების მუშაობას და აქრობს ანთებას);
• ნერვული სისტემისთვის – ეხმარება ორგანიზმს სტრესულ სიტუაციებთან, მოუსვენარ ძილთან და თავის ტკივილთან გამკლავებაში;
* სასუნთქი სისტემისთვის – ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით, გამოიყენება ანგინების, ბრონქიტების, ფილტვების ანთებების და სხვა რესპირატორული დაავადებების დროს;
• გარეგანი გამოყენება – გამოიყენება ეგზემის, მუნისა და დამწვრობების დროს;
• სისხლის მიმოქცევის სისტემისთვის: კარგია სისხლძარღვების გასამაგრებლად და ზოგადად, სისხლის მიმოქცევის სისტემისთვის. ნორმალიზდება არტერიული წნევა.
მნიშვნელოვანი გაფრთხილება:
* ტარხუნა შეიცავს ეთერზეთებს (ესტრაგოლი), რის გამოც ზოგიერთი სპეციალისტი გვირჩევს, ცოცხალი ტარხუნის დიდი რაოდენობით მიღებისგან თავი შევიკავოთ, რადგან ტოქსიკურმა ნივთიერებებმა შესაძლოა, გააღიზიანოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი და გამოიწვიოს თირკმლის კენჭების დაძვრა;
• ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის ტარხუნის მიღება არ შეიძლება (განსაკუთრებით დიდი დოზით), რადგან შეიძლება გაზარდოს საშვილოსნოს ტონუსი. გამოყენებამდე, განსაკუთრებით სამკურნალო მიზნებისთვის, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ტარხუნას ხალხურ მედიცინაში სხვადასხვა ფორმით იყენებენ, განსაკუთრებით ნაყენებისა და კომპრესების სახით.
ნაყენი საჭმლის მონელებისა და იმუნიტეტის გასაძლიერებლად – ეს ნაყენი აუმჯობესებს მადას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ზოგადად აძლიერებს ორგანიზმს.
ინგრედიენტები: 1 სადილის კოვზი გამხმარი ტარხუნა (ან 2 სადილის კოვზი ახალი), 1 ჭიქა (200 მილილიტრი) მდუღარე წყალი.
მომზადება: ტარხუნას დაასხით მდუღარე წყალი. გააჩერეთ თავდახურული 15-20 წუთის განმავლობაში და გაწურეთ. დალიეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი შეიძლება, გაგრძელდეს 10 დღე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





