მედიცინა

თალგამი თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

№46

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 26.11, 2021 წელი

თალგამი
დაკოპირებულია

თალგამი ძალიან ძვირფასი ბოსტნეულია. კერძოდ, მისი გამოყენება შეიძლება, როგორც პროფილაქტიკური საშუალება ონკოლოგიური დაავადების წინააღმდეგ. თალგამი შეიცავს ძალიან იშვიათ ნივთიერებას – გლუკორაფომინს, რომელშიც შედის სულფარაფომინი, ნივთიერება, რომელსაც სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები აქვს. გარდა ამისა, თალგამი წარმატებით გამოიყენება დიაბეტის, კოლიტის, გასტრიტის, ძვლოვანი დაავადებების სამკურნალოდ. ის დიდი რაოდენობით შეიცავს გოგირდსა და მაგნიუმსაც, რაც თალგამს შეუცვლელ საშუალებად აქცევს ქალებში ოსტეოპოროზის მკურნალობისთვის. თალგამი გამოიყენება, როგორც ნაღველმდენი და შარდმდენი საშუალება, რომელიც თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტში კენჭების დაშლას უწყობს ხელს.

თუ თირკმელკენჭოვანი დაავადება გაწუხებთ: გახეხეთ 100 გრამი კანიანი თალგამი და ხარშეთ 10 წუთით ნახევარ ლიტრ წყალში. გააგრილეთ. დაუმატეთ 2-3 სადილის კოვზი ძახველის წვენი. დალიეთ გადაწურული სითხე დღის მეორე ნახევარში. ამის შემდეგ სასურველია, მიიღოთ ცხელი აბაზანა. შედეგად ქვიშა და კენჭები დაიშლება და გამოიყოფა. მკურნალობამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

კომპრესები სახსრებისა და წელისთვის – კარაქში შეურიეთ 100 გრამი გახეხილი თალგამი და პირშუშხა და ამ მალამოთი დაიზილეთ მტკივანი სახსრები.

თალგამის გემრიელი და სასარგებლო კერძი – გახეხეთ თალგამი, დაუმატეთ თევზი, წიწიბურას ან სხვა ფაფა, სტაფილო, ბარდა, ხახვი, მწვანილი.

დაორთქლილი ან გამომცხვარი გახეხილი თალგამი შეგიძლიათ, ასევე გამოიყენოთ ბოსტნეულის რაგუს, სალათების, ბოსტნეულის ტორტის მოსამზადებლად.

თალგამი უამრავ ვიტამინთან ერთად ძლიერ ანტიმიკრობულ ნივთიერებებსაც შეიცავს, ამიტომ თალგამის წვენი თაფლით (ან შაქრით) უებარია ბრონქიტისა და ზედა სასუნთქი გზების კატარის დროს.

წვენის მომზადების ორი მეთოდი არსებობს: პირველი – თალგამს ამოუღებენ გულს, მის ადგილას კი ჩაასხამენ თაფლს ან ჩაყრიან შაქარს. რამდენიმე საათის შემდეგ გამოიყოფა წვენი, რომელიც უნდა დალიოთ 1 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ. არსებობს მეორე, უფრო ეკონომიური მეთოდი – გაფცქვნილ თალგამს დაჭრიან წვრილად, ჩაყრიან ჭურჭელში, დააყრიან შაქარს (ან დაასხამენ თაფლს). ამ მეთოდით წვენი უფრო სწრაფად გამოიყოფა, თანაც უფრო მეტი.

თალგამისგან ამზადებენ გარეგან სამკურნალო საშუალებასაც მიოზიტისა და ნახეთქი ჭრილობების სამკურნალოდ. ამისთვის თალგამის წვენს შეურევენ სპირტს ან მარილს.

თალგამის დანაყილი თესლი, ცოტა წყალთან ერთად, კარგია წყლულებისა და ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ.

თალგამის წვენი, ისევე, როგორც პირშუშხასი, აქრობს ჭორფლს. ამისათვის იყენებენ თალგამის ფესვების სპირტხსნარს.

იმის გამო, რომ თალგამს საკმაოდ უხეში უჯრედისი აქვს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების შემთხვევაში (წყლულოვანი დაავადებები, მწვავე კოლიტი) უმჯობესია, ის რაციონიდან ამოიღოთ, თუმცა ეს თაფლიან წვენს არ ეხება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი