სტაფილოს სამკურნალო თვისებები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 30.05

ბოლო დროს ხშირია მსჯელობა – სტაფილო ხილია თუ ბოსტნეული, თუმცა უდავოა ის, რომ მას მრავალი სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისება აქვს, რაც მის მდიდარ ბიოქიმიურ შემადგენლობას უკავშირდება.
მხედველობის გაუმჯობესება
სტაფილო მდიდარია ბეტა-კაროტინით, რომელიც თვალის ბადურის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია და ხელს უშლის ღამის სიბრმავეს.
კანისა და თმის ჯანმრთელობა
ანტიოქსიდანტები და A ვიტამინი კანს იცავენ აკნესგან, აქრობენ ანთებით პროცესებს და ხელს უწყობენ კანის რეგენერაციას.
იმუნიტეტის გაძლიერება
C ვიტამინი და სხვა ფიტონუტრიენტები აძლიერებენ იმუნურ სისტემას და იცავენ ინფექციებისგან.
ანტიკანცეროგენული მოქმედება
სტაფილოში შემავალი კაროტინოიდები და ფალკარინოლი ეხმარებიან უჯრედებს სიმსივნური ცვლილებებისგან თავის დაღწევაში.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
კალიუმი და ანტიოქსიდანტები ხელს უწყობენ წნევის დარეგულირებას და გულის ჯანმრთელობას.
საჭმლის მომნელებელი სისტემა
უჯრედისით მდიდარი სტაფილო აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ებრძვის შეკრულობას და აცილებს ორგანიზმიდან ტოქსინებს.
შაქრიანი დიაბეტი
მიუხედავად სიტკბოსა, სტაფილოს აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი, რაც ნიშნავს, რომ ის უსაფრთხოა ზომიერად დიაბეტიანებისთვის.
ღვიძლის გაწმენდა
სტაფილო ხელს უწყობს ღვიძლის დეტოქსიკაციას და ეხმარება ცხიმოვანი გროვების აღმოფხვრაში.
სტაფილოს წვენი იმუნიტეტისთვის
ჩვენებები: იმუნური სისტემის გაძლიერება, დაღლილობის მოხსნა, კანის გასუფთავება
რეცეპტი: 2-3 დიდი სტაფილო, ნახევარი ლიმონის წვენი, ერთი ჩაის კოვზი თაფლი (სურვილისამებრ).
მომზადება: გახეხეთ ან გაატარეთ სტაფილო წვენსაწურში. დაუმატეთ ლიმონის წვენი და თაფლი. დალიეთ ყოველდღე, უზმოზე ან ჭამის წინ.
სტაფილოს ჩაი ხველისა და ბრონქიტისთვის
ჩვენებები: ხველა, ბრონქიტი, ყელის ტკივილი
რეცეპტი: 1 ჩაის ჭიქა გახეხილი სტაფილო, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 300 მილილიტრი მდუღარე წყალი.
მომზადება: გახეხილ სტაფილოს დაასხით მდუღარე წყალი, დააყენეთ 15 წუთი, გადაწურეთ და დაუმატეთ თაფლი და ლიმონის წვენი. დალიეთ თბილი დღეში 2-3-ჯერ.
სტაფილოსა და ვაშლის სალათა ღვიძლისა და კუჭის გასაწმენდად
ჩვენებები: ღვიძლის დეტოქსიკაცია, მონელების გაუმჯობესება
რეცეპტი: 1 ცალი სტაფილო, 1 ცალი მწვანე ვაშლი, რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი.
მომზადება: გახეხეთ სტაფილო და ვაშლი, აურიეთ ლიმონის წვენთან და მცირე რაოდენობით ზეითუნის ზეთთან. მიირთვით დილით ან სადილის დროს.
სტაფილოს პასტა დამწვრობებისთვის და კანის გაღიზიანებისთვის
ჩვენებები: დამწვრობები, მცირე ჭრილობები, კანის ანთება
რეცეპტი: გახეხილი სტაფილო, რამდენიმე წვეთი ზეითუნის ან სელის ზეთი.
მომზადება და გამოყენება: გახეხეთ სტაფილო და შეაზავე ზეთთან. დაიდეთ დაზიანებულ ადგილას 15-20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან