შავი მოცხარის საოცარი თვისებები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 17.02, 2022 წელი

შავ მოცხარში ყველაზე დიდი რაოდენობით C ვიტამინია. დღეში მხოლოდ 20 გრამი შავი მოცხარი საკმარისია ორგანიზმისთვის ასკორბინის მჟავის მისაღებად.
თუმცა, გარდა ამისა ეს კენკრა ბევრად მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე აქამდე ვიცოდით. გადამუშავებული სახითაც კი მოცხარი სავსეა პექტინით, ვიტამინებით E, K, B და PP, ასევე, რკინით, თუთიით, ფოსფორით, მაგნიუმით, კალიუმითა და ნატრიუმით.
მოცხარი
✔️ ამაღლებს იმუნიტეტს;
✔️ დაბლა წევს სიცხეს;
✔️ მატებს ტონუსს;
✔️არის შესანიშნავი ანტისეპტიკური საშუალება;
✔️ხელს უშლის ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნას;
✔️ ხელს უშლის ორგანიზმში სითხის დაგროვებას;
✔️ ამშვიდებს ნერვულ სისტემას;
✔️არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.
დაშაქრული მოცხარი რეკომენდებულია გაციების დროს, ძალების აღსადგენად და ავიტამინოზის სამკურნალოდ. მიირთვით დღეში 3-3 ჩაის კოვზი გემრიელი კენკრა ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის.
შავი მოცხარის წვენი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, დაბალი მჟავიანობისას, რკინადეფიციტური ანემიის დროს, მეტაბოლიზმის დარღვევის შემთხვევაში. სეზონზე რეკომენდებულია დღეში 1 ჭიქა წვენის მიღება. ამ შემთხვევაში მკურნალობის კურსი 2-3 კვირა უნდა იყოს.
შავი მოცხარის ნაყენი შესანიშნავია რესპირატორული დაავადებების დროს ხველის შესამსუბუქებლად და ზედა სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ. ნაყენი შემდეგნაირად უნდა მოამზადოთ: 1 სადილის კოვზ მშრალ კენკრას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ შეფუთულ ჭურჭელში 2 საათის განმავლობაში. მიირთვით თითო ფინჯანი მოცხარის ჩაი დღეში 3-ჯერ.
შავი მოცხარის ცოცხალი ნაყოფი, მისი წვენი, ნახარში ვიტამინების შეუცვლელი წყაროა. მას იყენებენ ავიტამინოზის დროს, როგორც მადის აღმძვრელ საშუალებას გასტრიტების დროს დაქვეითებული მჟავიანობით, კუჭის წყლულის დაავადებებისას, ნაწლავების დაავადებების დროს. გახეხილი ნაყოფი შაქართან და წიწიბურას ფქვილთან ერთად (1:1 თანაფარდობით) გამოიყენება სისხლში ჰემოგლობინის ასამაღლებლად.
შავი მოცხარის ფოთოლი ჩაის სახით ორგანიზმს აჯანსაღებს. მასში C ვიტამინი უფრო მეტია, ვიდრე ნაყოფში, ამიტომ ეფექტური მოქმედება აქვს, როგორც ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკურ, მატონიზირებელ საშუალებას, გამოიყენება რევმატიზმის საწინააღმდეგოდ, ასევე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისას, გასტრიტებისა და პოდაგრისას. მკურნალობის მიზნით, ფოთლებს, ჩვეულებრივ, ნაყენის სახით იყენებენ. მას ორგანიზმიდან გამოაქვს პურინისა და შარდის მჟავები. არის მსუბუქი გამხსნელი საშუალება. გამოიყენება ნივთიერებათა ცვლის დარღვევების, სისხლდენის დროს. კუჭის აშლილობის დროს რეკომენდებულია მშრალი ნაყოფის ნახარში.
გაითვალისწინეთ მისი უკუჩვენებები: კენკრის დიდი რაოდენობით მიღება არ არის რეკომენდებული გასტრიტის დროს, მაღალი მჟავიანობისას, თრომბოფლებიტის დროს და ჰეპატიტის შემთხვევაში. ფრთხილად უნდა მიიღოთ ეს კენკრა იმ ადამიანებმა, ვინც ცოტა ხნის წინ გადაიტანეს ინფარქტი ან ინსულტი.
ცოცხალი მოცხარი ბევრად სასარგებლოა, ამიტომ ზაფხულში, მოცხარის სეზონზე, მიირთვით გემრიელი კენკრა, ზამთრისთვის კი კარგი იქნება, თუ მას გაყინავთ, გააშრობთ ან შაქარში შეინახავთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან