მედიცინა

შავი კვლიავის საოცარი თვისებები

№3

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00

კვლიავი
დაკოპირებულია

შავი კვლიავი (ძირა) შეიცავს ამინომჟავებს – არგინინს, ალანინს, ასპარგინს, თიროზინს; მონოსაქარიდებს – გლუკოზას, რამნოზას, არაბინოზას, ქსილოზას; ცხიმოვან მჟავებს – მირისტინის მჟავას, პალმიტინის მჟავას, სტეარინის მჟავას, ოლეინის მჟავას, ლინოლენის მჟავას; ასევე, შეიცავს ალკალოიდებს, საპონინებს, საკვებ ბოჭკოებს, აცილგლიცეროლს, ტრიპტოფანს, არგინენს და ასე შემდეგ.

შავი კვლიავის თესლი ბუნების საჩუქარია. ამ მცენარის გასაოცარი სასარგებლო და სამკურნალო თვისებები მთელ მსოფლიოშია ცნობილი და გამოიყენება როგორც კულინარიაში ასევე, სამედიცინო სფეროში. ქვემოთ მოცემული ჩამონათვალი ასახავს ამ მცენარის დადებით თვისებებს: გამოიყენება მომნელებელი ტრაქტის დაავადებების სამკურნალოდ (დიარეა, დიზენტერია, მეტეორიზმი და ასე შემდეგ); ასტიმულირებს პანკრეასის ფერმენტების სეკრეციას; აუმჯობესებს მეხსიერებას; გამოიყენება ამნეზიის სამკურნალოდ; ამცირებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას; იცავს ტვინის უჯრედებს რადიაციისგან მიყენებული დაზიანებებისგან; ასტიმულირებს დეტოქსიკაციის პროცესს ღვიძლში; გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ (ასთმა, ალერგია, ხველა, ბრონქიტი, ემფიზემა, გრიპი, ღორის გრიპი და ასე შემდეგ); პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ; ყელის ტკივილის სამკურნალოდ; უშაქრო დიაბეტის სამკურნალოდ; ამცირებს ეპილეპტიკური შეტევების სიხშირესა და სიძლიერეს; აქვს ანტიკარცენოგენული მოქმედება. ეწინააღმდეგება სიმსივნური უჯრედების ზრდასა და გავრცელებას; გამოიყენება ლეიკემიის სამკურნალოდ; წვავს ცხიმებს, ეხმარება ორგანიზმს წონის კლებაში; გამოიყენება სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ; გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ; ამცირებს სისხლში ტრიგლიცერიდის რაოდენობას; ასტიმულირებს ტესტოსტერონის სეკრეციას; ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას; გამოიყენება ოსტეოპოროზისა და ართრიტის სამკურნალოდ; გამოიყენება კანის დაავადებების (ეგზემა, აკნე, სოკო და ასე შემდეგ) სამკურნალოდ; თირკმელში კენჭების დასაშლელად; თირკმლის იშემიური დაზიანებების სამკურნალოდ; ზრდის სპერმის მოძრაობის უნარსა და მორფოლოგიას; ზრდის რძის სეკრეციას; ამცირებს სისხლში გლუკოზის რაოდენობას; ამცირებს კუნთების სპაზმს; სისხლძარღვებს ხდის მეტად ელასტიკურს; ამცირებს კოლიტის წარმოქმნის რისკს; გამოიყენება მელანომას სამკურნალოდ, შარდის ბუშტის ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ; ამცირებს დიაბეტისგან გამოწვეულ ღვიძლის დაზიანებებს; არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს; აუმჯობესებს შარდის სეკრეციას.

შავი კვლიავის (ძირას) მიღების წესი

კვლიავის თესლი შეგიძლიათ, პირდაპირ დაღეჭოთ ჭამამდე 30-45 წუთით ადრე, დღეში 3-ჯერ 1/2 ჩაის კოვზი.

ნახარში – 2 ჩაის კოვზი ძირას თესლი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 500 მილილიტრი მდუღარე წყალი და ადუღეთ წყლის აბაზანაზე 10 წუთი. შემდეგ გააგრილეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 100 მილილიტრი ნახარში დღეში 3-ჯერ ჭამამდე 1 საათით ადრე.

უკუჩვენება: პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა. არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. 25 გრამზე მეტი შავი კვლიავის თესლი ტოქსიკურია ორგანიზმისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი