სატაცური თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 13.03, 2021 წელი

სატაცურის ფესვი და ყლორტები სამკურნალოდ უძველესი დროიდან გამოიყენება.
სატაცურის შემადგენლობაში შედის ვიტამინები: A, B1, B2, B5, B6, C, E, H, PP.
მის შემადგენლობაში, ასევე, შედის მინერალური ნივთიერებები:
ფოსფორი, ნატრიუმი, კალიუმი, თუთია, რკინა, ფოლიუმის მჟავა, კალციუმი, მაგნიუმი.
ფოლიუმის მჟავა აუცილებელია ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.
სასარგებლო თვისებები:
✔️სატაცური დაგეხმარებათ ნერვული აშლილობის დროს.
✔️სატაცური წმენდს თირკმელებს, ასევე, გამოაქვს კენჭები.
✔️სატაცურს აქვს ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება. ის ასრულებს ანტიოქსიდანტის ფუნქციას და აქვს ნაღველმდენი ეფექტი.
✔️სატაცურს მიიჩნევენ მძლავრ აფროდიზიაკად, რომელიც ამაღლებს ქალის ლიბიდოს და აძლიერებს მამაკაცის პოტენციას.
✔️სატაცური მდიდარია უჯრედისით, რაც დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. მცენარეში შედის ასპარაგინი, რომელიც აფართოებს სისხლძარღვებს და შესაბამისად, ამცირებს არტერიულ წნევას და იცავს გულის კუნთს.
✔️სატაცურს, ასევე, იყენებენ პოდაგრის, რევმატიზმისა და შეშუპების სამკურნალოდ.
✔️მის შემადგენლობაში შემავალი რკინა და მაგნიუმი ხელს უწყობს სისხლწარმოქმნას.
✔️სატაცური ასევე ხელს უწყობს ჭრილობის სწრაფად შეხორცებას და ძალიან სასარგებლოა ძვლოვანი ქსოვილებისთვის.
✔️დაბალი კალორიულობის გამო ის დიეტური პროდუქტია და წონაში დაკლების მსურველთა რაციონში შედის. სატაცურის მიღება პოზიტიურად მოქმედებს კანისა და თმის მდგომარეობაზე.
✔️სატაცური ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვინც დიაბეტითაა დაავადებული. მისი მიღება შეგიძლიათ როგორც საკვების, ისე ნაყენის სახით, რომელიც შემდეგნაირად მზადდება:
სატაცურის ფესურა და ქორფა ყლორტები დააქუცმაცეთ და ერთმანეთში შეურიეთ. ერთი სუფრის კოვზს დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ თერმოსში 1-2 საათით. მიიღეთ ყოველ 2-3 საათში ერთხელ 1 სუფრის კოვზის ოდენობით. ამ ნაყენს კანზე გამონაყრის დროს კომპრესის სახით გარედანაც იყენებენ.
სატაცურის დამზადების დროს გაითვალისწინეთ, რომ არ არის კარგი ცეცხლზე მისი დიდხანს გაჩერება. მოსამზადებლად სულ რამდენიმე წუთიც ჰყოფნის. შესაძლებელია მისი ორთქლზე მომზადებაც, ასევე, შეწვა, გამოცხობა და დამწნილება.
უკუჩვენებები
❗სატაცურმა შეიძლება, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის ცისტიტის, პროსტატიტის და კუჭის წყლულის დროს.
❗სატაცურის მიღებას ერთი უხერხული მომენტი ახლავს თან – შარდს, თირკმელების გაძლიერებული მუშაობის გამო, ძალზე უსიამოვნო სუნი აქვს და, საერთოდ, სხეულსაც საკმაოდ სპეციფიკურ სუნს ანიჭებს.
სატაცურის ფესვების ნახარში სასარგებლოა ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლაში – 60 გრამ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და ადუღეთ 15 წუთი. დააყოვნეთ 45 წუთი, გადაწურეთ და შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყის ოდენობამდე. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 4-5-ჯერ.
✔️სატაცურის ფესვების ნახარში კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებაა. ასევე კარგია მისი მიღება ღვიძლის ანთების და ციროზის დროს.
მომზადების წესი: ერთ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი, ადუღეთ 15 წუთი, 45 წუთს დააყენეთ და გადაწურეთ. ამის შემდეგ აავსეთ ანადუღარი წყლით საწყის ოდენობამდე. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ. ნახარშს იმავე დოზით იღებენ სასიცოცხლო ტონუსის მოსამატებლად.
✔️სატაცურის ფესვისა და ყლორტების ნახარში კარგია არითმიისა და გულისმიერი შეშუპების მოსახსნელად. ამისთვის:
ერთ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით ერთი ჭიქა ცხელი წყალი და 30 წუთის განმავლობაში ადუღეთ წყლის აბაზანაში. შემდეგ გადაწურეთ და აავსეთ ანადუღარი წყლით საწყის ოდენობამდე. მიიღეთ მესამედი ჭიქის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან