მედიცინა

სასკოლო დაავადებები და მათთან გამკლავების გზები

№49

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 20.12

სკოლა
დაკოპირებულია

სკოლაში სასწავლო პროგრამით მოსწავლეთა დიდმა დატვირთვამ შეიძლება, გამოიწვიოს უმოძრაო ცხოვრების წესი, ტანდეგობის დარღვევა, მხედველობის დაქვეითება, სტრესი და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები. მეტად გარცელებულ დაავადებებსა და ინფექციებს მიეკუთვნება: მხედველობის პრობლემები, გასტრიტი, სქოლიოზი, პედიკულოზი, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები, გრიპი, ნევროზი და ასე შემდეგ.

მხედველობის დაქვეითება

ზოგიერთი ბავშვი მხედველობის თანდაყოლილი დარღვევით იბადება, ხოლო ზოგ შემთხვევაში მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები მოგვიანებით ვითარდება. მნიშვნელოვანია თვალის კარგი მოვლა და დროული ვიზიტი ოფთალმოლოგთან. მხედველობის პრობლემები (ახლომხედველობა, ამბლიოპია, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი) სკოლაში ძლიერი დატვირთვის, კომპიუტერთან ან ტელევიზორთან ხანგრძლივად ჯდომის შედეგად ვლინდება.

მიოპია ანუ ახლომხედველობა – ბავშვი კარგად ხედავს ახლოს მდებარე საგნებს, ობიექტებს მსხვილი პლანით, მაგრამ ცუდად ხედავს შორს.

ამბლიოპია, ანუ ზარმაცი თვალი – ერთი ან ორივე თვალის კონტრასტული მგრძნობელობისა და აკომოდაციური უნარების დარღვევაა, ისე, რომ მხედველობის ორგანოების ცვლილებები არ აღინიშნება.

შორსმხედველობა – ბავშვი კარგად ხედავს შორს განლაგებულ საგნებს, მაგრამ ვერ ხედავს ახლო მანძილზე.

ასტიგმატიზმი – რქოვანას ფორმით გამოწვეული ბუნდოვანი ან გამრუდებული მხედველობა.

მხედველობის დარღვევების პროფილაქტიკა

სკოლის ასაკის ბავშვებს შორის ბავშვის მხედველობის ორგანოების სიჯანსაღეზე დიდ გავლენას ახდენს სწორი კვება. ამიტომ პროდუქტები უნდა იყოს მდიდარი A ვიტამინით, სპილენძით, თუთიით, ქრომითა და მაგნიუმით. მეცადინეობისას ფანჯრიდან შუქი მაგიდას უნდა ეცემოდეს მარცხენა მხრიდან, საღამოს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ნათურა. კითხვისას მანძილი თვალებსა და წიგნს შორის უნდა იყოს არანაკლებ 40 სანტიმეტრისა. გაკვეთილების შემდეგ ბავშვმა უნდა დაისვენოს და თვალებიც უნდა განიტვირთოს. ბავშვს რეგულარულად უნდა უტარდებოდეს მხედველობის კომპლექსური კვლევა ოფთალმოლოგთან.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები

სკოლაში დიდი დატვირთვის გამო ბავშვები ხშირად სრულფასოვნად ვერ იკვებებიან, რაც გასტრიტის განვითარების საწინდარია. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკისათვის საჭიროა ბავშვის კვების რეჟიმიდან გამოირიცხოს მშრალი წახემსება და დაწესდეს საკვების რეგულარული მიღება. ბავშვმა ყოველდღიურად უნდა ისაუზმოს და ისადილოს.

სხვადასხვა ვირუსისგან თავდასაცავად მნიშვნელოვანია ჰიგიენის წესების დაცვაც. ბავშვმა ხელები უნდა დაიბანოს საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ და ჭამის წინ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი