რჩევები

სასარგებლო მწვანე პომიდორი

№50

ავტორი: ქეთი კაპანაძე 11:30 16.12, 2020 წელი

მწვანე პომიდორი
დაკოპირებულია

100 გრამი პომიდორი მხოლოდ 20 კილოკალორიას შეიცავს, თან კარგადაც ანაყრებს. პომიდორი კლავს შიმშილის შეგრძნებას. მასში შემავალი ნივთიერებები კი საგრძნობლად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ზოგიერთი სახეობის კიბოსა და დიაბეტის რისკს.

პომიდორი ცოცხლადაც სასარგებლოა, თერმულად დამუშავებულიც და დამარინადებულიც. მწვანე პომიდვრის მწნილი მთლიანად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს. პომიდვრის წვენის ხშირი გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს: ვარიკოზის, კოლიტისა და თრომბოზის განვითარების რისკს.

ტომატში არის ნივთიერება, რომელსაც შეუძლია გადაგვარებული უჯრედების განადგურება – ეს არის ონკოპროტექტორი ალფა-ტომატინი და ის პომიდვრის შემადგენელ კიდევ ერთ ნივთიერებასთან – ლიკოპინთან ერთად ებრძვის სიმსივნეს. ყველაზე ეფექტურად კი ფილტვისა და პროსტატის კიბოს წინააღმდეგ მოქმედებს. თუ რაციონს პომიდვრით გაამდიდრებთ, ეს შეამცირებს ქალებში ძუძუს კიბოს, მამაკაცებში კი პროსტატის კიბოს განვითარების რისკს.

🔸 მწვანე პომიდორი დაბალკალორიულია, თუმცა ის ვიტამინების ნამდვილი საბადოა. მასში განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა B და K ჯგუფის ვიტამინები, შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს.

🔸 მწვანე პომიდვრის გამოყენება აფერხებს ნაადრევ დაბერებას, იცავს იმუნურ სისტემას. ის, ასევე, მდიდარია რკინით.

🔸 მწვანე პომიდორი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ძალიან სასარგებლოა ნერვული სისტემისთვის.

🔸 მწვანე პომიდორი დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებზე და ხელს უწყობს ორგანოებში არასასურველი ცვლილებების თავიდან აცილებას.

მწვანე პომიდორი (სასარგებლო თვისებები):

🔹 არის ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება;

🔹 არის შარდმდენი და ანტისპაზმური საშუალება;

🔹 ებრძვის სოკოებსა და ვირუსებს;

🔹 ეხმარება ღვიძლს და გვიცავს ზედა სასუნთქი გზების დაავადებებისგან.

გაითვალისწინეთ სასარგებლო რჩევები:

🔸 თუ მწვანე პომიდვრის ნაჭერს წაისვამთ გაღიზიანებულ ვენებზე, შვებას მოგგვრით.

🔸 მიირთვით მწვანე პომიდვრის სალათები, ის ხელს უწყობს ნაწლავების გაწმენდას და აუმჯობესებს გუნება-განწყობას.

🔸 გახსოვდეთ, რომ არსებობს გარკვეული შეზღუდვები და აკრძალვები მისი გამოყენებისას. პომიდორი უკუნაჩვენებია თირკმლის პათოლოგიის მქონე ადამიანებისთვის, ასევე, მათთვის, ვინც ალერგიულია. დაიცავით ზომიერება მისი მირთმევისას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა