მედიცინა

სამკურნალო მცენარე კრაზანის საოცარი თვისებები

№40

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 11.10

კრაზანა
დაკოპირებულია

კრაზანას ხალხურ მედიცინაში მრავალი დაავადების სამკურნალოდ იყენებენ, ასეთებია: გასტრიტი, კუჭის მომატებული მჟავიანობა, ნაღვლის ბუშტში კენჭები, ანთება, ჰეპატიტები, მათ შორის – ვირუსული, ართრიტები, ტკივილი სახსრებში, კანის ინფექციები, დამწვრობა, ქრონიკული პიელონეფრიტი, სტომატიტი, პარადონტოზი, გინგივიტები, ქრონიკული ან ჩირქოვანი ოტიტი, კატარული ანგინა, აკნე, მასტიტი, ანემია, ჰემოროი (ბუასილი), მარტივი ვაგინიტი, შაკიკი, ხველება, ჰიპერტონია, ფსიქიკური დაავადებები, ჰაიმორიტი, ალკოჰოლიზმი.

სამედიცინო თვალსაზრისით, ძირითადად, გამოიყენება კრაზანის ფოთლები და ნორჩი ყლორტები. ფესვები კარგია ტუბერკულოზისა და დიზენტერიის დროს.

კრაზანა აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. მას ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, მატონიზებელი, ნაოჭების საწინააღმდეგო, ანტისებორეული ეფექტი; კარგია კანის მომატებული ცხიმიანობის, კანის მოდუნებისა და ნაოჭების, ჩირქოვანი გამონაყრის, ქუსლზე ნახეთქების, გამელოტების დროს.

კანის მოდუნებისა და ნაოჭების წინააღმდეგ კარგია კრაზანის ნაყენი:

1) 1 სადილის კოვზ გამომშრალ, დაქუცმაცებულ კრაზანას, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და გააჩერეთ 20 წუთი. შემდეგ გადაწურეთ, გააცივეთ და გაყინეთ ყინულისთვის განკუთვნილ სპეციალურ ფორმებში. ყოველ დილით სახის დაბანის შემდეგ ასეთი ყინულის ნატეხით გაიწმინდეთ სახე და დეკოლტე.

2) 2 სადილის კოვზ ახლადმოკრეფილ დაქუცმაცებულ მცენარეს (ან 1 სადილის კოვზ გამომშრალს), დაასხით 200 გრამი მდუღარე წყალი, გააჩერეთ ბნელ ადგილზე 3-4 საათი. ამის შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ, 15 მილიგრამი დღეში 3-ჯერ ჭამამდე.

ეს რეცეპტი გამოიყენება გასტრიტის, კუჭის წვენის ნორმალიზების, კოლიტის, ცისტიტის, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადების, თავის ტკივილის დროს, არტერიული წნევის მოსამატებლად.

პირის ღრუს დაავადებებისას ეს ნაყენი გამოივლეთ; კანის ანთებითი პროცესების დროს დაიდეთ ამ ნაყენის კომპრესი. ბავშვებში კანის არაინფექციური დაავადებებისას აბაზანაში კრაზანის ნაყენს უმატებენ.

კრაზანის ნახარშის მოსამზადებლად 1,5 სადილის კოვზ მცენარეს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი (გამოიყენეთ მხოლოდ მომინანქრებული ან მინის ჭურჭელი) და გააცხელეთ წყლის აბაზანაში 20–30 წუთის განმავლობაში, მაგრამ არ აადუღოთ. ნახარში კანის გასაწმენდად გამოიყენეთ გარეგანად – დაბანის დროს, ასევე, გადაივლეთ თმაზე, ხოლო შინაგანად მიიღეთ ნაწლავური ინფექციების, ფაღარათის დროს.

გაითვალისწინეთ: კრაზანის მიღება არ შეიძლება ორსულებისა და ჰიპერტონიით დაავადებულებისთვის. დიდი ხნის განმავლობაში ამ მცენარის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი ღვიძლში, ჭინჭრის ციება, ცუდი გემო პირის ღრუში, რადგან ის მცირედ ტოქსიკურია (ძველად პირში ცუდი სუნის დროს კრაზანას ღეჭავდნენ, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში). კრაზანის დიდი ხნით მიღება მამაკაცებში დროებით იმპოტენციას იწვევს, რომელიც მცენარის მიღების შეწყვეტიდან რამდენიმე კვირაში აღდგება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა