სამყურას სამკურნალო თვისებები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 06.01, 2023 წელი

სამყურას წვენი – ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც ააქტიურებს ორგანიზმის დამცავ მექანიზმებს, აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უშლის ინტოქსიკაციას.
სამყურას წვენი განსაკუთრებით სასარგებლოა ქალბატონებისთვის. ის დადებითად მოქმედებს მათზე, ვისაც მენსტრუალური ტკივილები, საშვილოსნოსშიდა სისხლდენა, ანემია ან კლიმაქსის პერიოდი აქვს.
ქალბატონებმა დღეში 5 სადილის კოვზი წვენი უნდა მიიღონ ერთი თვის განმავლობაში. სამყურათი ნებისმიერი სახის მკურნალობა უნდა შეთანხმდეს ექიმის მიერ გამოწერილ პრეპარატებთან.
სამყურას წვენი გვეხმარება გაციების დროს, არეგულირებს ტემპერატურას, არბილებს ხველას, წმენდს სასუნთქ გზებს. ბრონქიტის, ტრაქეიტისა და პნევმონიის დროს შესანიშნავი დამხმარეა. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, მიიღეთ 1 სადილის კოვზი სამყურას წვენი დღეში 7-ჯერ.
მცენარის წვენს ურევენ არაყს 1:3 პროპორციით, რათა დიდხანს შეინახოს და სამყოფი იყოს მთელი ზამთრის განმავლობაში. თუ მკურნალობა სამყურას აყვავების პერიოდში მიმდინარეობს, მაშინ მოერიდეთ სპირტს და მხოლოდ ახალდაწურული წვენი მიიღეთ.
მას შემდეგნაირად ამზადებენ: სამყურას ყვავილებს აქუცმაცებენ ან ბლენდერში თქვეფენ, შემდეგ 5 სადილის კოვზ მომზადებულ ბალახის მასას ურევენ 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალს. 10 წუთში წვენს გადაწურავენ მარლის რამდენიმე ფენაში და მზადაა.
იმის მიუხედავად, თუ რომელი წვენით მიმდინარეობს მკურნალობა, ის 2 თვეზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. მაგალითად, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის საკმარისია დღეში 1-2 სადილის კოვზი კონცენტრირებული, გაზავებული წვენის მიღება 60 დღის განმავლობაში.
ეს მცენარე სასარგებლოა ისეთი სპეციფიკური დაავადებების დროსაც, როგორებიცაა: ალერგიული დერმატოზი, ციებ-ცხელება, კვინკეს შეშუპება, სოკოთი, მძიმე მეტალის მარილებით ან გაზით მოწამვლა.
სამყურას იყენებენ მხედველობის დარღვევის, ყურებში ხმაურის, ნევროზის, დეპრესიის, თავის ტკივილებისა და ხასიათის ცვლილებების სამკურნალოდ. მკურნალობისთვის ყველაფერი გამოიყენება: გამომშრალი ბალახი, მისი წვენი და ნაყენი.
უკუჩვენებები: შეწყვიტეთ მისი მიღება კუჭის ტკივილის ან დიარეის დაფიქსირების შემთხვევაში, არასასურველია მაშინაც, თუ გულის დაავადებების მიმართ გენეტიკური წინასწარგანწყობა გაქვთ. სამყურას ბალახი, ასევე, აკრძალულია ფეხმძიმეთათვისაც.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან