სამედიცინო ჯგუფი საქართველოდან – გზა ჯანმრთელობისკენ
ავტორი: „თბილისელები“ 13:30 27.12, 2021 წელი
სულ მალე საქართველოში ახალი სამედიცინო ცენტრი ამოქმედდება, რომელიც პროფესიონალი ექიმების გუნდით იქნება დაკომპლექტებული.
„მედ გრუფ ჯორჯია“ – სამედიცინო ჯგუფი საქართველოდან, სხვადასხვა მიმართულებით მოემსახურება პაციენტებს. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია და კლინიკა, თქვენი ჯანმრთელობის გარანტი იქნება.
როგორია „გზა ჯანმრთელობისკენ“ და რას ემსახურება ცენტრის დაარსება – იდეის ერთ-ერთი ავტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ევროპის უროლოგთა ასოციაციის წევრი, ექიმ-უროლოგი კონსტანტინე კობალაძე გვესაუბრა. ასევე, გაგაცნობთ ინფორმაციას ბატონი კონსტანტინეს კარიერასა და სამედიცინო პრაქტიკის შესახებ.
კონსტანტინე კობალაძე: დავიბადე და გავიზარდე ჩემს მშობლიურ ქალაქ თბილისში. სხვადასხვა მიზეზის გამო, 1998 წელს ჩავაბარე მოსკოვის სამედიცინო უნივერსიტეტში. დავამთავრე პირაგოვის სახელობის რუსეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და გავიარე რეზიდენტურა ქალაქ მოსკოვის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში, უროლოგიის მიმართულებით. ამავე კლინიკაში ვმუშაობდი მოსკოვის წამყვანი სპეციალისტების ხელმძღვანელობით, მათ შორის იყვნენ ცნობილი უროლოგები, პროფესორები – მაზო და ჩეპუროვი. ამ პერიოდში დავინტერესდი სამეცნიერო საქმიანობით და გადავწყვიტე, სწავლა ასპირანტურაში გამეგრძელებინა.
– რა იყო თქვენი სამეცნიერო კვლევის საგანი?
– ჩემი სამეცნიერო კვლევის თემა იყო წინამდებარე ჯირკვალი და მისი დაავადებები. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმე პროსტატის ბიოფსიის სხვადასხვა მეთოდს. სამუშაოს მსვლელობისას მიღებული ახალი მონაცემები წარდგენილი იყო მრავალ სამეცნიერო კონფერენციაზე, რამდენიმე კი რუსულ და ამერიკულ ჟურნალებში გამოქვეყნდა. 2005 წლიდან ვარ ევროპის უროლოგთა ასოციაციის სრულფასოვანი წევრი.
– გვიამბეთ თქვენი სამედიცინო პრაქტიკის შესახებ და როდის დაბრუნდით საქართველოში?
– დისერტაციის დაცვის შემდეგ ვმუშაობდი ექიმ-უროლოგად, მოსკოვის სხვადასხვა კლინიკაში – თერაპევტად ამბულატორიული და ქირურგიული განხრით. ყოველთვის მქონდა სურვილი, დავბრუნებულიყავი სამშობლოში. საქართველოში 2012 წელს ჩამოვედი. დაბრუნების შემდეგ. ვმუშაობდი ექიმ-უროლოგად „ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიაში“, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, ტატიშვილის სამეცნიერო ცენტრში, სამედიცინო კორპორაცია „ევექსში“, „უნივერსალი ნოვა კლინიკაში“.
– რას მოიცავს ახალი სამედიცინო ცენტრი?
– ცენტრს ჰქვია „მედ გრუფ ჯორჯია“ – ჩვენ ვართ სამედიცინო ჯგუფი საქართველოდან და ვაპირებთ 7 პროფილით მუშაობას, მათ შორისაა: უროლოგია, გინეკოლოგია, ლაბორატორია, სტომატოლოგია. არ შევეხებით ონკოლოგიას, რადგან სამწუხაროდ, ამ მხრივ, ჯერ მსოფლიო მედიცინაც არაა ძლიერი. საწყის ეტაპზე კი ჩვენი ქსელის მთავარი ამოცანაა, ის სფეროები ავითვისოთ, რომლებზეც ყველაფერი გარკვეულია. ჩვენი კლინიკები მდებარეობს თბილისში – დიმიტრი უზნაძის N63 და სულხან ცინცაძის N49 და ხაშურში, რუსთაველის ქუჩა N61.
– რა არის თქვენი მისია?
– „მედ გრუფ ჯორჯიას“ მთავარი დევიზია: გზა ჯანმრთელობისკენ! რაც თითოეულ პაციენტთან ღია, პროფესიონალურ და მათთან პატიოსან დამოკიდებულებაზე გადის. ჩვენი ქსელის მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოებამდე მივიტანოთ ჭეშმარიტი ინფორმაცია, რადგან ადამიანის გარშემო არსებული ინფორმაციის 90 პროცენტი ტყუილია და მან უნდა ისწავლოს მართალი და ტყუილი ინფორმაციის გარჩევა. სწორედ ამიტომ სჭირდება მას პროფესიონალებთან ურთიერთობა. ადამიანებთან, რომლებიც სწორად დააკვალიანებენ. ამისთვის კი ჩვენ გამოვიყენებთ დღეს არსებულ ყველა საკომუნიკაციო საშუალებას – აქტიურად ვიქნებით წარმოდგენილი თითქმის ყველა ციფრულ პლატფორმაზე, საიდანაც ადამიანები მიიღებენ მათთვის და მათი ჯანმრთელობისთვის სწორ და საჭირო ინფორმაციას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გუნდი იქნება თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე.
– დღეს რა დონეზეა უროლოგია საქართველოში?
– უროლოგიაში საქართველო ყოველთვის მოწინავე პოზიციაზე იყო მსოფლიო მასშტაბით და ასეა დღემდე. ჩვენ ვაკმაყოფილებთ ყველანაირ სტანდარტს, რაც კი აუცილებელია ამ მიმართულებისთვის. ჩვენი კლინიკა თანამედროვე ტექნოლოგიითაა აღჭურვილი, ერთადერთი რობოტი არ გვყავს და ღმერთმა დაგვიფაროს, იმდენი პაციენტი გვყავდეს, რობოტი გახდეს საჭირო.
– სტატისტიკურად, ქალებში უფრო მეტია უროლოგიური პრობლემები (და ვინჩი) თუ კაცებში?
– სტატისტიკურად თანაბარია. ქალბატონებში და მამაკაცებში უფრო ფსიქოემოციურ პრობლემებს გამოვყოფ. ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად, მძიმე ფსიქოემოციური ფონია და ეს პროცესები ერთვის სხვადასხვა პათოლოგიას. ტერმინი – „ჯანმრთელი ადამიანი“ სიცრუეა, ნებისმიერ ადამიანს კარგად თუ გამოვიკვლევთ, 8-9 კლინიკურ დიაგნოზს მაინც დავუსვამთ. დღევანდელ მედიციანას აქვს ორი პრეტენზია: არის თუ არა პათოლოგიური პროცესი სიცოცხლის დასრულება ან სიცოცხლის ხარისხის დაქვეითება. ორივე სიტუაციაში მედიცინა ერთვება და თუ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაშინ რეკომენდაციებით შემოიფარგლება. მაგალითად, ადამიანს სურვილი აქვს, ჰქონდეს ნახევარსაათიანი აქტიური სექსი. ეს არ არის ნორმა და არც არავის გამოუკვლევია, მაგრამ კონკრეტულ პიროვნებას იმდენად აქვს ამის სურვილი, რომ ამით თავს იავადებს, რაც მერე სულ სხვა პრობლემებში გადადის. მე-11 საუკუნის ექიმების პოსტულატი იყო: სიტყვა, აბი და დანა. სიტყვა აუცილებელია, რადგან უნდა აიხსნას პრობლემა. თუ „სიტყვა“ გამრუდდა, მედიკამენტსა და დანას აზრი აღარ აქვს – მედიცინა ჩამოიშლება.
ერთი კითხვით „მედიქალ გრუპ გეორგიას“ დირექტორს, ქალბატონ ნინო ნადიბაიძეს გავესაუბრეთ, რომელიც პროფესიონალიზმითა და გულისხმიერებით გამოირჩევა:
– „N მედი ქლაბ ჯორჯია” – ამბულატორიული კლინიკა და მრავალპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი გაერთიანდა „მედიქალ გრუფთან”. ამ გაერთიანებით შეიქმნა ახალი სამედიცინო სივრცე „მედ გრუფ ჯორჯია”, რომელიც პაციენტებს მომსახურებას გაუწევს ამბულატორიული და მცირე ქირურგიული ტიპის სერვისით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან