სალათის ფურცლის სამკურნალო თვისებები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 25.12, 2021 წელი

სალათის ფურცლები შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს (B1 , B2 , B9), ბეტა-კაროტინს, ასკორბინის მჟავას, E და PP ვიტამინებს. ეს კომპლექსი საკმარისია იმისთვის, რომ სხვადასხვა ორგანოზე დადებითი ზეგავლენა მოახდინოს. სალათის ფურცლები შეიცავს ასევე მინერალებს: რკინას, კალციუმს, მაგნიუმსა და კალიუმს.
• იმუნიტეტი
სალათის ფურცლების შემადგენლობაში შემავალი ანტიოქსიდანტები და ვიტამინები იმუნურ სისტემას აძლიერებენ. ყველაზე ეფექტურად კი იმუნიტეტს C ვიტამინი და ბეტა კაროტინი აძლიერებს. ეს სასარგებლო ნივთიერებები ხელს უწყობენ სისხლძარღვთა უჯრედების განვითარებასა და აქტივობას.
• მაღალი ქოლესტერინის დროს
C ვიტამინი ხელს უწყობს ორგანიზმში ქოლესტერინის დაშლას მჟავებად, რის გამოც სისხლში ქოლესტერინის დონე მცირდება და ღვიძლის ფუნქცია ნორმალიზდება.
• სიმსივნური წარმონაქმნების დროს
C ვიტამინს ასევე აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები. ის ქმნის ბარიერს თავისუფალი რადიკალებისთვის. ორგანიზმი ხდება მდგრადი ისეთი გარემო ფაქტორების მიმართ, როგორიცაა მავნე აირები, ტოქსინები და რადიაცია.
• ხველა
ძველ საბერძნეთში ხველის დროს აქტიურად იყენებდნენ სალათის ფურცლებს. ზედა სასუნთქი გზების ანთების დროს, მიიღეთ სალათის ფურცლების ბულიონი. ის ამსუბუქებს სიმპტომებს და სწრაფად აღადგენს ჯანსაღ სუნთქვას.
• ანემია
ის ხელს უწყობს სისხლძართვების კედლების ელასტიკურობას, რაც ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას.
სალათის ფურცლების სასარგებლო გავლენა კუჭ-ნაწლავზე
ბევრი სხვა ბოსტნეულისგან განსხვავებით, სალათა შეიცავს პექტინს, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას. მწვანე სალათის ფურცელი კარგი საშუალებაა ისეთი დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, როგორიცაა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული ან გასტრიტი. სალათის ფურცლები სასარგებლოა მხოლოდ ცოცხალი სახით. სალათის ფურცლებში შემავალი ნივთიერებები აქტიურად მონაწილეობენ ორგანიზმში მიმდინარე მინერალური მეტაბოლიზმის პროცესებში და მრავალი ორგანოს სტაბილიზებულ ფუნქციონირებას უწყობენ ხელს.
განსაკუთრებით კარგია სალათის ფოთლების მიღება ორსულობის დროს. ამ დროს ფოლიუმის მჟავის ნაკლებობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ნაყოფის სიმახინჯეების განვითარება, ფსიქიკის მოშლა. ეს მჟავა ასევე უზრუნველყოფს კანის სიჯანსაღეს, აუმჯობესებს მადას, ხელს უწყობს ანემიის პროფილაქტიკას. როცა ორგანიზმი განიცდის ფოლიუმის მჟავას ნაკლებობას, მცირდება სხვადასხვა დაავადებასთან მებრძოლი ანტისხეულების რაოდენობაც.
სალათის ფოთლები კარგია ჭარბი წონის მოსაცილებლად, რადგან ის მდიდარია ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით და მცირე რაოდენობით შეიცავს კალორიებს. სალათა, ასევე, შეიცავს ფოლიუმის მჟავას. თერმული დამუშავების დროს ეს ვიტამინი კარგავს ღირებულ თვისებებს. თუ სალათას უმად მიირთმევთ, მაშინ ამ ვიტამინს თქვენი ორგანიზმი კარგად შეითვისებს. ფოლიუმის მჟავა აუმჯობესებს ცილების ცვლას ორგანიზმში, საჭიროა ერითროციტების ფორმირებისთვის და შაქრის ასათვისებლად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან