საგანგაშო სიგნალები გულმკერდის არეში
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 29.06, 2023 წელი

უკანასკნელ პერიოდში ბავშვებში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სიხშირე. აგრეთვე, დადასტურებულია ის ფაქტიც, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების უმეტესობა ზრდასრულ ადამიანებში სათავეს ბავშვობის ასაკიდან იღებს. სწორედ ამიტომ, ოჯახში ახალი წევრის გაჩენისას, რეკომენდებულია ბავშვი გამოკვლეულ იქნას ბავშვთა კარდიოლოგის მიერ.
ბავშვთა კარდიოლოგის გამოკვლევას აუცილებლად საჭიროებენ 0-16 წლამდე ასაკის ბავშვები, რადგან დაავადება შესაძლოა, უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს ან ისეთი სიმპტომებით, რომელიც მშობელმა ვერ შეამჩნიოს, მომავალში კი გულ-სისხლძარღვთა სისტემის შეუქცევადი ცვლილებები გამოიწვიოს.
სიმპტომები სხვადასხვა ასაკის ბავშვებში განსხვავებულია.
საგანგაშო სიმპტომები მეძუძურ ახალშობილებში:
კვებასთან დაკავშირებული პრობლემები: კვების დროს ადვილად დაღლა, სუსტი წოვა, ქოშინი, ოფლიანობა, ცხვირ-ტუჩის სილურჯე;
კანისა და ლორწოვანის სილურჯე ან სიფერმკრთალე;
წონაში ნელი მატება;
ხშირი და უმიზეზო ტირილი, ამასთან ტირილის დროს ბავშვის გაფერმკრთალება ან გალურჯება.
საგანგაშო სიმპტომები სკოლამდელ და სკოლის ასაკის ბავშვებში:
სწრაფი დაღლა ფიზიკური დატვირთვისას;
თავბრუ და სისუსტე;
გულისწასვლა ან გულისწასვლის წინა მდგომარეობა;
გულმკერდის არეში ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება (ჩხვლეტითი ტკივილი, გულის ფრიალი, გულისცემის უეცარი აჩქარება ან შენელება).
როდის მივმართოთ ბავშვთა კარდიოლოგს?
თუ პედიატრს აქვს ეჭვი გულის პათოლოგიის არსებობაზე;
გამოსარიცხია გულის თანდაყოლილი მანკი და გულის რიტმის დარღვევები;
თუ ოჯახის წევრებს აქვთ გულის პათოლოგიები;
თუ მშობლების აქვს მავნე ჩვევები;
ორსულობის პერიოდში გადატანილი ინფექციების ან სხვა მდგომარეობების დროს, რაც ამძიმებდა ორსულის მდგომარეობას.
თუ თქვენ ამჩნევთ, რომ ბავშვი:
ხშირად უხალისოდაა;
ადვილად იღლება;
ნაკლებად მოძრაობს;
უფერულია;
ცხვირ-ტუჩის არე მოლურჯო ფერის აქვს;
გაძლიერებული აქვს გულისცემა –
აუცილებლად მიმართეთ ბავშვთა კარდიოლოგს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან