საჭმლის მონელების პროცესის დარღვევები
ავტორი: სოფი ლორია 13:30 30.12, 2021 წელი

თანამედროვე ცხოვრების პირობებში, ადამიანი ნაკლებ ყურადღებას უთმობს სწორი კვების რეჟიმის დაცვას. განსაკუთრებით არასრულფასოვნად იკვებებიან ადამიანები, რომლებიც მათი საქმიანობის გამო სახლში ნაკლებ დროს ატარებენ. ასეთ ადამიანთა ჯგუფებს მიეკუთვნებიან სტუდენტები, საოფისე თუ არასაოფისე სამუშაოზე დასაქმებულები და სხვები. ისინი დიდ დროს ატარებენ სამსახურში და სახლში დაღამებისას ბრუნდებიან. სწორედ ამიტომ, საკვების მიღება უწევთ გვიან, ერთიანად, დიდი ულუფით. ტრადიციული ოჯახური სადილი და ვახშამი სწრაფი კვების არაჯანსაღმა საკვებმა ჩაანაცვლა. საქმიან ადამიანებში პოპულარულია სწრაფი კვების გამოძახება, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ დღის განმავლობაში ჯანსაღ საკვებს აღარ იღებენ.
კვების ასეთი რეჟიმი და რაციონი ორგანიზმის ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებს. არაჯანსაღი საკვები გაჯერებულია ჯანმრთელობისთვის მავნე გემოს გამაძლიერებლებითა და კონსერვანტებით. მათმა ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა ორგანიზმს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. სწორედ არაჯანსაღი კვებაა იმის მიზეზი, რომ საქართველოში საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები გავრცელების მიხედვით, მესამე ადგილს იკავებს (დაახლოებით 15-17% საერთო ავადობაში), ახალი შემთხვევების სიხშირის მიხედვით კი მეორე ადგილზეა (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით).
საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები შესაძლოა კალორიულმა, რთულად გადასამუშავებელმა, ზედმეტად ცხიმიანმა საკვებმაც გამოიწვიოს. საახალწლო დღესასწაულების დროს, ქართული სუფრა დახუნძლულია ისეთი რთულად გადასამუშავებელი კერძებით, როგორიცაა: საცივი, ტოლმა, ხაჭაპური, ჩურჩხელა, გოზინაყი და სხვა. კალორიული და არაჯანსაღი საკვების მონელება ორგანიზმისთვის პრობლემას წარმოადგენს. შედეგად შესაძლოა განვითარდეს შებერილობა, სიმძიმის შეგრძნება, დისკომფორტი მუცლის არეში.
მონელება არის პროცესი, რომელიც გულისხმობს საკვების დაქუცმაცებას, მის ფერმენტულ გადამუშავებას და ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალების ათვისებას.
მონელების პროცესი იწყება საკვების პირში მოხვედრისთანავე. პირის ღრუში ხდება მისი მექანიკური და ნაწილობრივ ფერმენტული დამუშავება, შედეგად ლუკმა ფორმირდება და გადაადგილდება კუჭში საყლაპავი მილის გავლით, სადაც ხდება საკვების კუჭის წვენთან შერევა. კუჭიდან საკვების ულუფა თორმეტგოჯა ნაწლავში ხვდება. აქ მიმდინარეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მონელება ნაღვლისა და პანკრეასის ფერმენტების მიერ. უმეტეს შემთხვევაში, საკვები კუჭისა და წვრილი ნაწლავის გავლას 6-დან 8 საათამდე ანდომებს, ხოლო ამის შემდეგ მსხვილ ნაწლავში გადადის.
საჭმლის მონელების სრული პროცესი 24-დან 72 საათამდე გრძელდება და დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, როგორიც არის საკვების ტიპი და მომნელებელი ფერმენტების არსებობა. ცილებით მდიდარი და ცხიმიანი პროდუქტების - ხორცისა და თევზის, გადამუშავებას უფრო დიდი დრო სჭირდება, ვიდრე ბოჭკოთი მდიდარი საკვების, როგორიც არის ხილი და ბოსტნეული. ტკბილეული, კანფეტები, ორცხობილა და საკონდიტრო ნაწარმი, რთულად მოსანელებელ პროდუქტებს წარმოადგენს.
საკვების მონელების პროცესში აქტიურად მონაწილეობს პანკრეასი. ძველად, ადამიანები ფიქრობდნენ, რომ პანკრეასი თავისი ელასტიკური კონსისტენციით წარმოადგენდა კუჭის დამცავ „ამორტიზატორს“. სინამდვილეში, ის ბევრად მნიშვნელოვან როლს თამაშობს საკვების მონელებაში. პანკრეასში გამომუშავებული ფერმენტების წყალობით ხდება ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების დაშლა. დაშლილი ნივთიერებები კი ნაწლავებიდან სისხლის მეშვეობით გადადის ქსოვილებსა და ორგანოებში.
მიუხედავად ინფორმირებულობისა, ხშირად ვერ ვახერხებთ მუდმივად ჯანსაღად ვიკვებოთ. როდესაც არაჯანსაღ, მძიმედ გადასამუშავებელ, ზედმეტად ცხიმიან საკვებს მივირთმევთ, ჩვენს ორგანიზმში წარმოქმნილ ფერმენტებს უჭირს მისი დაშლა, ათვისება და შეწოვა. ორგანიზმის საკვებით გადატვირთვას ხშირად თან ახლავს დისკომფორტი და სიმძიმის შეგრძნება მუცლის არეში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების დაგროვება, მეტეორიზმი და სხვა სიმპტომები.
მსგავსი სიმპტომების თავიდან ასარიდებლად შესაძლებელია ორგანიზმს დავეხმაროთ ფერმენტული პრეპარატების მიღების გზით.
რეოფარი კომბინირებული პოლიფერმენტული საშუალებაა (პანკრეატინი, დიმეტიკონი, ჰემიცელულაზა, ხარის ნაღვლის ექსტრაქტი), რომელიც საჭმლის მონელების დარღვევების დროს გამოიყენება.
რეოფარი, ჩვეულებრივი პანკრეატინისგან განსხვავებით, საკვების მომნელებელ ფერმენტებთან (ლიპაზა, ამილაზა, პროტეაზა) ერთად დამატებით შეიცავს შებერილობის საწინააღმდეგო და ცხიმებისა და მცენარეული ბოჭკოს მოსანელებლად აუცილებელ კომპონენტებსაც. უნიკალური კომბინაციის წყალობით რეოფარი:
• ხსნის შებერილობას, სიმძიმეს და დისკომფორტს მუცლის არეში
• ამცირებს კუჭ-ნაწლავში დაგროვილი აირების რაოდენობას
• აადვილებს მცენარეული უჯრედისის ათვისებას
• ხელს უწყობს ცხიმების ადვილად მონელებას
რეოფარი ინიშნება 1 ან 2 ტაბლეტი სამჯერ დღეში კვების შემდეგ ან უშუალოდ კვების დროს. პრეპარატი არ უნდა დაიღეჭოს.
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან