მედიცინა

როგორია შფოთვის და ჰორმონების კავშირი

№8

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 02.03, 2024 წელი

შფოთვა
დაკოპირებულია

შფოთვა ხშირად ჰორმონებთანაა დაკავშირებული. როგორ უნდა გავიგოთ, სტრესის მიზეზი შინაგანია, ადამიანის სხეულის შიგნიდან მომავალი თუ გარე ფაქტორებით გამოწვეული.

• შფოთვა იწვევს ჰორმონების გამოყოფას და პირიქით;

• არსებობს ფიზიკური ნიშნები, რომ შფოთვა გამოწვეულია ჰორმონებით;

• ჰორმონული პრეპარატების მიღებამ შეიძლება, დააბალანსოს ემოციები ან, პირიქით, გამოიწვიოს მათი დარღვევა;

• ჰორმონული შფოთვა შეიძლება, დაკავშირებული იყოს მენსტრუალურ ციკლთან;

• არის პერიოდები, როდესაც შფოთვა დამოკიდებულია ჰორმონულ ცვლაზე;

• შფოთვამ შეიძლება, გააუარესოს ადამიანის ფიზიკური მდგომარეობა.

შფოთვა, რთავს სტრესზე რეაქციის მექანიზმს, რომელიც ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლების მიერ ჰორმონების წარმოქმნას. ეს ჰორმონებია – კორტიზოლი, ადრენალინი, ნორადრენალინი. კორტიზოლის ჭარბი რაოდენობა თრგუნავს სხვა ჰორმონების, მათ შორის სასქესო ჰორმონების მუშაობას, ხოლო ამ უკანასკნელთა დეფიციტი, თავის მხრივ, იწვევს დეპრესიას. როდესაც საგანგაშო გამომწვევი აღარ არის – ადამიანს ესმის, რომ მას არაფერი ემუქრება, თუმცა სტრესის ჰორმონები აგრძელებენ ორგანიზმზე ზემოქმედებას და შფოთვის, დეპრესიისა და ემოციური არასტაბილურობის პროვოცირებას. შფოთვა იწვევს ჰორმონების გამოყოფას, ხოლო ჰორმონების გამოყოფა ასაზრდოებს შფოთვას.

არსებობს ფიზიკური ნიშნები, რომ შფოთვა გამოწვეულია ჰორმონებით. ჰორმონები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენს განწყობასა და მოტივაციაში, ასევე, ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის საერთო ჯანმრთელობაში. ის, რომ შფოთვის მიზეზი ფსიქოლოგიური პრობლემები კი არ არის, არამედ ჰორმონული, ამას ზოგიერთი გარეგანი ნიშანი ადასტურებს. მაგალითად, თუ შფოთვას თან ახლავს ძილის დარღვევა, ლიბიდოს დაქვეითება, თქვენთვის უჩვეულო თმის ზრდა.

არის პერიოდები, როდესაც შფოთვა დამოკიდებულია ჰორმონულ ცვლაზე

ადამიანის ცხოვრებაში არის რამდენიმე ეტაპი, როდესაც ორგანიზმი განიცდის სერიოზულ ჰორმონულ ცვლილებებს და ამან არ შეიძლება, არ იმოქმედოს ემოციურ მდგომარეობაზე.

პირველი არის მოზარდობის, ეგრეთ წოდებული, გარდატეხის პერიოდი. სხვადასხვა ჰორმონის დონის მკვეთრი მატება სერიოზულ დარტყმას ახდენს ფსიქიკაზე და, სამწუხაროდ, არა უკანასკნელად.

ანდროპაუზის დროს მამაკაცებთან ტესტოსტერონის დონე იკლებს. პრემენოპაუზისა და მენოპაუზის პერიოდში ქალის ორგანიზმში ერთდროულად ნელდება რამდენიმე სასქესო ჰორმონის – ესტროგენის, პროგესტერონისა და ტესტოსტერონის გამომუშავება. ამ პერიოდებში შფოთვა ორგანიზმის სრულიად ნორმალური რეაქციაა ცვლილებებზე, თუმცა ის ადვილად შეიძლება მივიჩნიოთ სხვა ასაკობრივ კრიზისად. სერიოზული ჰორმონული ცვლილების კიდევ ერთი მაგალითია ორსულობა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი. ასეთ მომენტებში, ეგრეთ წოდებული, ჰორმონული შფოთვა თან ერთვის ბუნებრივ შფოთვას საკუთარ თავსა და ბავშვის ჯანმრთელობაზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა