მედიცინა

როგორ ვუშველოთ წელის ტკივილს

№10

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 17.03, 2022 წელი

წელის ტკივილი
დაკოპირებულია

უმეტესი ჩვენგანი ცხოვრებას სამუშაო მაგიდასთან მჯდომები ვატარებთ, რაც დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ხერხემალზე და შესაძლოა, წელის პრობლემები განვითარდეს.

უპირველესად, განიხილეთ თქვენი ოფისის სავარძელი და სამუშაო მაგიდა. როდესაც იყენებთ კლავიატურას, მოათავსეთ ის ზუსტად თქვენ წინ, ისე რომ, მაგიდის კიდესა და კლავიატურას შორის დაშორება 10-15 სანტიმეტრი იყოს. თუ ადგილი საკმარისი არ არის, ამ დროს დატვირთვა წელის კუნთებსა და სახსრებზე მოდის, რაც დროთა განმავლობაში შესაძლოა, პრობლემად ჩამოყალიბდეს.

როდესაც საქმე ეხება ჯდომის პოზას, ეცადეთ, არ მოიხაროთ, რადგან ასე იზრდება კუნთების დატვირთვა, რაც ტკივილს გამოიწვევს.

დასხედით სწორად, თითქოს რაიმე თავზე გქაჩავთ, გამოწიეთ მუცელი წინ და იმავდროულად, გაიმართეთ მხრებში.

შესაძლებელია, თავიდან უცნაურად გეჩვენოთ ჯდომის ეს მანერა, მაგრამ ნელ-ნელა შეეჩვევით და ამით თავიდან აირიდებთ წელის სერიოზულ პრობლემებს.

წელის ტკივილის მოსაშორებლად პროცედურები უნდა ჩაიტაროთ სიმპტომების მოხსნამდე. ამ დროს სასიკეთოდ და ეფექტურად მოქმედებს წელის დაზელა და კომპრესები. სამკურნალო საშუალებების დამზადება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ.

👉 100 გრამი მსხვილი მარილი გახსენით 1 ლიტრ ადუღებულ წყალში. მიღებულ ხსნარში დაასველეთ დოლბანდი და ძილის წინ დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე. შეიხვიეთ თბილი შარფით;

👉 თაფლით დაიზილეთ წელი და შეიხვიეთ თბილი შარფით;

👉 დაიზილეთ მტკივნეული ადგილი ევკალიპტის ნაყენით და შეიხვიეთ თბილი შარფით;

👉 1 თავი ნიორი დაჭყლიტეთ და გაწურეთ. ნივრის წვენს დაამატეთ 1 ლიმონის წვენი, შეიზილეთ წელის არეში და შარფით თბილად შეიხვიეთ;

👉 1 ცალი საშუალო ზომის ჭარხალი კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. შემდეგ კანიანად გახეხეთ წვრილ სახეხზე და გაწურეთ დოლბანდში. წვენი შეგიძლიათ დალიოთ, ხოლო მიღებულ ფაფაში დაამატეთ 1 სადილის კოვზი საავიაციო ნავთი და კარგად აურიეთ. ნარევი თანაბრად გაანაწილეთ დოლბანდზე და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე ძილის წინ. კომპრესს ზევიდან დაადეთ ცელოფანი და შეიხვიეთ თბილი შარფით. დილით ბევრად უკეთესად იგრძნობთ თავს. შესაძლოა, ერთმა პროცედურამაც კი გიშველოთ.

სანამ ზემოაღნიშნულ რეცეპტებს გამოიყენებთ, გახსოვდეთ, რომ წელის ტკივილს მხოლოდ ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი ან გაციება არ იწვევს, ის შესაძლოა, თირკმელების, კუჭქვეშა ჯირკვლის, სასქესო სისტემის ორგანოების და სხვა დაავადებათა მომასწავებელი იყოს.

კვების რაციონში საჭიროა ცხიმიანი ხაჭოს, კომბოსტოს, ლობიოს, ბარდის, ბრინჯის, ჭარხლის, ნიგვზისა და არაქისის ჩართვა. ეს პროდუქტები ხერხემლის გამაგრებას უზრუნველყოფს. თეთრი შაქარი კი აუცილებლად ამოიღეთ რაციონიდან, რადგან მისი მოხმარებისას იხარჯება ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებები, რაც ასუსუტებს ხერხემალს და მთლიანად ძვლოვან სისტემას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა