მედიცინა

როგორ ვუშველოთ თმის ცვენას

№52

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 06.01, 2024 წელი

თმის ცვენა
დაკოპირებულია
  • ცილებით, რკინით, B ჯგუფის ვიტამინებითა და თუთიით ღარიბი საკვების მიღება ცუდი კვებაა. ჩამოთვლილი ნივთიერებების ნაკლებობამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს თმის ხარისხსა და რაოდენობაზე;
  • წონის უეცარი დაკლება – წონის კლებამ და კალორიების ქრონიკულმა შეზღუდვამ შესაძლოა, თმის ცვენა გამოიწვიოს;
  • ორსულობა და მშობიარობა – ორსულობის დროს ბევრი თმის ღერს უფრო ხანგრძლივი ზრდის ფაზა აქვს. თმის ცვენას მშობიარობიდან 3-6 თვის შემდეგ განვითარებული ჰორმონული ცვლილებები იწვევს;
  • მენოპაუზა – მენოპაუზის დროს მომხდარ ჰორმონულ ცვლილებებსაც შეუძლია, თმის ცვენა გამოიწვიოს;
  • მედიკამენტები – თმის ცვენა შესაძლოა, კიბოს, ართრიტის, დეპრესიის, გულის დაავადების, პოდაგრის, წნევის სამკურნალო პრეპარატების გვერდითი ეფექტი იყოს;
  • ჯანმრთელობის პრობლემები – ავტოიმუნური დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
  • ქირურგიული ოპერაცია – ოპერაციის შემდეგ თმის ცვენის განვითარება დამოკიდებულია ქირურგიული ჩარევის ტიპზე, საავადმყოფოში ყოფნის ხანგრძლივობაზე, მიღებულ მედიკამენტებსა და კვებაზე;
  • ინტოქსიკაცია – თალიუმით, ვერცხლისწყლით, ლითიუმით მოწამვლა.
  • ზოგიერთი ტიპის ალოპეციის დროს თმა თავისთავად, მკურნალობის გარეშეც ამოდის, ზოგიერთის დროს კი პროცესის მხოლოდ შეჩერებაა ან შენელებაა შესაძლებელია. ამისთვის მიმართავენ მედიკამენტურ მკურნალობას, ლაზერულ პროცედურებს, თმის გადანერგვას.

თუ თმის ცვენა შეამჩნინეთ, ეცადეთ, ზედმიწევნით შეასრულოთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • უპირველეს ყოვლისა, მიმართეთ დერმატოლოგს. რაც უფრო მალე მიაგნებთ თმის ცვენის მიზეზს, მით უფრო მეტია სასურველი შედეგის მიღების შანსი;
  • თავის დაბანისას მოერიდეთ მის ტრავმირებას. როცა თმა თხელდება ან ცვივა, ის მყიფეა და ადვილად ზიანდება, ამიტომ გამოიყენეთ ნაზი შამპუნი, რომელიც თმას არ აშრობს, ყოველი დაბანის შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კონდიციონერი. კონდიციონერი ამცირებს თმის მტვრევადობასა და ბოლოების გაყოფას. გამოიყენეთ Leave-in Conditioner – კონდიციონერი, რომელიც თმაზე უნდა დაიტოვოთ დაბანის შემდეგ – ან დეტანგლერი;
  • უარი თქვით თმის ცხელი ზეთით სამკურნალო პროცედურებზე – ამ დროს თმა ცხელდება და უფრო მეტად ზიანდება;
  • თმის შეღებვა, დახვევა, ქიმიური გასწორება, რელაქსირება ჩაიტარეთ სალონში, სადაც პროფესიულ დონეზე მოგემსახურებიან. ნუ გარისკავთ ასეთი პროცედურების შინ ჩატარებას;
  • მაქსიმალურად ერიდეთ თმის დასახვევ უთოს, გასასწორებელ უთოს და ცხელ სავარცხელს;
  • ფენი ყველაზე დაბალი სითბოს რეჟიმზე დააყენეთ. ეცადეთ, თმა ბუნებრივად გაიშროთ. ამისთვის შემოიხვიეთ მიკრობოჭკოვანი პირსახოცი;
  • ნუ ატარებთ უკან გადაწეულ და მჭიდროდ შეკრულ თმას. თმის მუდმივმა დაჭიმვამ შესაძლოა, ტრაქციული ალოპეცია გამოიწვიოს;
  • თუ თმის თითებით ტრიალისა და ქაჩვის ჩვევა გაქვთ, ეცადეთ გადაეჩვიოთ – ასეთმა მოპყრობამ შესაძლოა, უფრო მეტად დაასუსტოს ისედაც მყიფე თმის ღერები და თმის ცვენა გამოიწვიოს;
  • თმა ფრთხილად დაივარცხნეთ, მეტადრე – სველი. აჯობებს, ფართოკბილებიანი სავარცხელი გამოიყენოთ;
  • მოწევამ შეიძლება, თმის ცვენა გააძლიეროს;
  • მიიღეთ რკინით, ცილებით მდიდარი საკვები;
  • თმის ცვენა შეიძლება, გამოიწვიოს კალორიების მნიშვნელოვანმა სიმცირემაც, ამიტომ იკვებეთ დაბალანსებულად;

ჟანგბადის გადასატანად ერითროციტებს, სისხლის წითელ უჯრედებს, რკინა სჭირდებათ. რკინის სიმცირემ შესაძლოა, რკინადეფიციტურ ანემიამდე მიგვიყვანოს, რომლის ნიშნებიცაა დაღლილობა, სიფერმკრთალე, თმის ცვენა.

რკინით ბუნებრივად მდიდარია ბალახის მძოველი ცხოველების წითელი ხორცი, მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული, პარკოსნები.

C ვიტამინი აუცილებელია ნაწლავებიდან რკინის ასათვისებლად.

თმის ცვენა შეიძლება, D ვიტამინის სიმცირემაც გამოიწვიოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა