როგორ ვუმკურნალოთ სისხლის გასქელებას
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 09.12, 2021 წელი

როდესაც სისხლი ზედმეტად სქელი და ცხიმიანია აზიანებს არტერიების კედლებს, ხელს უწყობს ათეროსკლეროზის განვითარებას. სიტუაციას ამძიმებს არასათანადო კვება. დროთა განმავლობაში სისხლის შემადგენლობა იკუმშება. ის იწვევს გულის შეტევას, ტვინში – იშემიურ ინსულტს, ფილტვზე – ფილტვის ემბოლუსს. სისხლის ხარისხი დამოკიდებულია თქვენს ორგანოებში მიმდინარე პროცესებზე. სისხლის ხარისხის გაუარესების შემთხვევაში, იწყება ჯანმრთელობის პრობლემები, განსაკუთრებით ზიანდება თირკმელები, ღვიძლი და ტვინი.
არსებობს ამის რამდენიმე ძირითადი მიზეზი.
• ენზიმის დეფიციტი;
• ბინძური, ქლორირებული, გაზიანი სასმელი წყალი;
• სხეულის დეჰიდრატაცია ცხელი კლიმატური პირობების დროს ან ფიზიკური აქტივობის დროს;
• მავნე ზემოქმედება,
• მინერალებისა და ვიტამინების ნაკლებობა ორგანიზმში;
• მარილის მიღება.
უნდა შეეცადოთ მინიმუმამდე დაიყვანოთ რისკები, შეავსოთ თქვენი მენიუ იმ პროდუქტებით, რომლებსაც შეუძლიათ სისხლის გათხელება.
წყალი – ეს სიაში პირველ ადგილზეა. თქვენ უნდა დალიოთ 1-2 ლიტრი წყალი დღეში, გარდა ჩაისა და წვნიანებისა. აირჩიეთ სუფთა წყალი. თუ სხეულს დეჰიდრატაციის მცირე შანსი მაინც აქვს, სისხლი არ გათხელდება.
თევზის ქონი – ეს არა მარტო სისხლს ათხელებს, არამედ ასუფთავებს მას და აქრობს სკლეროზულ ლაქებს, რომლებიც უკვე ჩამოყალიბდა. პრევენციისთვის რეკომენდებულია თევზის კვირაში, მინიმუმ, 3-4-ჯერ მიღება, სასურველია ცხიმიანი სახეობის შერჩევა.
ლურჯი მოცხარი – კენკრის შემადგენლობაში შედის კუმარინები, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შემადგენლობის ფორმირებაში. მოცხარი ძალიან სასარგებლოა ნეოპლაზმების პრევენციისა და მკურნალობისთვის. გარდა ამისა, ეს არის ბუნებრივი ანტიმიკრობული საშუალება.
ნიახური – უფრო ზუსტად, მისი წვენი. სისხლის გათხელებისთვის ყოველდღიურად დალიეთ ნახევარი ჭიქა ნიახურის წვენი.
ნიორი – შეიცავს ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლიათ სისხლის გათხელება. ამ პროდუქტის სამკურნალო თვისებების გასაზრდელად შეგიძლიათ, მოამზადოთ ნივრის ნაზავი: გაასუფთავეთ ნიორი, დაჭერით, მოათავსეთ მასა შუშის კონტეინერში და დაამატეთ ნახევარი ჭიქა არაყი. დაახურეთ კონტეინერს სახურავი და დატოვეთ ბნელ ადგილას 10 დღის განმავლობაში. შემდეგ, მიიღეთ 10 წვეთი, ჭამამდე 30 წუთით ადრე. აუცილებლად დალიეთ ბევრი წყალი.
ჯინჯერის ფესვები – გარდა იმისა, რომ ჯინჯერის ფესვები ხელს უწყობს სისხლის გათხელებას, ასევე, ამცირებს შაქრის დონეს და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. თუმცა, მაღალი არტერიული წნევისა და არითმიის მქონე ადამიანებმა ის უფრო ფრთხილად უნდა გამოიყენონ.
თუთის ფესვები – აიღეთ 200 გრამი სუფთა ფესვები და კარგად გარეცხეთ. დაასხით 3 ლიტრი ცივი წყალი და დატოვეთ 1 საათის განმავლობაში. დადგით დაბალ ცეცხლზე. როდესაც ნარევი ადუღდება, გამორთეთ. გააგრილეთ და შემდეგ შეინახეთ მაცივარში. რეკომენდებულია 200 გრამის მიღება 5 დღის განმავლობაში 3-ჯერ დღეში. შემდეგ შეისვენეთ 2-3 დღე და გაიმეორეთ. უნდა ჩაიტაროთ 2-3 კურსი.
სალიცილის მჟავა – ის ბევრ ხილსა და ბოსტნეულში გვხვდება, ამიტომ მათი რეგულარული მიღება დადებითად იმოქმედებს სისხლზე.
გაუზიარეთ ინფორმაცია სხვებს და შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან