მედიცინა

როგორ ვუმკურნალოთ მტკივან კბილს

№49

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 18.12

კბილი
დაკოპირებულია

კბილის ტკივილი სახლის პირობებში შეგვიძლია, რამდენიმე მარტივი ხერხით დავიამოთ:

 

* თბილი მარილიანი წყლით გამორეცხვა – ერთი ჩაის კოვზი მარილი ჩაყარეთ ერთი ჭიქა თბილ წყალში. გამოივლეთ 30–40 წამის განმავლობაში. ეს ამცირებს შეშუპებას და აუმჯობესებს მდგომარეობას;

* ფრთხილად გამოიყენეთ კბილის ძაფი, ზოგჯერ ტკივილი გამოწვეულია კბილებს შორის შეტეხილი საკვებით;

* კბილზე ზეწოლის თავიდან აცილება – ეცადეთ არ დაღეჭოთ მტკივან მხარეს, მოერიდეთ ძალიან ცივ ან ცხელ საკვებს;

* აფთიაქში იყიდება ანთების საწინააღმდეგო გელები და ანტისეპტიკური სავლები, რომლებიც დროებით ამცირებს სიმპტომებს;

* თავი ოდნავ მაღლა დადეთ, სცადეთ ბალიშების ოდნავ აწევა. როცა თავი დაბლაა, სისხლის მიწოდება იზრდება და ტკივილი ძლიერდება;

* თავიდან აიცილეთ ტკბილი და წებოვანი საკვები – კარიესის დროს ტკბილი საკვები აძლიერებს ტკივილს, რადგან შაქარი მჟავას წარმოქმნის და აღიზიანებს მიმდინარე პროცესს;

* მოერიდეთ ალკოჰოლისა და თამბაქოს გამოყენებას ორივე აუარესებს ანთებას და აძნელებს შეხორცებას, განსაკუთრებით, თუ ღრძილი გაღიზიანებულია;

* არ გამოიყენოთ ცხელი კომპრესები. ბევრს ეგონა, რომ სითბო ამსუბუქებს ტკივილს, მაგრამ ანთების დროს კბილზე ეს პირიქით მოქმედებს, ზრდის შეშუპებას და უმატებს ტკივილს;

* სუფთა პირის ღრუს რეჟიმი – მიუხედავად ტკივილისა, საჭიროა ფრთხილად, მაგრამ რეგულარული გახეხვა. ნადების დაგროვება უფრო აძლიერებს ტკივილს;

* არ გამოიყენოთ სახლური საშუალებები, როგორებიცაა: ლიმონი, ძმარი, სპირტი, ასპირინი – ეს აზიანებს მინანქარს და ღრძილებს და ტკივილი შესაძლოა, გაუარესდეს.

თუ ღრძილი შეწითლებულია ან შეშუპებულია, ეს უკვე მეტყველებს ანთებაზე, რომელიც შეიძლება იყოს: ღრძილების ანთება, ღრძილის უფრო ღრმა ანთება, კბილის ფესვთან ჩირქის დაგროვება, საჭმლის გაჭედვით გამოწვეული ლოკალური გაღიზიანება. ამ დროს შეგიძლიათ, სახლის პირობებში თბილი, მარილიანი წყლით გამოირეცხოთ პირის ღრუ, თუნდაც ტკივილი იყოს. თბილი მარილიანი წყლით გამორეცხვა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლოა, როდესაც ღრძილი შეშუპებულია. დღეში 2-3-ჯერ ამ პროცედურის ჩატარება ამცირებს ანთებას და ასუფთავებს ღრძილის გარშემო სივრცეს.

ცივი კომპრესი – მიიდეთ ლოყის გარეთ 10-15 წუთის განმავლობაში. უშუალოდ ღრძილზე ყინულის დადება არ შეიძლება.

იბუპროფენი ან პარაცეტამოლი – იბუპროფენი უკეთ ამცირებს ანთებას, მაგრამ მიიღება ინსტრუქციის მიხედვით. ყურადღებაა საჭირო, თუ რაიმე ქრონიკული დაავადება გაქვთ ან იღებთ სხვა მედიკამენტს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი