როგორ ვუმკურნალოთ ღრძილებს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 14.10, 2022 წელი

ჯანმრთელი ღრძილები რომ გვქონდეს, აუცილებელია სწორი, ჯანსაღი კვება. ჩვენი კვების რაციონში უნდა შედიოდეს ახალი ხილი, ბოსტნეული, ხორცი და სხვა ნატურალური პროდუქტები.
ღრძილებისთვის სასარგებლო პროდუქტები:
👉 ციტრუსები – მათში მაღალია C ვიტამინის შემცველობა, რომელიც გამაჯანსაღებლად მოქმედებს ღრძილების ლოროწოვან გარსზე;
👉 მწვანილი და რძის პროდუქტები – მათში შემავალი K ვიტამინი ამცირებს სისხლდენას;
👉თევზი და ზღვის სხვა პროდუქტები – დიდი რაოდენობით შეიცავენ ფოსფორს, რომელსაც მაღალი ეფექტი აქვს პაროდონტიტის დროს;
👉ნიორი და ხახვი – მათ შემადგენლობაშია დიდი რაოდენობით თუთია, ძლიერი ანტიოქსიდანტი და ანთების საწინააღმდეგო მინერალია;
👉კაკლოვნები – დიდი რაოდენობით უბიქინონი (Q ვიტამინი), ხელს უშლის კენჭების ჩამოყალიბებას და ანთებითი პროცესების განვითარებას;
👉ყველი – კალციუმი წყარო, აჯანსაღებს კბილებსა და ღრძილებს;
👉წითელი ღვინო – შეიცავს ანტიოქსიდანტებს და ტანინს, რომლებიც ანთების საწინააღმდეგო თვისებებით ხასიათდებიან.
რეცეპტები ღრძილების სამკურნალოდ:
✔️ 2 სუფრის კოვზ გვირილის გამხმარ ყვავილებს დაასხით 200 გრამი ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 30-40 წუთი და გამოივლეთ პირის ღრუში;
✔️ კარგად გარეცხეთ ალოეს ფოთოლი, მოაჭერით ეკლები, გაჭერით ორ ფენად და დაიდეთ ღრძილებზე დღეში 5-6-ჯერ;
✔️2 კოვზი მუხის ქერქი ადუღეთ ნახევარ ლიტრ წყალში 10 წუთის განმავლობაში. გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 10 წუთი, გადაწურეთ, გააგრილეთ და გამოივლეთ 2-3-ჯერ დღეში ნახევარი ჭიქა (100 გრამი). თუმცა მისი დიდი ხნის განმავლობაში გამოყენება რეკომენდებული არ არის (კბილებს გაამუქებს);
✔️1 სადილის კოვზ გულყვითელას (კალენდულა) დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩერეთ 30 წუთი და გამოივლეთ პირის ღრუში;
✔️1 ჩაის კოვზ სალბს (შალფეი) დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, გააგრილეთ, გამოივლეთ პირის ღრუში ჭამის შემდეგ;
✔️2 სუფრის კოვზ კრაზანას დაასხით 200 გრამი ადუღებული წყალი, გააჩერეთ 30 წუთი, გამოივლეთ პირის ღრუში;
✔️2 სუფრის კოვზი ფარსმანდუკი 15 წუთის განმავლობაში ადუღეთ ნახევარ ლიტრ წყალში, გადაწურეთ და დღის განმავლობაში რამდენჯერმე გამოივლეთ;
✔️ზაფხულში, მრავალძარღვას ფოთლები კარგად გარეცხეთ და ღეჭეთ. 3-4 დღეში ღრძილებიდან სისხლდენა შეჩერდება და მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება.
ღრძილების ჯანმრთელობისთვის კარგია C ვიტამინი, მისი დოზის გაზრდა კი ეფექტურად აჩერებს ღრძილებიდან სისხლდენას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან