როგორ ვმართოთ ბრონქიტი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 13.08, 2021 წელი

ჩვეულებრივ, მწვავე ბრონქიტის სიმპტომები რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე გრძელდება. თავდაპირველად ყურადღებას იპყრობს გაციების ნიშნები – სურდო, ყელის ტკივილი, ადვილად დაღლა, შემცივნების შეგრძნება, კუნთების ტკივილი, სხეულის ტემპერატურის ზომიერი (37,5-38) მატება. ეს სიმპტომები, საშუალოდ, 3-დან 5 დღემდე გრძელდება, შემდეგ კი პაციენტს ეწყება ხველა, თავდაპირველად ნახველის გარეშე, შემდეგ ჩნდება ნახველი – მოყვითალო ან მოყვითალო-მომწვანო, ზოგჯერ სისხლის მინარევითაც. ხველას შესაძლოა, დაემატოს ამოსუნთქვის გაძნელება და მშრალი ხიხინი იმ შემთხვევაშიც კი, როცა პაციენტს არ აქვს ბრონქული ასთმა.
მწვავე ბრონქიტი ქრონიკულში რომ არ გადაიზარდოს:
* ყოველდღიურად მიირთვით ნიორი და ცხარე სანელებლები. თუ მათი სუნი არ გსიამოვნებთ, შეგიძლიათ, ნივრის აბები დალიოთ;
* აკეთეთ ვარჯიშები ფილტვებისა და გულმკერდის კუნთების მოსამაგრებლად. იცურეთ, იარეთ, ირბინეთ. ამ დროს ძლიერდება სასუნთქი კუნთების შეკუმშვის ძალა, რაც ლორწოს ცირკულაციას აადვილებს. ჩაიტარეთ სუნთქვითი ვარჯიშები იოგასა და ტაი-ჩის პრინციპით, რომლებიც ფილტვების ვენტილაციურ ფუნქციას აძლიერებს;
* ნუ მოსწევთ! მწეველებს მწვავე ფორმა განსაკუთრებით ადვილად გადასდით ქრონიკულში;
* მიიღეთ ბევრი ხილი და ბოსტნეული. მათში უხვად არის ანტიოქსიდანტები, რომლებიც ფილტვებისთვის დამცავ ბარიერს ქმნის და, ამასთანავე, აფერხებს საკმაოდ ბევრი დაავადების, მათ შორის, ბრონქიტის განვითარებას.
ბრონქიტით დაავადებულ პატარებს მიეცით რაც შეიძლება მეტი სითხე – ის ათხელებს ლორწოს და აადვილებს ამოხველებას, არბილებს ყელის ლორწოვან გარსს, რომელსაც ხველა ძლიერ აზიანებს. 8 წლის ასაკიდან ბავშვმა დღეში ლიტრამდე სითხე მაინც უნდა მიიღოს. ბრონქიტით დაავადებული ბავშვის ოთახში გაზარდეთ ტენიანობა. ტენიანი ჰაერი არბილებს ბრონქების გაღიზიანებულ მემბრანებს. ამისთვის ბავშვის დაწოლამდე ნახევარი საათით ადრე დახურეთ პატარას საძინებლის კარი და შეგიძლიათ, გამათბობელ ბატარეაზე სველი პირსახოცი გადაფინოთ. ნურავის მისცემთ შინ თამბაქოს მოწევის უფლებას – მისი კვამლი ძლიერ აღიზიანებს ბრონქებს.
დატვირთეთ ბავშვის მენიუ წვნიანი კერძებით, განსაკუთრებით კი – ქათმის ცხელი ბულიონით, რომელიც ყველა სხვა საშუალებაზე უკეთ ათხიერებს ლორწოს და აადვილებს ბრონქებიდან მის გამოდევნას.
კვება მნიშვნელოვანია ქრონიკული ბრონქიტის მკურნალობის დროს. საკვები მცირე ულუფებით უნდა მიიღოთ დღეში 5-6-ჯერ. დიეტაში უპირატესობა უნდა ჰქონდეს ცილოვან საკვებს, ვინაიდან ხველის დროს, ნახველთან ერთად, პაციენტი ბევრ ცილას კარგავს. პაციენტებს, ასევე, სჭირდებათ საკმარისი რაოდენობით ნახშირწყლები, ცხიმები და ვიტამინები. ამიტომ, მათი სრული დიეტა უნდა შეიცავდეს: ბრინჯს და სხვა მარცვლეულს, სეზონურ კენკრასა და ხილს, ზამთარში – ციტრუსსა და ვაშლს; სტაფილოს, ოსპს, ლობიოს და ბარდას, ხახვს, ცხიმიან თევზს, ქათმის ბულიონს, თაფლს, რომელიც აუმჯობესებს სასუნთქი სისტემის მუშაობას; კომბოსტოს ყველა სახეობას; ნუშს, გოგრას.
საშუალება ქრონიკული ბრონქიტის სამკურნალოდ:👇
🛑გახეხეთ 2 ბანანი, დაამატეთ 50 მილილიტრი მდუღარე წყალი, 1 ჩაის კოვზი შაქარი, აურიეთ და მიირთვით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან