მედიცინა

როგორ ვიზრუნოთ ფარისებრის ჯანმრთელობაზე

№23

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 19.06

ფარისებრი
დაკოპირებულია

ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, განსაკუთრებით ჰიპოთირეოზი, გავრცელებული პრობლემაა. თუმცა, მისი მართვა შესაძლებელია კვების რაციონში მარტივი ცვლილებების შეტანით.

მიიღეთ საკმარისი იოდი – იოდი არის აუცილებელი ელემენტი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოების რეგულაციისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, მიიღოთ იოდით მდიდარი საკვები: ზღვის პროდუქტები, ყვავილოვანი კომბოსტო, თევზი, რძის პროდუქტები.

თერმულად დაამუშავეთ ბოსტნეული – უმი ბოსტნეული, მაგალითად, ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, კალე, ჭარხალი, ბოლოკი, შეიცავს გოიტროგენებს, რომლებიც აფერხებენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავებას. ამიტომ, აუცილებელია მათი თერმულად დამუშავება.

მიიღეთ კონკრეტული ნუტრიენტები: სელენი – თხილეული, მთლიანი მარცვლეული; თუთია – წითელი ხორცი, ფრინველის ხორცი; თიროზინი – კვერცხი, რძის ნაწარმი, ფრინველის ხორცი; A ვიტამინი – სტაფილო, ტკბილი კარტოფილი, მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული.

რეკომენდებული საკვები:

1. იოდით მდიდარი საკვები – ზღვის პროდუქტები (ლამინარია, ზღვის კომბოსტო), იოდიზებული მარილი (ზომიერად!), კვერცხის გული, მაწონი, რძე.

2. სელენიუმი მნიშვნელოვანია ჰორმონების აქტივაციისთვის – ბრაზილიური თხილი (დღეში 2 ცალი საკმარისია), თევზი, კვერცხი, მზესუმზირას თესლი.

3. თუთია ჰორმონალური სისტემის მხარდასაჭერად – ხორცი, მარცვლეული, პარკოსნები.

4. ბოჭკოვანი საკვები მონელების გასაუმჯობესებლად – ხილი, ბოსტნეული, შვრია, სელის თესლი.

5. სუფთა წყალი და ფიზიკური აქტივობა მეტაბოლიზმის გასააქტიურებლად – აუცილებელია ჰიდრატაცია და მოძრაობა.

უნდა შეიზღუდოს:

• სოიის პროდუქტები (გაწონასწორებულად, განსაკუთრებით მედიკამენტებთან ერთად);

• ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო და შვიტი — უმად შეიძლება ხელი შეუშალონ იოდის ათვისებას (თერმულად დამუშავების შემდეგ უსაფრთხოა);

• ზედმეტი შაქარი, ხორბლის თეთრი ფქვილი და ცხიმოვანი საკვები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა