როგორ ვებრძოლოთ შემოდგომის სეზონურ ალერგიას
ავტორი: სოფი ლორია 13:00 03.10, 2021 წელი

ალერგია – ეს არის ორგანიზმის სპეციფიკური, გადაჭარბებული მგრძნობელობა ჩვეულებრივ უსაფრთხო ნივთიერებების მიმართ. ამ დროს იმუნური სისტემა უვნებელ ნივთიერებას აღიქვამს, როგორც ორგანიზმისთვის საშიშს და მის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას.
ორგანიზმში ამ უჩვეულო რეაქციის გამომწვევ ანტიგენებს ალერგენები ეწოდება. ალერგენები არის ყველგან – საცხოვრებელ სახლებში, სამუშაო ადგილზე, ქუჩაში, ბუნებაში. ესენია ოთახის მტვერი, ცხოველის ბეწვი, ფრინველების ბუმბული, მწერების შხამი, მცენარეების მტვერი, ობის სოკო, სხვადასხვა საკვები, მედიკამენტები, საყოფაცხოვრებო თუ საწარმოო ქიმიური ნივთიერებები, პარფიუმერია, საღებავები, სარეცხი საშუალებები და სხვა.
უამრავი ადამიანი ფიქრობს, რომ სეზონური ალერგიები მხოლოდ გაზაფხულზე გვხვდება, თუმცა ხშირად არც შემოდგომის სეზონი გადის ალერგიის გამწვავების გარეშე.
შემოდგომის სეზონური ალერგია შესაძლოა, გამოვლინდეს რესპირაციული სიმპტომებით, ეგრეთ წოდებული, თივის ცხელებით, ალერგიული რინიტით ან ბრონქული ასთმითა და კანის ალერგიული დაავადებებით, როგორიცაა ალერგიული დერმატიტები, ურტიკარია (ჭინჭრის ციება) და სხვა.
შემოდგომის სეზონური ალერგიის ჩამოყალიბებას მეტწილად ალერგიული მცენარეების ყვავილობა და ჰაერში ობის სოკოს სპორების გავრცელება უწყობს ხელს.
ზაფხულის მიწურულიდან გვიან ოქტომბრამდე ყვავის ალერგიული სარეველა მცენარეები, როგორიცაა: ამბროზია, ავშანი, ნაცარქათამა და სხვა.
ამბროზია ძალიან მაღალი ალერგენული თვისებების მქონე სარეველა მცენარეა. ის ყვავილობისას წარმოქმნის მტვერს, რომელიც შედგება უმცირესი ზომის, თვალისთვის უხილავი მარცვლებისგან. საყურადღებოა, რომ ერთმა მცენარემ შესაძლოა, მილიონობით ყვავილის მტვრის მარცვალი წარმოქმნას. ყვავილის მტვრის მარცვლები შეიცავს დიდი რაოდენობით ალერგენებს, რომელიც ქარის საშუალებით სწრაფად ვრცელდება შორ მანძილზე. სწორედ ამიტომ, შესაძლოა, ამბროზიამ ალერგია მაშინაც კი გამოიწვიოს, როდესაც იგი ჩვენს სიახლოვეს არ არის.
ადრეულ შემოდგომაზე ატმოსფერო დატვირთულია ობის სოკოს სპორებით, რომელიც ერთ-ერთი ძლიერი ალერგენია. ობის სოკო უხვად არის გაბნეული შენობებში, ლპობის პროცესში მყოფ მცენარეებში, ჰაერში. ზაფხულის ცხელი დღეების შემდეგ მართლაც სასიამოვნოა შემოდგომის ფოთოლცვენა, ძირს მოფენილი ფერადი ფოთლების გროვებთან სუფთა ჰაერზე სეირნობა. მაგრამ, როგორც კი ფოთლის გროვები ლპობას იწყებს, ობის სოკოს გავრცელების წყარო ხდება. ალერგიული ადამიანების მიერ მათი ჩასუნთქვა და სასუნთქი სისტემის ლორწოვანზე ექსპოზიცია ორგანიზმის რეაქციასა და სასუნთქი სისტემის მხრივ სხვადასხვა სიმპტომის გამოვლინებას იწვევს – ხველას, ცემინებას, თვალების ქავილს, სიწითლეს, ცრემლდენას, ცხვირის გაჭედილობას, უფრო რთულ შემთხვევაში – ბრონქოსპაზმს, სუნთქვის გაძნელებას, სუნთქვის უკმარისობას.
შემოდგომაზე სამოსის განახლება გვიწევს. სამოსი, რომელიც კარადაში თვეობითაა შენახული, შესაძლოა, დანესტილი ან მიკროსკოპული ზომის მტვრის ტკიპებით დაბინძურებული იყოს. ნესტზე ალერგიის განვითარება დაკავშირებულია ნესტიან გარემოში არსებული ობის სოკოს სპორების ჩასუნთქვასთან, ამიტომ ტანისამოსის გამოყენებამდე აუცილებელია მისი კარგად განიავება და გასუფთავება.
სეზონური ალერგიისგან თავის დაცვა არცთუ ისე მარტივია. ალერგიისგან თავის დასაცავად ატარეთ პირბადე, ხშირად გარეცხეთ ტანისამოსი, გასეირნების შემდეგ დაბანეთ შინაური ცხოველები, მოერიდეთ სახლში ფეხსაცმელებით სიარულს. ქარიან ამინდში დახურეთ ფანჯრები, განსაკუთრებით, თუ გადატვირთულ გზასთან ახლოს ცხოვრობთ, რადგან ჰაერის დაბინძურება ალერგიის სიმპტომებს კიდევ უფრო ამწვავებს.
ალერგიულ პაციენტთა უმრავლესობა შემოდგომის სეზონური ალერგიის გამწვავებას ანტიჰისტამინური პრეპარატებით ებრძვის.
ალერტეკი (ცეტირიზინი 10 მგ) ახალი თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატია. ალერტეკი სწრაფად და ეფექტურად მოგიხსნით ალერგიის ყველა სიმპტომს.
ალერტეკის დოზირება და მიღების წესი:
2-6 წლამდე ბავშვებში: 1/2 ტაბლეტი (5 მგ) – ერთხელ დილას ან 1/4 ტაბლეტი – დღეში ორჯერ (დილას და საღამოს).
6-12 წლამდე ბავშვებში: 1 ტაბლეტი (10 მგ) – ერთხელ დილას ან 1/2 ტაბლეტი (5 მგ) – დღეში ორჯერ (დილას და საღამოს).
მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში: 1 ტაბლეტი – დღეში ერთხელ (10 მგ) დილას.
ალერტეკი არ იწვევს ძილიანობასა და შრომის უნარის დაქვეითებას, სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატებისგან განსხვავებით, ამიტომ მისი მიღება შესაძლებელია ავტომობილის მართვის დროსაც. ალკოჰოლის მიღება არ ცვლის ალერტეკის მოქმედების ეფექტს. მისი მიღება შესაძლებელია ნებისმიერი ხანგრძლივობით.
ალერტეკი გაიცემა ურეცეპტოდ. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან