როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ვარიკოზული ვენები გვაწუხებს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 10.04

ვარიკოზისას მოერიდეთ ცხელი აბაზანების მიღებას და მზეზე დიდხანს ყოფნას.
ვენების ვარიკოზული გაგანიერება საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა 30 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაში. მისი განვითარების საფუძველია ვენების კედლების ანთება, მათი გამობერილობა, კვანძების გაჩენა და მძიმე შემთხვევებში – წყლულები.
ყველაზე ხშირად, ფეხების ვარიკოზული ვენები სიურპრიზებს უქმნის ქალებს, რომელთც აღენიშნებათ არა მხოლოდ ესთეტიკური დეფექტები, არამედ დისკომფორტი და ტკივილი. სწორედ ეს სიმპტომები ახლავს თან ფეხებზე ვარიკოზულ ვენებს.
დაავადების მხოლოდ რამდენიმე ძირითადი მიზეზი არსებობს:
• მჯდომარე სამუშაო ან სამუშაო, რომელიც მოითხოვს მუდმივ დგომას;
• სიმსუქნე;
• მემკვიდრეობითობა;
• ასაკი და სქესი – ვარიკოზული ვენების განვითარების ყველაზე დიდი ალბათობა 30-40 წლის ასაკის ქალებში აღინიშნება.
ჯანმრთელ ადამიანში ქვედა კიდურების ვენებში სისხლი მიედინება ქვევიდან ზევით, რაც ეს უზრუნველყოფილია შემდეგნაირად:
• გულის რიტმული შეკუმშვა;
• სარქველების არსებობა ვენებში;
• ფეხის კუნთების მუშაობა.
მაღალი სტატიკური დატვირთვები ან შემცირებული ფიზიკური აქტივობა იწვევს ქვედა კიდურებში ვენური წნევის მატებას. სისხლძარღვი ვერ უძლებს ასეთ დაძაბულობას და იწყებს გაჭიმვას, მისი კედლები კი თხელდება. ეს იწვევს სარქველსა და ვენის კედელს შორის სიცარიელის გაჩენას, სისხლის ნაკადი საპირისპირო მიმართულებით მოემართება (ზევიდან ქვევით), რასაც რეფლუქსი ეწოდება.
ვარიკოზული ვენების საწყისი სტადიის მკურნალობა შესაძლებელია სამი გზით: კომპრესიული თერაპია, ფიზიოთერაპია და მედიკამენტოზური მკურნალობა.
კომპრესიული თერაპია გულისხმობს ფეხებზე ყოველდღიურად ელასტიკური სახვევის შემოხვევას ან ელასტიკური წინდების ტარებას. ვარიკოზული ვენების, ქირურგიული ჩარევის გარეშე მკურნალობა, ბევრისთვის რეალობაა.
მედიკამენტოზური მკურნალობა, ასევე, გამოიყენება მხოლოდ ვარიკოზული ვენების საწყის ეტაპებზე და მოიცავს იმ მედიკამენტების დანიშვნას, რომლებიც აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობენ სისხლის გათხელებას, ვენების კედლების ტონუსის გაძლიერებასა და ტკივილის სინდრომის მოხსნას.
ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა და თრომბოზის განვითარების თავიდან ასაცილებლად, არ უნდა გაგვიტაცოს ცხელი აბაზანების მიღებამ, დიდხანს არ უნდა იყოთ მზეზე, არ უნდა ვატაროთ მჭიდრო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
საჭიროა ვაკონტროლოთ წონა და ვიხელმძღვანელოთ აქტიური ცხოვრების წესით. ადამიანებმა, რომლებსაც მჯდომარე სამუშაო აქვთ, უფრო ხშირად უნდა შეცვალონ ფეხების პოზიცია, იარონ ადგილზე, გააკეთოთ ტერფების როტაციული მოძრაობა და ასევე დაკავდნენ სამკურნალო ფიზკულტურით.
ძირითადი ფიზიკური ვარჯიშები ამ დაავადებების პროფილაქტიკისთვის არის ტერფის სახსარში ფეხების მოხრა და გაშლა, ტერფის წრიული მოძრაობები, ადგილზე სიარული ან სირბილი. გარდა ამისა, სასარგებლოა სავარჯიშოები - „ველოსიპედი“ და „მაკრატელა“, რომლებიც კეთდება ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან