მედიცინა

როგორ შევიმსუბუქოთ ჰიპოთირეოზის სიმპტომები

№19

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 18.05

ჰიპოთეოზი
დაკოპირებულია

ჰიპოთირეოზი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი არ გამოიმუშავებს საკმარის ჰორმონებს. ჰიპოთირეოზის მკურნალობის დროს მედიკამენტები გადამწყვეტია, მაგრამ ჯანსაღი დიეტისა და ცხოვრების წესის დაცვა, ასევე, დაგეხმარებათ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციისა და სიმპტომების გაუმჯობესებაში:

* გლუტეინის გარეშე დიეტა ხელს შეუწყობს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაუმჯობესებას, ხოლო ბოსტნეულითა და ხილით მდიდარი დიეტა დაიცავს უჯრედებს დაზიანებისგან და დაეხმარება სხეულს ჯანსაღი წონის შენარჩუნებაში;

* ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ დიეტა, რომელიც გამორიცხავს მარცვლეულსა და რძის პროდუქტებს, შეიძლება, დაეხმაროს სიმპტომების შემცირებას, როგორიცაა დაღლილობა და გააუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი;

* საკვები, რომელთაც ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვთ, სასარგებლოა ჰიპოთირეოზის მქონე ადამიანების უმეტესობისთვის;

* იოდი არის აუცილებელი მინერალი, რომელიც საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შესაქმნელად და ამ საკვები ნივთიერების ნაკლებობამ შეიძლება, გამოიწვიოს ჰიპოთირეოზი. სწორედ იოდის არასაკმარისი მიღება არის ჰიპოთირეოზის გავრცელებული მიზეზი;

* სელენი კიდევ ერთი მინერალია, რომელიც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. დიეტაში სელენით მდიდარი საკვების დამატება კარგი საშუალებაა სელენის დონის ასამაღლებლად. ეს შეიძლება, იყოს თხილი, კვერცხი და პარკოსნები. გარდა ამისა, სელენის დანამატები შეიძლება, სასარგებლო იყოს ჰიპოთირეოზის მქონე ადამიანებისთვის. მაგალითად, დღეში 200 მკგ სელენის დამატება აუმჯობესებს გუნება-განწყობიილებას. ეს არ ნიშნავს, რომ სელენის დანამატები აუცილებელია ჰიპოთირეოზის მქონე ყველა ადამიანისთვის. მიიღეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ექიმი გირჩევთ;

* თუთია საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოებისთვის და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებისთვის. თუთიის ნაკლებობამ შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს არა მარტო ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებაზე, არამედ ჯანმრთელობის ბევრ სხვა ასპექტზე, ამიტომ აუცილებელია ამ საკვები ნივთიერების საკმარისი რაოდენობით მიღება. თუთიის დანამატების ცალკე გამოყენებისას ან სხვა საკვებ ნივთიერებებთან ერთად, როგორიცაა სელენი და A ვიტამინი ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაუმჯობესებას ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებში. მისი საჭიროებაც ექიმმა უნდა განსაზღვროს;

* ჰიპოთირეოზის მქონე ადამიანებს უფრო ხშირად უვლინდებათ D ვიტამინის დეფიციტი. D ვიტამინის დაბალი დონე შეიძლება, უარყოფითად აისახოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებაზე და გააუარესოს ჰიპოთირეოზის სიმპტომები. იმის გამო, რომ D ვიტამინი არ არის კონცენტრირებული ბევრ საკვებში, ხშირად საჭიროადანამატები;

* მაგნიუმის დეფიციტი ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციასთან ასოცირდება და ამ დროს შეიძლება, გაზარდოს ჰიპოთირეოზის განვითარების რისკი. ნაჩვენებია, რომ მაგნიუმის დამატება აუმჯობესებს ჰიპოთირეოიდულ სიმპტომებს;

* რკინადეფიციტურმა ანემიამ შეიძლება, გააუარესოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია. რკინის დეფიციტი ხშირია ჰიპოთირეოზის მქონე ქალებში. რკინის დამატება ხშირად საჭიროა რკინის ჯანსაღი დონის მისაღწევად და შესანარჩუნებლად;

* C ვიტამინი, კალციუმი და ცილები მნიშვნელოვანია ჰიპოთირეოზის მქონე ადამიანებისთვის.

არსებობს გარკვეული საკვები, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს პრობლემები ჰიპოთირეოზის მქონე ზოგიერთ ადამიანში, როგორიცაა დამუშავებული და შემწვარი საკვები, სასმელები შაქრის მაღალი შემცველობით. მოერიდეთ დიდი რაოდენობით უმი ბოსტნეულის ჭამას, როგორიცაა თეთრთავა კომბოსტო და ბრიუსელის კომბოსტო.

საკვები, რომლის მიღება რეკომენდებულია: სახამებლის გარეშე ბოსტნეული: სტაფილო, წიწაკა, ისპანახი; ლობიო, კენკრა, ვაშლი, ატამი, მსხალი, ყურძენი, ციტრუსის ხილი, ანანასი, ბანანი; ასევე, თევზი, კვერცხი, ხორცი, ზეითუნის ზეთი, ავოკადოს ზეთი, უგლუტეინო მარცვლეული, ნუში, გოგრის თესლი, ნაკლებცხიმიანი რძის პროდუქტები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული